პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ, ზურაბ ადეიშვილი დღეს შესაძლოა, საქართველოს პრემიერიც ყოფილიყო... ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ..." - რას იხსენებს ხუხაშვილი
"ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ, ზურაბ ადეიშვილი დღეს შესაძლოა, საქართველოს პრემიერიც ყოფილიყო... ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ..." - რას იხსენებს ხუხაშვილი

გთა­ვა­ზობთ ეპი­ზოდს ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" 11 მარ­ტის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდი აჟი­ო­ტა­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა და ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ბუნ­დეს­ტაგ­ში ყოფ­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, ადე­იშ­ვი­ლი ბუნ­დეს­ტაგ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რო­გორც უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი და ეს ფაქ­ტი არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას. სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში არ არ­სე­ბობ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იმი­სათ­ვის, რომ მის­თვის აეკ­რძა­ლათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი­ყო ისე­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ადე­იშ­ვილს ასე მარ­ტი­ვად არ შე­ეძ­ლოს მი­მოს­ვლა ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში?

- იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს სტა­ტუს-კვო ურ­ჩევ­ნია, აქ ადე­იშ­ვი­ლი არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, აგერ შო­რი­დან ემუქ­რე­ბი­ან და ისევ ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ორს ლან­ძღა­ვენ. მათ ადე­იშ­ვი­ლი პრო­პა­გან­დის­თვის სჭირ­დე­ბათ, ისე­ვე, რო­გორც სჭირ­დე­ბო­დათ უცხო­ეთ­ში მყო­ფი მიშა, რათა მგე­ლი მო­დი­სო ეძა­ხათ და ხალ­ხი შე­ე­ში­ნე­ბი­ნათ. მერე შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ კარ­გა ხანს კი იხე­ი­რეს ამის ძა­ხი­ლით. თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ საკ­მა­რი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნათ და ადე­იშ­ვი­ლი დღემ­დე წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნილ­თა სი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ა­კე­თეს, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის აცხა­დე­ბენ მონ­სტრად. და­კა­ვე­ბუ­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც კი არ წა­რუდ­გი­ნეს საფ­რან­გეთს და ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... ახლა კი დგას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და დღე­და­ღამ ლან­ძღავს, დამ­ნა­შა­ვედ აცხა­დებს.

  • ახლა რა­საც გე­ტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურ­მოკ­რულს არ ვამ­ბობ - პი­რა­დად ჩემ­თვის ივა­ნიშ­ვილს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, ადე­იშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია, ხომ არ გვე­ლა­პა­რა­კა მას­თან და ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც ხომ არ მოგ­ვეწ­ვი­აო. მე და რამ­დე­ნი­მე კაცი წა­ვე­დით სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი, რად­გან დამ­ნა­შა­ვედ მიგ­ვაჩ­ნდა.

ჩვენ რომ დავ­თან­ხმე­ბო­დით, ადე­იშ­ვი­ლი დღეს, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც ყო­ფი­ლი­ყო. ბი­ძი­ნას ხომ ეს პო­ლი­ტი­კა ჰქონ­და, მზად იყო ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ძი­რა­ლა ჩა­ე­ხუ­ტე­ბი­ნა გულ­ში, ვინც კი მი­შას შე­ა­გი­ნებ­და და ბი­ძი­ნას ერ­თგუ­ლე­ბას შეჰ­ფი­ცებ­და. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ ადე­იშ­ვილს კი აცხა­დე­ბენ დამ­ნა­შა­ვედ, მაგ­რამ ადე­იშ­ვი­ლის ბარ­ტყე­ბი, მთე­ლი მისი შექ­მნი­ლი სის­ტე­მა, კო­ლექ­ტი­ურ მუ­რუ­სი­ძეს რომ ვუ­წო­დებთ, მისი გა­მოზ­რდი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბით და პრო­კუ­რო­რე­ბით, ახლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბურ­ჯი არ არის? ისი­ნი მარ­თა­ვენ დღეს სის­ტე­მას.

- მინ­და ოპო­ზი­ცი­ა­ზეც ვი­სა­უბ­როთ. ამ ფლანგზე პრო­ცე­სე­ბი თუ ისევ ასე მდო­რედ წა­რი­მარ­თა, შე­საძ­ლოა მარ­თლაც ახ­დეს კო­ბა­ხი­ძის ნათ­ქვა­მი, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებ­თო.

- ოპო­ზი­ცია კი არის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს კარ­გი პო­ზი­ცი­ე­ბი. კი, ოპო­ზი­ცი­ას არა აქვს მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რაა დიდი. ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ არა აქვს მო­მავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი, ანუ არ­ჩე­ვა­ნი კვლა­ვაც ცუდ­სა და უა­რესს შო­რის უწევთ. ელექ­ტო­რა­ტის 40%-ზე მეტს "ნაცქო­ცუ­რი" სიმ­ბი­ო­ზის მიღ­მა სურს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრებს ეძებს.

ამ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ცენ­ტრებს შან­სი ძა­ლი­ან დიდი აქვთ, მაგ­რამ ელექ­ტო­რა­ტის გან­წყო­ბე­ბის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებს სჭირ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა, რა­ზეც ისი­ნი უარს აცხა­დე­ბენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მუ­შა­ო­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პენსიონერი 75 წლის
0

10000% ბიძინას უყვარს ტრიუკაჩები და ადეიშვილი უნიჭიერესი ა და ტრიუკებსაც კარგად შუსრულებდა ვერ მიართვეს!!! ყველამ იცის რომ ბიძინას ვანო მერაბიშვილიც მოწონდა და ადეიშვილიც სააკაშვილმა იცოდა კარგად "ტვინების" შერჩევა ხოდა იფაფხურეთ ახლა თქვენი ზრქუა- ოდიშრიებით და წილოსნებით თქვენ გაიხარეთ ტაში...ისე წილოსანის შვილი ირყვნება ევროპაში და საჩქაროდ ჩამოიყვანეთ.

გოჩა
1

ჩაშვებას არა ვართ 

ავტორი:

"ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ, ზურაბ ადეიშვილი დღეს შესაძლოა, საქართველოს პრემიერიც ყოფილიყო... ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ..." - რას იხსენებს ხუხაშვილი

"ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ, ზურაბ ადეიშვილი დღეს შესაძლოა, საქართველოს პრემიერიც ყოფილიყო... ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ..." - რას იხსენებს ხუხაშვილი

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 11 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

- ჩვენი ხელისუფლება დიდი აჟიოტაჟით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას. საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობას. საელჩოს განცხადებით, გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში შექმნილიყო ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომ ადეიშვილს ასე მარტივად არ შეეძლოს მიმოსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში?

- იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს სტატუს-კვო ურჩევნია, აქ ადეიშვილი არაფერში სჭირდება. სამაგიეროდ, აგერ შორიდან ემუქრებიან და ისევ ჩვენს დასავლელ პარტნიორს ლანძღავენ. მათ ადეიშვილი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, ისევე, როგორც სჭირდებოდათ უცხოეთში მყოფი მიშა, რათა მგელი მოდისო ეძახათ და ხალხი შეეშინებინათ. მერე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ კარგა ხანს კი იხეირეს ამის ძახილით. თავის დროზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ საკმარისი საერთაშორისო სტანდარტის მტკიცებულებები წარედგინათ და ადეიშვილი დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად არ გააკეთეს, შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის აცხადებენ მონსტრად. დაკავებული კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებებიც კი არ წარუდგინეს საფრანგეთს და ის გაათავისუფლეს... ახლა კი დგას "ქართული ოცნება" და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს.

  • ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ - პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა.

ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს, შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილი მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას.

- მინდა ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. ამ ფლანგზე პროცესები თუ ისევ ასე მდორედ წარიმართა, შესაძლოა მართლაც ახდეს კობახიძის ნათქვამი, მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გავიმარჯვებთო.

- ოპოზიცია კი არის სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ არც ხელისუფლებას აქვს კარგი პოზიციები. კი, ოპოზიციას არა აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არც ხელისუფლების მხარდაჭერაა დიდი. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არა აქვს მომავლის არჩევანი, ანუ არჩევანი კვლავაც ცუდსა და უარესს შორის უწევთ. ელექტორატის 40%-ზე მეტს "ნაცქოცური" სიმბიოზის მიღმა სურს არჩევანის გაკეთება, შესაბამისად, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს ეძებს.

ამ ალტერნატიულ ცენტრებს შანსი ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ელექტორატის განწყობების კაპიტალიზაციისთვის ოპოზიციურ ძალებს სჭირდებათ მუშაობა, რაზეც ისინი უარს აცხადებენ, ფაქტობრივად, არ მუშაობენ...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: