Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე?
"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე?

რა­ღაც მო­მენ­ტში, მე და ნი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია გვქონ­და, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია, მე ნიკა გვა­რა­მი­ას ვენ­დო­ბი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის - "ახა­ლი“ წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნიკა გვა­რა­მი­ას არ უნდა უყუ­როს ისე, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნეს, რად­გან ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის თქმით, ახლა სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რე­საა, რაც, მათ შო­რის, მის­მა შეც­დო­მებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

"ვინც ნიკა გვა­რა­მი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას თვალს ადევ­ნებ­და, მათ­თვის ჩემი "ახალ­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბო­და. მე და ნიკა გვა­რა­მია კურ­სე­ლე­ბი ვართ, "რა? სად? რო­დის?“ - ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­თა­მა­შეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, რა­ღაც მო­მენ­ტში, მე და ნი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია გვქონ­და, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია.

ქვე­ყა­ნას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც წელს ჩა­ტარ­დე­ბა, ის­ტო­რი­უ­ლია. შან­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და­იც­ვას. მე ძა­ლი­ან გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ვარ იმით, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ა­კე­თა. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი 9 წე­ლიც სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა, სა­სა­მარ­თლო და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი თა­ვის ია­რა­ღად აქ­ცია.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცი­ამ ძა­ლე­ბი არ გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ, ჩა­კე­ტილ წრეს ვერ გა­ვარ­ღვევთ. ნიკა გვა­რა­მი­ას არ უნდა ვუ­ყუ­როთ ისე, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს. ის წიგ­ნი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი აკე­თოს. მეც მაქვს ჩემი წარ­სუ­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ არ ვთვლი, რომ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის გამო, რო­მელ­თა თა­ნა­ზი­ა­რიც გავ­ხდი, სახ­ლში უნდა წა­ვი­დე. ჩემი აზ­რით, მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ აქ­ტი­უ­რი ვიყო და სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია მქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტია "ახალს“ ხუ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

"მე ნიკა გვა­რა­მი­ას ვენ­დო­ბი. ვი­საც გა­მარ­ჯვე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა, მჯე­რა, რომ ის ამომ­რჩე­ვე­ლი ჩვენს პარ­ტი­ა­ში მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლას და­ი­ნა­ხავს, რად­გან ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ მხო­ლოდ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ გვინ­და, გვინ­და გა­მარ­ჯვე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რეს არ ჩარ­ჩეს. ახლა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნამ­დვი­ლად არას­წორ მხა­რე­საა, რაც ჩვენ­მა და ჩემ­მა შეც­დო­მებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. მგო­ნია, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა მთა­ვა­რი ნა­წი­ლია იმ ფორ­მუ­ლის, რა­საც გა­მარ­ჯვე­ბა ჰქვია. ამის­თვის უნდა ვი­მუ­შა­ოთ“, - აღ­ნიშ­ნა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­და­ცე­მა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახ თქვენი
0

ამას უკეთებთ მიშას ბიჭო?! მიშა რომ არ ყოფილიყო ეხლაც ფანჯრიდან გამოჭყიტების მეტს ვერაფერს იზამდით, ხფთუ თქვე გაყიდულო მონებო

ნინორე
2

ნიკა მელია რატომ დადის გაბზეკილი უკანალით,ეგ პოზა ევასება? ნუ გვარამია ვიცით,ფოფხაძეს აც ეგ პრობლემა აქვს.

ავტორი:

"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე?

"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე?

რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, მე ნიკა გვარამიას ვენდობი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების - "ახალი“ წევრმა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ ნიკა გვარამიას არ უნდა უყუროს ისე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური წარსულის მქონეს, რადგან ის ძალიან განათლებული და წიგნიერი ადამიანია, რომელსაც ქვეყნისთვის კარგი საქმის კეთება შეუძლია.

გედევან ფოფხაძის თქმით, ახლა საქართველო ისტორიის არასწორ მხარესაა, რაც, მათ შორის, მისმა შეცდომებმაც განაპირობა.

"ვინც ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქტიურობას თვალს ადევნებდა, მათთვის ჩემი "ახალში“ გაწევრიანება მოულოდნელი არ იქნებოდა. მე და ნიკა გვარამია კურსელები ვართ, "რა? სად? როდის?“ - ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვითამაშეთ.

რაც შეეხება პოლიტიკას, რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია.

ქვეყანას, გაერთიანების გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს. არჩევნები, რომელიც წელს ჩატარდება, ისტორიულია. შანსია საზოგადოებისთვის, რომ ევროპული მომავალი დაიცვას. მე ძალიან გაწბილებული ვარ იმით, რაც "ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. მანამდე არსებული 9 წელიც სათავისოდ გამოიყენა, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები თავის იარაღად აქცია.

ამ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ ძალები არ გავაერთიანეთ, ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ. ნიკა გვარამიას არ უნდა ვუყუროთ ისე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს. ის წიგნიერი, განათლებული ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის კარგი აკეთოს. მეც მაქვს ჩემი წარსული, რომელსაც ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ იმ პოლიტიკური შეცდომების გამო, რომელთა თანაზიარიც გავხდი, სახლში უნდა წავიდე. ჩემი აზრით, მეტი ვალდებულება მაქვს, რომ აქტიური ვიყო და სამოქალაქო პოზიცია მქონდეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, პარტია "ახალს“ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა არ აკმაყოფილებს და ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"მე ნიკა გვარამიას ვენდობი. ვისაც გამარჯვება და ცვლილებები უნდა, მჯერა, რომ ის ამომრჩეველი ჩვენს პარტიაში მიზიდულობის ძალას დაინახავს, რადგან ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ გვინდა, გვინდა გამარჯვება იმისთვის, რომ საქართველო ისტორიის არასწორ მხარეს არ ჩარჩეს. ახლა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არასწორ მხარესაა, რაც ჩვენმა და ჩემმა შეცდომებმაც განაპირობა. მგონია, რომ ერთიანობა მთავარი ნაწილია იმ ფორმულის, რასაც გამარჯვება ჰქვია. ამისთვის უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში.