მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"
გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"

"რა თქმა უნდა სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მუნ­კის, ვან გო­გის გავ­ლე­ნა ჩანს. მათ მა­გა­ლით­ზე და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვის­წავ­ლე ბევ­რი რამ და ვსწავ­ლობ მუდ­მი­ვად" - ამ­ბობს 19 წლის თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი, სერ­გი სუ­ლა­ბე­რი­ძე და თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბას გვაც­ნობს....

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ბა­თუმ­ში, ოჯახ­ში სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მხატ­ვა­რი იყო, შე­სა­ბა­მი­სად 2 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე და­მო­უ­კი­დებ­ლად ხატ­ვა და სწო­რედ ბა­ბუ­ა­ჩე­მი გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ზი­ა­რა. დღემ­დე უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ის გა­რე­მო, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, რად­გან გარ­და ემო­ცი­უ­რი ფო­ნი­სა და კავ­ში­რი­სა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სწო­რედ ამ გა­რე­მო­ში გა­დავ­დგი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა არის ჩემი ცხოვ­რე­ბა. აგ­რეთ­ვე ის მხარ­და­ჭე­რა რო­მე­ლიც გა­მაჩ­ნია ჩემი ოჯა­ხის­გან მაძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას, სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თო ის რა­საც 2 წლი­დან ვა­კე­თებ...

- პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ამ­თავ­რეთ?

- თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ვარ, არას­დროს შე­მის­წავ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლად და არც პე­და­გო­გებ­თან. მაგ­რამ რა თქმა უნდა ვა­პი­რებ სა­მო­მავ­ლოდ... ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე ყა­ლიბ­დე­ბო­და და დღემ­დე არ აქვს სა­ბო­ლოო სახე მი­ღე­ბუ­ლი. დღე­საც მუდ­მი­ვად ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. ასა­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მიჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი უფრო მეტი შე­მექ­მნა, უფრო მას­შტა­ბუ­რი ვიდ­რე მა­ნამ­დე და იდე­უ­რად სიღ­რმი­სე­უ­ლი, რაც მო­ი­თხოვს გარ­კვე­ულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურსს, რომ­ლის გა­რე­შეც, ჩემი აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბელ ხე­ლო­ვა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ხატ­ვის და­წყე­ბამ­დე ნა­ხატ­ზე ფიქ­რს უდი­დეს დროს ვუთ­მობ, ხოლო ხატ­ვის პრო­ცე­სი კი უკვე სი­უ­ჟე­ტებს მთა­ვა­ზობს. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა კი სწო­რი სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბაა, რაც სა­ბო­ლოო შე­დე­გის სა­ხით ხდე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო. ვცდი­ლობ მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტი გა­ვა­კე­თო, იქ­ნე­ბა ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კე­ბი­თა და მა­სა­ლე­ბით ხატ­ვა თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

- რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვან ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ობთ?

- ვცდი­ლობ მუდ­მი­ვად შევ­ცვა­ლო ში­ნა­არ­სი და ჟან­რი. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია მუ­სი­კა, ფილ­მი, წიგ­ნი, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად უსას­რუ­ლო ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როა და ნა­ხატს უქ­მნის ქვე­ტექსტს, რომ­ლის ამო­კი­თხვაც მხო­ლოდ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­უძ­ლია. სწო­რედ იდე­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჟან­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ჩემი აზ­რით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდეა გან­სხვა­ვე­ბულ სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ტექ­ნი­კას და სტილს მო­ი­თხოვს. თავ­და­პირ­ვე­ლად მიყ­ვარ­და ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­და­ხატ­ვა. ამ პრო­ცეს­ში ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და თავი იმ მხატ­ვრე­ბის ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ ამ ნა­ხა­ტებს.

- რო­მელ­მა მსოფ­ლიო მხატ­ვრებ­მა მო­ახ­დი­ნეს თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა?

