სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა" - რატი ბრეგაძე პრემიერზე
"გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა" - რატი ბრეგაძე პრემიერზე

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, რო­გორც მი­ნის­ტრე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე, ასე­ვე მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე - რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას, გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი, საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა შე­საძ­ლო სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ის არის გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შე, სწო­რედ, ამი­ტომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, სა­დაც მისი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ისიც იქ იქ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­კად­რო სა­კი­თხებს, ამა­ზე პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას, გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი, საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ამის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და მე მეტს ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბარს არ ვა­პი­რებ. ვმუ­შა­ობთ, გვაქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

მე ამ გუნ­დის წევ­რი 2011 წლი­დან ვარ და გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შე ვარ, სა­დაც არის ხოლ­მე სა­ჭი­რო­ე­ბა ვარ იქ, ჩემი ცოდ­ნით და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით. მე მეს­მის თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ჩემს მი­მართ, თუ რა­ტომ არის ასე­თი მძაფ­რი ხოლ­მე. მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­ტომ არის მძაფ­რი და რა­ტომ არის ხში­რად ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი - არის იმი­ტომ, რომ გარ­კვე­ულ დიდ გეგ­მებს, რაც ჰქონ­და ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი იყო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ხელი შე­ე­შა­ლა.

კვლავ ვი­მე­ო­რებ, ამ გუნ­დის წევ­რი 2011 წლი­დან ვარ, მი­მუ­შა­ვია სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში, ამ­ჟა­მად, ვმუ­შა­ობ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ უნდა გი­პა­სუ­ხოთ. ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი არის დრო­ე­ბი­თი, თქვენც შე­იძ­ლე­ბა სხვა არხზე აღ­მოჩ­ნდეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დას­ჭირ­და, რომ სხვა სფე­რო გა­აძ­ლი­ე­როს, მზად იქ­ნე­ბა, რომ მი­ნის­ტრო­ბა დათ­მოს, ბრე­გა­ძე ამ­ბობს, რომ „რა თქმა უნდა“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გური
2

ისეთივე როგორც თავის დროზე გქონდათ სალოსთა,გახარიასთან,ბესელიასთან უსუფასთან,მარგველასთან...თქვენი აღარაფერი აღარ დაიჯერება,თქვე პროვინციელო ჩიტოებო,თქვენა..

ოთარი
3

ესენი რომ გულაობენ ამ ქვეყანაში ისე არავის, არასდროს უგულავია, პატრონიანად!-- დაიტაცეს ყველაფერი, ყველგან

ავტორი:

"გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა" - რატი ბრეგაძე პრემიერზე

"გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა" - რატი ბრეგაძე პრემიერზე

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მინისტრების დანიშვნაზე, ასევე მათ გათავისუფლებაზე - რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე.

მისივე თქმით, ის არის გუნდური მოთამაშე, სწორედ, ამიტომ „ქართულ ოცნებას“, სადაც მისი ცოდნა და გამოცდილება დასჭირდება, ისიც იქ იქნება.

"რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. თავად პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ. ვმუშაობთ, გვაქვს ჩვეულებრივი კონსტრუქციული, კარგი თანამშრომლობა.

მე ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ და გუნდური მოთამაშე ვარ, სადაც არის ხოლმე საჭიროება ვარ იქ, ჩემი ცოდნით და ჩემი გამოცდილებით. მე მესმის თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულად ჩემს მიმართ, თუ რატომ არის ასეთი მძაფრი ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება რატომ არის მძაფრი და რატომ არის ხშირად ამ თემაზე საუბარი - არის იმიტომ, რომ გარკვეულ დიდ გეგმებს, რაც ჰქონდა ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ხელი შეეშალა.

კვლავ ვიმეორებ, ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ, მიმუშავია სხვადასხვა სამსახურში, ამჟამად, ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და მომავალში რა იქნება ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად როგორ უნდა გიპასუხოთ. ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი, თქვენც შეიძლება სხვა არხზე აღმოჩნდეთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, რომ სხვა სფერო გააძლიეროს, მზად იქნება, რომ მინისტრობა დათმოს, ბრეგაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა“.