საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა ცნობილ მეუღლესთან ერთად
როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა ცნობილ მეუღლესთან ერთად

მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე 11 წლის წინ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­დან გა­იც­ნეს. მრა­ვალ­მხრი­ვი­ად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ლი­ტა პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ლე­ვე გახ­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა... ცოტა ხან­ში ოჯა­ხიც შექ­მნა, მისი მე­უღ­ლე იმ­ხა­ნად იუ­მო­რის­ტი (იმა­ვე შო­უ­დან) და უმე­ტე­სად, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რია, რო­მელ­მაც სა­ლი­ტას ხელი სთხო­ვა.

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მა­ლე­ვე გაქ­რა. რას საქ­მი­ა­ნობს, დროს რას უთ­მობს, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე დღეს, რომ­ლის ვი­დე­ოც ცოტა ხნის წინ "ტიკ-ტოკ­ზეც" გა­მოჩ­ნდა და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ჩემი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც დე­დო­ბაა, ოჯა­ხი, დროს ამას ვუთ­მობ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც მო­ვი­ცა­ლო. გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ და ამ 11-12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბას "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ვსწავ­ლობ­დი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­სი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვას­რუ­ლე. ესაა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მუ­სი­კა­ში, რაც შე­და­რე­ბით ახა­ლი ფა­კულ­ტე­ტია, რო­გორც კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ის და­ა­მა­ტეს, მა­შინ­ვე ჩა­ვა­ბა­რე. სულ მინ­დო­და მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით მეტი გა­ნათ­ლე­ბა მქო­ნო­და. ასე­ვე უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლიც გავ­ხდი, ანუ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ვი­პო­ვე და შე­მიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბა ვას­წავ­ლო.

- მუ­სი­კა ვახ­სე­ნეთ და რო­გორც ვიცი, კარ­გად მღე­რი...

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი და აქ­ტი­უ­რი ვარ ამ სფე­რო­ში... გარ­და ამი­სა, უამ­რა­ვი ჰობი მაქვს, ჯერ ვტკბე­ბი ამ ყვე­ლაფ­რით და მათ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუდ­გე­ბი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბაა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. ამ მხრივ უნდა ვი­აქ­ტი­უ­რო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვხვდე­ბი, მსგავს ხე­ლოვ­ნე­ბას­თან წვდო­მა ადა­მი­ა­ნებს აქ­ტი­უ­რად არ აქვთ. არა­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო დარ­გია. თა­ვა­დაც ვქმნი, კე­რა­მი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მი­ზი­დავს პო­ლი­მე­რუ­ლი თიხა და ეს ორი­ვე დარ­გი შეს­წავ­ლი­ლი მაქვს. მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას არ ვა­პი­რებ და ამით თა­ვის შე­ზღუდ­ვას, რა­საც ვა­კე­თებ­დი აქამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­ვა­ჩენ.

სა­ლი­ტა წლე­ბის წინ

- "ადა­მი­ა­ნი-ან­სამ­ბლი" გა­მო­დი­ხართ...

- ასე გა­მო­დის... რო­დე­საც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რობ, შე­დე­გი მა­ლე­ვე მო­დის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბევრ რა­ღა­ცას რომ მო­ე­დე­ბი, დრო­ში იწე­ლე­ბა და შე­დე­გი გვი­ან დგე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა ვი­ზა­ჟი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, ისე, ეს სფე­როც ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა, მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ კარ­გად გა­მოგ­დი­სო და ცოტა გავ­თა­მამ­დი.

სა­ლი­ტას ნა­მუ­შევ­რე­ბი

- რო­გორც ჩანს, ხა­ტავთ კი­დეც?

- კი, ვხა­ტავ, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მა­ინც სიმ­ღე­რა და სცე­ნა­ზე დგო­მაა. ამ კუ­თხი­თაც რა­ღა­ცებს ვა­პი­რებ. მი­მაჩ­ნია, რომ რი­თაც ხარ სამ­ყა­როს­გან, ღმერ­თის­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ის უნდა გა­ნა­ვი­თა­რო. უარი არ უნდა თქვა, რად­გა­ნაც უმა­დუ­რო­ბა გა­მო­დის. ამა თუ იმ ნი­ჭით როცა იბა­დე­ბი, გა­სა­ქა­ნი უნა­რებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მის­ცე. მით უმე­ტეს, რომ ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს ხოლ­მე სცე­ნა­ზე, ვთქვათ, ჩემს გა­მოს­ვლას, სიმ­ღე­რას. თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ყო­ველ­თვის მა­ყუ­რე­ბელს. არ მაქვს უფ­ლე­ბა, ჩემ­სას არ ვე­ცა­დო...

სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძის დღე­ვან­დე­ლო­ბა

- "თქვე­ნი შოუ" იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტი, სა­დაც გა­მოჩ­ნდით სა­ო­ცა­რი ხმით, გა­რეგ­ნო­ბით და ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ეთ. პო­პუ­ლა­რო­ბაც მალე მო­ვი­და. დღემ­დე მოგ­ყვე­ბათ ის წლე­ბი?

- ერთი წელი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მცი­რე დროა იმის­თვის, რომ თავი და­იმ­კვიდ­რო, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმ ერთი წლი­სა, ყო­ველ­თვის ყველ­გან მა­ინც მცნო­ბენ, ძა­ლი­ან დიდ სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე თით­ქმის არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ვინ­მეს ვერ ვე­ცა­ნი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის ერთი წელი ამ კუ­თხით სა­ო­ცა­რი ნახ­ტო­მი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა მო­მი­წევ­და, რად­გა­ნაც სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ვა­ჩი­ნო. მოკ­ლედ, მე­გო­ნა, ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დი, მაგ­რამ მე­გობ­რის მიერ ჩემ­თვის გა­და­ღე­ბულ­მა ვი­დე­ომ და შემ­დეგ "ტიკ-ტოკ­ზე" ატ­ვირ­თულ­მა, ისე­თი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია და ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვერ ვი­ჯე­რებ­დი...

- რა ვი­დე­ო­ზეა სა­უ­ბა­რი?

- გა­და­ღე­ბა იყო, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი გვირ­გვი­ნი და სა­ყუ­რე­ე­ბი, ბე­ჭე­დი მე­კე­თა. მინ­დო­და, გა­და­მე­ღო. მე­გო­ნა, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა იყო და ვი­დეო გა­და­უ­ღია. თან, მა­შინ­ვე "ტიკ-ტოკ­ზე“ ატ­ვირ­თა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­დეო "გა­ვარ­და" და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც წა­ვი­კი­თხე, მათ­ში ერთი ვერ ვი­პო­ვე ისე­თი, რომ ვინ­მეს­გან და­გიც­ვა ან გა­მო­გე­სარ­ჩლოო - მე­გო­ბარ­მა მი­თხრა. გა­მი­ხარ­და ძა­ლი­ან. ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ.

"მე­გო­ნა, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა იყო და ვი­დეო გა­და­უ­ღია. თან, მა­შინ­ვე "ტიკ-ტოკ­ზე“ ატ­ვირ­თა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­დეო "გა­ვარ­და"

- ალ­ბათ გწერ­დნენ, რომ გა­აქ­ტი­ურ­დი­თო...

- რო­გორც წესი, ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ ცდი­ლო­ბენ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას და აქ პი­რი­ქი­თაა, მო­თხოვ­ნაა, რომ გა­ვაქ­ტი­ურ­დე და რა­ტო­მაც არ უნდა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო მათი მო­თხოვ­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არის სურ­ვი­ლი და მეც თავს მხო­ლოდ ერთი კუ­თხით არ შე­ვი­ზღუ­დავ. რაც აქამ­დე მის­წავ­ლია, გა­მი­კე­თე­ბია, შე­მის­წავ­ლია, ყვე­ლა­ფერს სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვა­წო­დებ მა­ყუ­რე­ბელს - ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

- იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ში მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა გუნ­დი­დან აღ­მოჩ­ნდით, იუ­მო­რი უცხო არ არის თქვენ­თვის, ამ კუ­თხით არ ფიქ­რობთ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას?

- რა­ტო­მაც არა, ადა­მი­ა­ნი ღია უნდა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლის მი­მართ. თუკი იქ­ნე­ბა მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ან რა­ღაც პრო­ექ­ტი, არც ამა­ზე ვი­ტყვი უარს... ზო­გა­დად, იუ­მორს რაც შე­ე­ხე­ბა, სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ჩემი სკო­ლის "კა­ვე­ე­ნის" გუნ­დის კა­პი­ტა­ნი რომ ვი­ყა­ვი. სა­ჩხე­რე­ში მთე­ლი იმე­რე­თის მას­შტა­ბით ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ სფე­რო­თი და­ვინ­ტე­რეს­დი, ვი­ფიქ­რე, აქ აქ­ტი­უ­რო­ბა უინ­ტე­რე­სო არ უნდა იყოს-მეთ­ქი და მერე „თსუ“-ს კა­ვე­ენ­ში აღ­მოვ­ჩნდი. იქი­დან კი უკვე "რუს­თა­ვი 2“-ზე.

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის შო­უ­ე­ბი­დან არ ყო­ფი­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, ძი­რი­თა­დი დრო ბავ­შვე­ბის­თვის და­მეთ­მო. აქამ­დე ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და მინ­დო­და, მათ გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახლა ცოტა წა­მო­ი­ზარ­დნენ და შე­მიძ­ლია, ცოტა ვდის­ტან­ცირ­დე.

- თუკი ეთერ­ში ხე­ლის თხოვ­ნას გა­ვიხ­სე­ნებთ, რა იყო ეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რე­ა­ლუ­რად გი­ორ­გის­გან ხე­ლის თხოვ­ნა იყო კონ­ცერ­ტზე, ბორ­ჯომ­ში. გა­და­ცე­მის ამ­ბა­ვი კი ასე იყო - ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ლექ­სის კი­თხვა, იმ ლექსზე გული ამი­ჩუყ­და, მერე ბი­ჭე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა, რომ უბ­რა­ლოდ ეს მათ­გან ჩემი მხარ­და­ჭე­რა, სი­ურპრი­ზი იყო, მაგ­რამ ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ გი­ორ­გიმ ხელი მთხო­ვა.

- უკვე რამ­დე­ნი ხნია ოჯა­ხი გაქვთ?

- თერ­თმე­ტი წე­ლია. გი­ორ­გის­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია, სრუ­ლი­ად მისი სივ­რცეა. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მაა.

- გი­ორ­გიც აღარ ჩანს ტე­ლე­ვი­ზი­ით. რას საქ­მი­ა­ნობს?

- გი­ორ­გი აკა­დე­მი­ურ სფე­რო­შია, ლექ­ტო­რია სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ძი­რი­თა­დად ამ საქ­მი­ა­ნო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

- მისი ცნო­ბი­ლი პა­რო­დია მი­ძი­ნე­ბუ­ლია?

- ამ ეტაპ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რომ კი.

- ბავ­შვე­ბიც გაგ­ვა­ცა­ნით?

- უფ­რო­სი გაბ­რი­ე­ლი 10 წლის არის, უმ­ცრო­სი გო­გო­ნა, ალექ­სან­დრა - 5 წლის. გაბ­რი­ე­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. პე­რი­ო­დუ­ლად უც­ნა­ურ და სხვა­დას­ხვა ნიჭს ავ­ლენს. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვია. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, მო­წი­ნა­ვე მოს­წავ­ლეა. მისი პრო­ექ­ტე­ბი და გა­კე­თე­ბუ­ლი ანი­მა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. შე­მეც­ნე­ბი­თი ანი­მა­ცი­ე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, არ­გო­ნავ­ტებ­ზე და სხვა­დას­ხვა მით­ზე აკე­თებს სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში ანი­მა­ცი­ებს. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. გო­გო­ნა არის უსაყ­ვარ­ლე­სი, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ექ­ტებ­ზე ვერ მუ­შა­ობს (ღი­მი­ლით), მაგ­რამ ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი იმ­ხე­ლა სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ას­ხი­ვებს, უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რია ჩემ­თვის. ჩემ­ზე ძა­ლი­ან არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სულ ერ­თად ვართ. თვალს რო­გორც მოვ­შორ­დე­ბი, მა­შინ­ვე დე­დი­კოს ეძებს.

- ის პო­პუ­ლა­რო­ბა რომ არ მო­სუ­ლი­ყო, რაც მა­შინ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ვი­და, რა იქ­ნე­ბო­და დღეს?

- ჩემი აზ­რით „კა­ვე­ე­ნი“ და იუ­მო­რის სფე­რო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც ვეც­დე­ბო­დი და ვცდი­ლობ­დი, ჩემი თავი მხო­ლოდ სიმ­ღე­რის კუ­თხით წარ­მო­მე­ჩი­ნა. სცე­ნის­კენ მი­ვი­წევ­დი. ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დი, არ არ­სე­ბობს, მუ­სი­კას ჩემ­თვის მშვი­დად და წყნა­რად ჩა­ევ­ლო. არას­დროს გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. უამ­რა­ვი ჯილ­დო მაქვს, ბევრ კონ­კურ­სზე გავ­სულ­ვარ, კარ­გი შე­დე­გით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მერე ამ­ბი­ცი­ას გი­ჩენს, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნო. რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში მა­ინც მოვ­ხვდე­ბო­დი, თუ პრო­ექ­ტში არა, ჯგუ­ფი მყავ­და. რო­კჯ­გუ­ფი და ჩვენ მა­ინც გა­ვა­კე­თებ­დით რა­მეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იუ­მო­რი არ იქ­ნე­ბო­და, ამ მხრივ მა­ინც და­ვიმ­კვიდ­რებ­დი თავს. ვეც­დე­ბი, ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­აქ­ტი­უ­რო.

მად­ლო­ბა, რომ გა­მო­მეხ­მა­უ­რეთ. 12 წლის მერე რომ გა­გახ­სენ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნი, მად­ლო­ბა უნდა უთხრა, აბა, რა უნდა ქნა?!. თქვენც და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გიხ­დით მად­ლო­ბას. მად­ლო­ბა, ვი­საც ერთხელ მა­ინც გავ­ხსე­ნე­ბი­ვარ, ინ­ტე­რე­სი გა­მო­უ­ჩე­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მი­აქ­ტი­უ­რია, არ­სად გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, ბევ­რი მწერს, რომ ხში­რად გამ­ხსე­ნე­ბი­ხარ, მი­ფიქ­რია, ნე­ტავ, სად არის, რას აკე­თებ­სო? ახლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმ­ხე­ლა სტი­მუ­ლი მომ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას და­უბ­რუნ­დე­ბა ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუხია
7

გიორგიც მაგარი პაროდისტია და როგორ დაიკარგა

კარლიტო
1

😎ხო მეც მახსოვს, კაი მხიარული პარაა....მეგონა ემიგრაციაᲨი 😁 მდაა ესეც ახალგაზრდობაა 🍻

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა ცნობილ მეუღლესთან ერთად

როგორ ცხოვრობს ეკრანებიდან 11 წლის წინ გაუჩინარებული სალიტა ჩუბინიძე - ერთ დროს პოპულარული გოგონას დღევანდელობა ცნობილ მეუღლესთან ერთად

მშვენიერი გარეგნობის, ნიჭიერი გოგონა სალიტა ჩუბინიძე 11 წლის წინ იუმორისტული შოუდან გაიცნეს. მრავალმხრივიად საინტერესო სალიტა პოპულარული მალევე გახდა. მაყურებელმა შეიყვარა... ცოტა ხანში ოჯახიც შექმნა, მისი მეუღლე იმხანად იუმორისტი (იმავე შოუდან) და უმეტესად, პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი გიორგი აფციაურია, რომელმაც სალიტას ხელი სთხოვა.

დაქორწინების შემდეგ წყვილი ტელეეკრანიდან მალევე გაქრა. რას საქმიანობს, დროს რას უთმობს, რით არის დაკავებული სალიტა ჩუბინიძე დღეს, რომლის ვიდეოც ცოტა ხნის წინ "ტიკ-ტოკზეც" გამოჩნდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ ყველაფერზე პასუხს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ჩემი დღევანდელი საქმიანობა მაინც დედობაა, ოჯახი, დროს ამას ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავისთვისაც მოვიცალო. განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ და ამ 11-12 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე. ხელოვნებათმცოდნეობას "ჯავახიშვილში" ვსწავლობდი და კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, რაც შედარებით ახალი ფაკულტეტია, როგორც კი კონსერვატორიაში ის დაამატეს, მაშინვე ჩავაბარე. სულ მინდოდა მუსიკალური კუთხით მეტი განათლება მქონოდა. ასევე უფროსი მასწავლებელიც გავხდი, ანუ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოვიპოვე და შემიძლია ხელოვნებათმცოდნეობა ვასწავლო.

- მუსიკა ვახსენეთ და როგორც ვიცი, კარგად მღერი...

- ბავშვობიდან ვმღერი და აქტიური ვარ ამ სფეროში... გარდა ამისა, უამრავი ჰობი მაქვს, ჯერ ვტკბები ამ ყველაფრით და მათ სერიოზულად არ ვუდგები. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გატაცებაა მინიატურული ხელოვნება. ამ მხრივ უნდა ვიაქტიურო, რადგან საქართველოში, როგორც ვხვდები, მსგავს ხელოვნებასთან წვდომა ადამიანებს აქტიურად არ აქვთ. არადა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დარგია. თავადაც ვქმნი, კერამიკული ხელოვნებითაც ვარ გატაცებული, მიზიდავს პოლიმერული თიხა და ეს ორივე დარგი შესწავლილი მაქვს. მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარებას არ ვაპირებ და ამით თავის შეზღუდვას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, აუცილებლად წარმოვაჩენ.

სალიტა წლების წინ

- "ადამიანი-ანსამბლი" გამოდიხართ...

- ასე გამოდის... როდესაც ერთი მიმართულებით აქტიურობ, შედეგი მალევე მოდის. ამ შემთხვევაში, ბევრ რაღაცას რომ მოედები, დროში იწელება და შედეგი გვიან დგება... წარმოიდგინეთ, ახლა ვიზაჟითაც დავინტერესდი, ისე, ეს სფეროც ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემმა ახლობლებმა, მეგობრებმა მითხრეს, რომ კარგად გამოგდისო და ცოტა გავთამამდი.

სალიტას ნამუშევრები

- როგორც ჩანს, ხატავთ კიდეც?

- კი, ვხატავ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე მაინც სიმღერა და სცენაზე დგომაა. ამ კუთხითაც რაღაცებს ვაპირებ. მიმაჩნია, რომ რითაც ხარ სამყაროსგან, ღმერთისგან დაჯილდოებული, ის უნდა განავითარო. უარი არ უნდა თქვა, რადგანაც უმადურობა გამოდის. ამა თუ იმ ნიჭით როცა იბადები, გასაქანი უნარებს აუცილებლად უნდა მისცე. მით უმეტეს, რომ ყოველთვის პოზიტიური გამოხმაურება აქვს ხოლმე სცენაზე, ვთქვათ, ჩემს გამოსვლას, სიმღერას. თბილი დამოკიდებულება აქვს ყოველთვის მაყურებელს. არ მაქვს უფლება, ჩემსას არ ვეცადო...

სალიტა ჩუბინიძის დღევანდელობა

- "თქვენი შოუ" იუმორისტული პროექტი, სადაც გამოჩნდით საოცარი ხმით, გარეგნობით და ყურადღება მიიქციეთ. პოპულარობაც მალე მოვიდა. დღემდე მოგყვებათ ის წლები?

- ერთი წელი ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრო, მით უმეტეს, საქართველოში. მიუხედავად იმ ერთი წლისა, ყოველთვის ყველგან მაინც მცნობენ, ძალიან დიდ სითბოს და ყურადღებას გამოხატავენ. ამ დროის მანძილზე თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ვერ ვეცანი. როგორც ირკვევა, ის ერთი წელი ამ კუთხით საოცარი ნახტომი აღმოჩნდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობდი, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევდა, რადგანაც სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინო. მოკლედ, მეგონა, ნულიდან ვიწყებდი, მაგრამ მეგობრის მიერ ჩემთვის გადაღებულმა ვიდეომ და შემდეგ "ტიკ-ტოკზე" ატვირთულმა, ისეთი ემოციები გამოიწვია და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ ვიჯერებდი...

- რა ვიდეოზეა საუბარი?

- გადაღება იყო, ჩემი გაკეთებული გვირგვინი და საყურეები, ბეჭედი მეკეთა. მინდოდა, გადამეღო. მეგონა, ფოტოგადაღება იყო და ვიდეო გადაუღია. თან, მაშინვე "ტიკ-ტოკზე“ ატვირთა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო "გავარდა" და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარები, რაც წავიკითხე, მათში ერთი ვერ ვიპოვე ისეთი, რომ ვინმესგან დაგიცვა ან გამოგესარჩლოო - მეგობარმა მითხრა. გამიხარდა ძალიან. ამისთვის მადლობელი ვარ.

"მეგონა, ფოტოგადაღება იყო და ვიდეო გადაუღია. თან, მაშინვე "ტიკ-ტოკზე“ ატვირთა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო "გავარდა"

- ალბათ გწერდნენ, რომ გააქტიურდითო...

- როგორც წესი, ადამიანები თვითონ ცდილობენ თავის დამკვიდრებას და აქ პირიქითაა, მოთხოვნაა, რომ გავაქტიურდე და რატომაც არ უნდა დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში არის სურვილი და მეც თავს მხოლოდ ერთი კუთხით არ შევიზღუდავ. რაც აქამდე მისწავლია, გამიკეთებია, შემისწავლია, ყველაფერს საინტერესოდ მივაწოდებ მაყურებელს - ბევრი მიმართულება იქნება.

- იუმორისტულ შოუში მხიარულთა და საზრიანთა გუნდიდან აღმოჩნდით, იუმორი უცხო არ არის თქვენთვის, ამ კუთხით არ ფიქრობთ გააქტიურებას?

- რატომაც არა, ადამიანი ღია უნდა იყოს ნებისმიერი სიახლის მიმართ. თუკი იქნება მსგავსი შემოთავაზება, ან რაღაც პროექტი, არც ამაზე ვიტყვი უარს... ზოგადად, იუმორს რაც შეეხება, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი სკოლის "კავეენის" გუნდის კაპიტანი რომ ვიყავი. საჩხერეში მთელი იმერეთის მასშტაბით ჩემპიონები გავხდით. იქიდან მოყოლებული ამ სფეროთი დავინტერესდი, ვიფიქრე, აქ აქტიურობა უინტერესო არ უნდა იყოს-მეთქი და მერე „თსუ“-ს კავეენში აღმოვჩნდი. იქიდან კი უკვე "რუსთავი 2“-ზე.

- ტელევიზიიდან ამ მიმართულების შოუებიდან არ ყოფილა შემოთავაზება?

- ყოფილა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება იყო, ძირითადი დრო ბავშვებისთვის დამეთმო. აქამდე ძალიან პატარები იყვნენ და მინდოდა, მათ გვერდით ვყოფილიყავი. ახლა ცოტა წამოიზარდნენ და შემიძლია, ცოტა ვდისტანცირდე.

- თუკი ეთერში ხელის თხოვნას გავიხსენებთ, რა იყო ეს თქვენს ცხოვრებაში?

- რეალურად გიორგისგან ხელის თხოვნა იყო კონცერტზე, ბორჯომში. გადაცემის ამბავი კი ასე იყო - ერთმა ადამიანმა დაიწყო ლექსის კითხვა, იმ ლექსზე გული ამიჩუყდა, მერე ბიჭები ყვავილებით რომ დავინახე, მეგონა, რომ უბრალოდ ეს მათგან ჩემი მხარდაჭერა, სიურპრიზი იყო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ გიორგიმ ხელი მთხოვა.

- უკვე რამდენი ხნია ოჯახი გაქვთ?

- თერთმეტი წელია. გიორგისთვის ოჯახი ყველაფერია, სრულიად მისი სივრცეა. ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის უდიდესი ბედნიერებაა. მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა.

- გიორგიც აღარ ჩანს ტელევიზიით. რას საქმიანობს?

- გიორგი აკადემიურ სფეროშია, ლექტორია სხვადასხვა უნივერსიტეტში და ძირითადად ამ საქმიანობით შემოიფარგლება.

- მისი ცნობილი პაროდია მიძინებულია?

- ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ კი.

- ბავშვებიც გაგვაცანით?

- უფროსი გაბრიელი 10 წლის არის, უმცროსი გოგონა, ალექსანდრა - 5 წლის. გაბრიელი ძალიან ნიჭიერია. პერიოდულად უცნაურ და სხვადასხვა ნიჭს ავლენს. საკმაოდ დამოუკიდებელი ბავშვია. ძალიან ჭკვიანია, მოწინავე მოსწავლეა. მისი პროექტები და გაკეთებული ანიმაციები ძალიან პოპულარულია. შემეცნებითი ანიმაციები აქვს, მაგალითად, არგონავტებზე და სხვადასხვა მითზე აკეთებს სასკოლო პროექტებში ანიმაციებს. ძალიან აქტიურია. გოგონა არის უსაყვარლესი, ჯერჯერობით პროექტებზე ვერ მუშაობს (ღიმილით), მაგრამ ეს პატარა ადამიანი იმხელა სითბოს და სიყვარულს ასხივებს, უდიდესი საჩუქარია ჩემთვის. ჩემზე ძალიან არის დამოკიდებული, სულ ერთად ვართ. თვალს როგორც მოვშორდები, მაშინვე დედიკოს ეძებს.

- ის პოპულარობა რომ არ მოსულიყო, რაც მაშინ თქვენს ცხოვრებაში მოვიდა, რა იქნებოდა დღეს?

- ჩემი აზრით „კავეენი“ და იუმორის სფერო რომ არ ყოფილიყო, მაინც ვეცდებოდი და ვცდილობდი, ჩემი თავი მხოლოდ სიმღერის კუთხით წარმომეჩინა. სცენისკენ მივიწევდი. ვერ გავჩერდებოდი, არ არსებობს, მუსიკას ჩემთვის მშვიდად და წყნარად ჩაევლო. არასდროს გავჩერებულვარ, ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. უამრავი ჯილდო მაქვს, ბევრ კონკურსზე გავსულვარ, კარგი შედეგით. ეს ყველაფერი კი მერე ამბიციას გიჩენს, მეტი შესაძლებლობები გამოავლინო. რომელიმე პროექტში მაინც მოვხვდებოდი, თუ პროექტში არა, ჯგუფი მყავდა. როკჯგუფი და ჩვენ მაინც გავაკეთებდით რამეს. ყოველ შემთხვევაში, თუ იუმორი არ იქნებოდა, ამ მხრივ მაინც დავიმკვიდრებდი თავს. ვეცდები, ახლა სოციალურ ქსელებში ვიაქტიურო.

მადლობა, რომ გამომეხმაურეთ. 12 წლის მერე რომ გაგახსენდებათ ადამიანი, მადლობა უნდა უთხრა, აბა, რა უნდა ქნა?!. თქვენც და საზოგადოებას გიხდით მადლობას. მადლობა, ვისაც ერთხელ მაინც გავხსენებივარ, ინტერესი გამოუჩენია, მიუხედავად იმისა, რომ არ მიაქტიურია, არსად გამოვჩენილვარ, ბევრი მწერს, რომ ხშირად გამხსენებიხარ, მიფიქრია, ნეტავ, სად არის, რას აკეთებსო? ახლა ამ ყველაფერმა იმხელა სტიმული მომცა ცხოვრებაში. აუცილებლად ყველას დაუბრუნდება ეს ძალიან პოზიტიურად.