- ჩემ­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად კა­რა­ვა­ჯო გახ­და მა­გა­ლი­თი სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა, რა­მაც გა­მი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბაც უფრო დახ­ვე­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო. შემ­დეგ უკვე ჟან მი­შელ ბას­კია, რა პე­რი­ოდ­შიც თით­ქოს დესტრუქ­ცია მოხ­და ყვე­ლაფ­რის, რაც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ტი­ლო­ზე და მი­ი­ღო პრი­მი­ტი­უ­ლი ფორ­მა, უფრო მეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი და დღემ­დე ვა­ნი­ჭებ ში­ნა­არსს და უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წია კა­რა­ვა­ჯოს სრულ­ყო­ფილ­მა ფი­გუ­რებ­მა. ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან კი კარ­ლო კა­ჭა­რა­ვა, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემ­ში ყვე­ლა­ზე დიდ, გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ემო­ცი­ებს აღ­ძრავს და მა­ნი­ჭებს უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას.

- კონ­კურ­სებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში კონ­კურ­სებ­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ვი­მარ­ჯვე, ხოლო გა­მო­ფე­ნას რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა შარ­შან სწო­რედ ჩემს სკო­ლა­ში მო­ვა­წყვე... ახლა კი იდე­ის დო­ნე­ზე მაქვს გა­მო­ფე­ნე­ბი და­გეგ­მი­ლი, რა­საც მინ­და რომ მთე­ლი ჩემი რე­სურ­სი და­ვა­ხარ­ჯო, რათა ისე­თი გა­მო­ვი­დეს რო­გო­რიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს...

- რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა დღეს მხატ­ვრის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მე 19 წლის გახ­ლა­ვართ და ჯერ არ ვარ დარმ­წუ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად არის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი მხატ­ვრე­ბის­თვის სა­მოღ­ვა­წე­ოდ, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი მეტ ხელ­შე­წყო­ბას რაც თუნ­დაც გა­მო­ფე­ნებს გუ­ლის­ხმობს. დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში უბ­რა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ამარ­ტი­ვებს შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნა უფრო მარ­ტი­ვია.

- სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დას­ვლას გეგ­მავთ?

- დიახ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში მინ­და რომ გა­ვემ­გზავ­რო სა­ზღვარ­გა­რეთ და იქ გა­ვაგ­რძე­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ჩემ­ზე და ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

- რას იტყვით, როცა ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მუნ­კის, ვან გო­გის გავ­ლე­ნა ჩანს?

- რა თქმა უნდა სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან მათ მა­გა­ლით­ზე და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვის­წავ­ლე ბევ­რი რამ და ვსწავ­ლობ მუდ­მი­ვად. ბუ­ნებ­რი­ვია ზოგ­ჯერ გა­უ­აზ­რებ­ლა­დაც მათი გავ­ლე­ნით და­მი­ხა­ტავს ესა თუ ის ნა­ხა­ტი და მხო­ლოდ ბო­ლოს მივმხვდარ­ვარ, რომ ნამ­დვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი ყო­ფი­ლა დიდი მხატ­ვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი ჩემს ნა­ხა­ტებ­ში... და ვინ­ჩის აქვს ნათ­ქვა­მი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა არას­დროს არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ის არის ასე ვთქვათ მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ვე­თან­ხმე­ბი და მი­მაჩ­ნია, რომ მხატ­ვარ­მა თა­ვის ნა­ხატ­ში სა­ფიქ­რა­ლი უნდა და­უ­ტო­ვოს დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს. აგ­რეთ­ვე პი­კა­სოს აქვს ნათ­ქვა­მი, რომ ყვე­ლა­ფე­რი რა­საც წარ­მო­იდ­გენ არის რე­ა­ლო­ბა, ვფიქ­რობ რომ მხატ­ვრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნა გა­მო­სა­ხოს რე­ა­ლო­ბად და არა და­ი­ნა­ხოს, არა­მედ სხვებს და­ა­ნა­ხოს.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მაქვს და­გეგ­მი­ლი, ასე­ვე ვა­პი­რებ გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა­საც, რო­მე­ლიც მინ­და, რომ მას­შტა­ბუ­რი იყოს და რაც მთა­ვა­რია ხა­რის­ხი­ა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი, ამ იდე­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ბევ­რს ვმუ­შა­ობ და სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტებს ვარ­ჩევ. აუ­ცი­ლებ­ლად ვცდი რა­ღაც ახ­ლის შექ­მნას იქ­ნე­ბა ეს ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი თუ ვი­დე­ო­არ­ტი, რაც სა­მო­მავ­ლოდ მინ­და გახ­დეს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ახა­ლი ნა­წი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
9

Დიდი ქაოსური ამბებია რაც მე მომწონს პირადად, წარმატებები

დდდ
21

ყოჩაღ ძმაო, 19 წლის ასაკში რამდენი მოუსწრია და თავიც ნაბუქსავებ საბურავს მიუგავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"

გაიცანით 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, საინტერესო შემოქმედებით - "სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს"

"რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ ჩემს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს. მათ მაგალითზე და გამოცდილებაზე ვისწავლე ბევრი რამ და ვსწავლობ მუდმივად" - ამბობს 19 წლის თვითნასწავლი მხატვარი, სერგი სულაბერიძე და თავის საინტერესო შემოქმედებას გვაცნობს....

- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ოჯახში სადაც ხელოვნება ყველასთვის ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. ბაბუაჩემი მხატვარი იყო, შესაბამისად 2 წლის ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად ხატვა და სწორედ ბაბუაჩემი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ხელოვნებას მაზიარა. დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს ის გარემო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, რადგან გარდა ემოციური ფონისა და კავშირისა, პირველი ნაბიჯები ჩემს შემოქმედებაში სწორედ ამ გარემოში გადავდგი და აღმოვაჩინე, რომ ხელოვნება არის ჩემი ცხოვრება. აგრეთვე ის მხარდაჭერა რომელიც გამაჩნია ჩემი ოჯახისგან მაძლევს თავისუფლებასა და მოტივაციას, სიყვარულით ვაკეთო ის რასაც 2 წლიდან ვაკეთებ...

- პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?

- თვითნასწავლი მხატვარი ვარ, არასდროს შემისწავლია პროფესიულად და არც პედაგოგებთან. მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ სამომავლოდ... ჩემი შემოქმედება წლების მანძილზე ყალიბდებოდა და დღემდე არ აქვს საბოლოო სახე მიღებული. დღესაც მუდმივად ძიების პროცესში ვარ. ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად მიჩნდებოდა სურვილი უფრო მეტი შემექმნა, უფრო მასშტაბური ვიდრე მანამდე და იდეურად სიღრმისეული, რაც მოითხოვს გარკვეულ ინტელექტუალურ რესურსს, რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, შეუძლებელია დამოუკიდებელ ხელოვანად ჩამოყალიბება. ხატვის დაწყებამდე ნახატზე ფიქრს უდიდეს დროს ვუთმობ, ხოლო ხატვის პროცესი კი უკვე სიუჟეტებს მთავაზობს. ჩემი მოვალეობა კი სწორი სიუჟეტის განვითარებაა, რაც საბოლოო შედეგის სახით ხდება თვალსაჩინო. ვცდილობ მეტი ექსპერიმენტი გავაკეთო, იქნება ეს განსხვავებული ტექნიკებითა და მასალებით ხატვა თუ შინაარსობრივი მრავალფეროვნება.

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?

- ვცდილობ მუდმივად შევცვალო შინაარსი და ჟანრი. ჩემი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია მუსიკა, ფილმი, წიგნი, რაც ფაქტობრივად უსასრულო ინსპირაციის წყაროა და ნახატს უქმნის ქვეტექსტს, რომლის ამოკითხვაც მხოლოდ დამთვალიერებელს შეუძლია. სწორედ იდეაზეა დამოკიდებული ჟანრის ცვალებადობა. ჩემი აზრით, განსხვავებული იდეა განსხვავებულ საშემსრულებლო ტექნიკას და სტილს მოითხოვს. თავდაპირველად მიყვარდა ცნობილი ნამუშევრების გადახატვა. ამ პროცესში ბევრი რამ ვისწავლე და თავი იმ მხატვრების ამპლუაში წარმოვიდგინე, რომლებიც ქმნიდნენ ამ ნახატებს.

- რომელმა მსოფლიო მხატვრებმა მოახდინეს თქვენს შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა?

- ჩემთვის თავდაპირველად კარავაჯო გახდა მაგალითი სრულყოფილებისა, რამაც გამიჩინა სურვილი, რომ ჩემი შემოქმედებაც უფრო დახვეწილი გამხდარიყო. შემდეგ უკვე ჟან მიშელ ბასკია, რა პერიოდშიც თითქოს დესტრუქცია მოხდა ყველაფრის, რაც გამოსახული იყო ტილოზე და მიიღო პრიმიტიული ფორმა, უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებდი და დღემდე ვანიჭებ შინაარსს და უკანა პლანზე გადაიწია კარავაჯოს სრულყოფილმა ფიგურებმა. ქართველი მხატვრებიდან კი კარლო კაჭარავა, რომლის შემოქმედება ჩემში ყველაზე დიდ, განუმეორებელ ემოციებს აღძრავს და მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.

- კონკურსებში, გამოფენებში მონაწილეობთ?

- სკოლის პერიოდში კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, სადაც რამდენიმეჯერ გავიმარჯვე, ხოლო გამოფენას რაც შეეხება პირველი გამოფენა შარშან სწორედ ჩემს სკოლაში მოვაწყვე... ახლა კი იდეის დონეზე მაქვს გამოფენები დაგეგმილი, რასაც მინდა რომ მთელი ჩემი რესურსი დავახარჯო, რათა ისეთი გამოვიდეს როგორიც ჩაფიქრებული მაქვს...

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- მე 19 წლის გახლავართ და ჯერ არ ვარ დარმწუნებული საქართველოში რამდენად არის ხელსაყრელი პირობები მხატვრებისთვის სამოღვაწეოდ, მაგრამ ვისურვებდი მეტ ხელშეწყობას რაც თუნდაც გამოფენებს გულისხმობს. დღევანდელ სამყაროში უბრალოდ სოციალური ქსელები ამარტივებს შემოქმედების პოპულარიზაციას და საკუთარი თავის წარდგენა უფრო მარტივია.

- საზღვარგარეთ გადასვლას გეგმავთ?

- დიახ, რამდენიმე წელში მინდა რომ გავემგზავრო საზღვარგარეთ და იქ გავაგრძელო მოღვაწეობა, საინტერესოა როგორ აისახება ეს ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე.

- რას იტყვით, როცა ამბობენ, რომ თქვენს შემოქმედებაში მუნკის, ვან გოგის გავლენა ჩანს?

- რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რადგან მათ მაგალითზე და გამოცდილებაზე ვისწავლე ბევრი რამ და ვსწავლობ მუდმივად. ბუნებრივია ზოგჯერ გაუაზრებლადაც მათი გავლენით დამიხატავს ესა თუ ის ნახატი და მხოლოდ ბოლოს მივმხვდარვარ, რომ ნამდვილად შესამჩნევი ყოფილა დიდი მხატვრების უნიკალური ელემენტები ჩემს ნახატებში... და ვინჩის აქვს ნათქვამი, რომ ხელოვნება არასდროს არის დასრულებული, ის არის ასე ვთქვათ მიტოვებული. ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მხატვარმა თავის ნახატში საფიქრალი უნდა დაუტოვოს დამთვალიერებელს. აგრეთვე პიკასოს აქვს ნათქვამი, რომ ყველაფერი რასაც წარმოიდგენ არის რეალობა, ვფიქრობ რომ მხატვრის დანიშნულებაა წარმოდგენა გამოსახოს რეალობად და არა დაინახოს, არამედ სხვებს დაანახოს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- რამდენიმე საინტერესო პროექტი მაქვს დაგეგმილი, ასევე ვაპირებ გამოფენის გაკეთებასაც, რომელიც მინდა, რომ მასშტაბური იყოს და რაც მთავარია ხარისხიანი და ორიგინალური, ამ იდეის ფორმირებაზე ბევრს ვმუშაობ და სხვადასხვა ვარიანტებს ვარჩევ. აუცილებლად ვცდი რაღაც ახლის შექმნას იქნება ეს ინსტალაციები თუ ვიდეოარტი, რაც სამომავლოდ მინდა გახდეს ჩემი შემოქმედების ახალი ნაწილი.