პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლის ძიება დედამიწის მიღმა: მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"
სიცოცხლის ძიება დედამიწის მიღმა: მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წის მიღ­მა, ამ თე­მა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ამ დრომ­დე სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი არ აქვთ. ახ­ლა­ხან მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ფა­რუ­ლია ღრმა­წყლო­ვა­ნი, მდუ­ღა­რე ოკე­ა­ნით. ას­ტრო­ნო­მე­ბის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არის თუა არა იქ სა­სი­ცო­ცხლო პი­რო­ბე­ბი.

"ამ­გვა­რი აღ­მო­ჩე­ნა არის წინსვლა დე­და­მი­წის მიღ­მა სი­ცო­ცხლის პი­რო­ბე­ბის ძი­ე­ბის გზა­ზე", - წერს The Guardian.

NASA-ს ჯე­იმს უე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის დაკ­ვირ­ვე­ბით, პლა­ნე­ტა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია წყლის ორ­თქლი და მე­თა­ნი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ქი­მი­უ­რი ნიშ­ნე­ბი. ახა­ლი პლა­ნე­ტა ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა დე­და­მი­წას და ჩვენ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 70 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქი­მი­უ­რი ნა­რე­ვი მი­ე­კუთ­ვნე­ბა წყლის სამ­ყა­როს, და გვხვდე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ატ­მოს­ფე­რო მდი­და­რია წყალ­ბა­დით.

"ოკე­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს 100 გრა­დუს ცელ­სი­უსს ან მეტს“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ნიკუ მად­ჰუ­სუდ­ჰა­ნი, რო­მე­ლიც კვლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მისი თქმით, მა­ღა­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის გამო, ოკე­ა­ნე შე­საძ­ლოა თხე­ვა­დი იყოს.

ამავდრო­უ­ლად, ამ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უარ­ყოფს კა­ნა­დელ მეც­ნი­ერ­თა გუნ­დი, რო­მელ­მაც ჩა­ა­ტა­რა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი იმა­ვე ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა­ზე. მათი თქმი­თაც, პლა­ნე­ტა­ზე მსგავ­სი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ქი­მი­კა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი პლა­ნე­ტა წყლის არ­სე­ბო­ბის­თვის ზედ­მე­ტად ცხე­ლია და ამის ნაც­ვლად ექ­ნე­ბა კლდო­ვა­ნი ზე­და­პი­რი წყალ­ბა­დი­სა და წყლის ორ­თქლის დიდი, მკვრი­ვი ატ­მოს­ფე­რო­თი.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის რო­მე­ლი გუნ­დია მარ­თა­ლი, ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ჯე­იმს უე­ბის ტე­ლეს­კო­პი გვაწ­ვდის მზის სის­ტე­მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის ბუ­ნე­ბა­ზე უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ტე­ლეს­კო­პი იჭერს ვარ­სკვლა­ვურ შუქს, რო­მე­ლიც გა­ფილტრუ­ლია ორ­ბი­ტა­ზე მოძ­რა­ვი პლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში, რათა მოხ­დეს არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის დე­ტა­ლუ­რი დაშ­ლა. აქე­დან, ას­ტრო­ნო­მებს შე­უძ­ლი­ათ შექ­მნან პლა­ნე­ტის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის სუ­რა­თი და გა­არ­კვი­ონ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა აღ­ნიშ­ნულ პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nk
3

ნეტა ხინკალი მაიხარშება მანდ ადუღებულ ოკეანეში?

კობა
1

კი ნამყოფი ვარ მანდ,გოგირდის წყლებია ,ცხელი,იმიტომ ასდის ბოლი.აი ჩვენთან როა,გოგირდის აბანოები, მაგდაგვარია,ოღონდ ღია.მააშ.მექისე არ ყავთ ჯერ.

ავტორი:

სიცოცხლის ძიება დედამიწის მიღმა: მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"

სიცოცხლის ძიება დედამიწის მიღმა: მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა "მდუღარე ოკეანით"

შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა, ამ თემაზე მეცნიერები საუკუნეებია მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე საბოლოო პასუხი არ აქვთ. ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს შორეული პლანეტა, რომელიც დიდი ალბათობით, დაფარულია ღრმაწყლოვანი, მდუღარე ოკეანით. ასტრონომების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუა არა იქ სასიცოცხლო პირობები.

"ამგვარი აღმოჩენა არის წინსვლა დედამიწის მიღმა სიცოცხლის პირობების ძიების გზაზე", - წერს The Guardian.

NASA-ს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებით, პლანეტაზე აღმოჩენილია წყლის ორთქლი და მეთანისა და ნახშირორჟანგის ქიმიური ნიშნები. ახალი პლანეტა ორჯერ აღემატება დედამიწას და ჩვენგან დაახლოებით 70 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული ქიმიური ნარევი მიეკუთვნება წყლის სამყაროს, და გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც ატმოსფერო მდიდარია წყალბადით.

"ოკეანის ტემპერატურა შეიძლება აღწევდეს 100 გრადუს ცელსიუსს ან მეტს“, - ამბობს პროფესორი ნიკუ მადჰუსუდჰანი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, მაღალი ატმოსფერული წნევის გამო, ოკეანე შესაძლოა თხევადი იყოს.

ამავდროულად, ამ ინტერპრეტაციას უარყოფს კანადელ მეცნიერთა გუნდი, რომელმაც ჩაატარა დამატებითი კვლევები იმავე ეგზოპლანეტაზე. მათი თქმითაც, პლანეტაზე მსგავსი ატმოსფერული ქიმიკატები აღმოაჩინეს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ასეთი პლანეტა წყლის არსებობისთვის ზედმეტად ცხელია და ამის ნაცვლად ექნება კლდოვანი ზედაპირი წყალბადისა და წყლის ორთქლის დიდი, მკვრივი ატმოსფეროთი.

არ აქვს მნიშვნელობა მეცნიერების რომელი გუნდია მართალი, ამ ამბავში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ჯეიმს უების ტელესკოპი გვაწვდის მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების ბუნებაზე უამრავ ინფორმაციას. ტელესკოპი იჭერს ვარსკვლავურ შუქს, რომელიც გაფილტრულია ორბიტაზე მოძრავი პლანეტების ატმოსფეროში, რათა მოხდეს არსებული ქიმიური ელემენტების დეტალური დაშლა. აქედან, ასტრონომებს შეუძლიათ შექმნან პლანეტის ზედაპირზე არსებული პირობების სურათი და გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა.