სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი
"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის სახ­ლი­დან 72 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამო­ი­ღო. პრო­კუ­რო­რე­ბის ცნო­ბით, დე­ლონს ია­რა­ღის ფლო­ბის ნე­ბარ­თვა არ ჰქო­ნია.

  • სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ალენ დე­ლო­ნის ძვი­რა­დღი­რე­ბულ სახ­ლში გა­სულ კვი­რას მი­ვიდ­ნენ, მას შემ­დეგ, რაც მისი შვი­ლი ანუშ­კა დე­ლო­ნი გა­მო­ცე­მა Elle-ს ესა­უბ­რა მა­მის ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ხებ

ანუშ­კამ ასე­ვე ისიც თქვა, რომ როცა ძმე­ბი სტუმ­რო­ბენ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან და თვლი­ან, რომ "ვე­ლურ და­სავ­ლეთ­ში" არი­ან.

  • 2019 წელს, ინ­სულ­ტის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ალენ დე­ლო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. ინ­სულტს თან და­ერ­თო სხვა "სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც", რომ­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ის­თვის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

ალენ დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია საფ­რან­გეთ­ში ტაბ­ლო­ი­დუ­რი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე უკვე დიდი ხა­ნია მო­ექ­ცა. დე­ლო­ნის შვი­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­სა­მარ­თლო დავა აქვთ, უფრო ზუს­ტად კი ანუშ­კა დე­ლონს მისი ძმე­ბი მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მა­მა­ზე ამ­ჟა­მად სწო­რედ ანუშ­კა, ალენ დე­ლო­ნის 33 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ზრუ­ნავს.

გარ­და ამი­სა, 88 წლის ალენ დე­ლო­ნის შვი­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ჰქონ­დათ მის მომ­ვლელ­თან და ამ­ბობ­დნენ, რომ ფუ­ლა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მომ­ვლე­ლი ცდი­ლობ­და ალენ დე­ლო­ნის ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ამ­ბობ­და, რომ მსა­ხი­ობ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

ალენ დე­ლო­ნი ბო­ლოს სა­ჯა­როდ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც მას სა­პა­ტიო ოქ­როს პალ­მის რტო გა­დას­ცეს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგგ
1

შვილი დარწმუნებული იყო მამის ხელშეუხებლობაში და იმიტომ იბჟუტურა, სხვათა შორის, ამაში სწორედ ალენია დამნაშავე, თავის დროზე რომ მიუყარა შვილებს ეს ამოდენა არსენი და ისინიც ომობანათი ერთობოდნენ, ველურ დასავლეთს ასახიერებდნენ. ჰოდა შედეგიც დადვა შესაბამისი. ისე, იმ შსსაც უნდა ყოფნოდა ჭკუა და გონიერება გამოეჩინა ასეთ ადამიანთან სანამ შევარხებოდა, უნდა მიეცა შანსი, რომ მოეწესრიგებია ეს არეულობა და ორი-სამი იარაღის გარდა ყველა გადაემალა, ან დაერეგისტრირებია ყველა და წესის მიხედვით შეენახა. გადაუჭღბებლად შეიძლება თქმა, რომ ალენ დელონი, ბელმონდოსთან ერთად, საფრანგეთის სიმბოლოა და ასეთ საუნჯეებს ასე არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო!

ლავრენტი
0

არაერთი თაობა გაიზარდა მის ფულმებზე.

დელონი ლეგენდაა.

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!

ავტორი:

"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი

"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი

საფრანგეთის პოლიციამ ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღო. პროკურორების ცნობით, დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონია.

  • სამართალდამცველები ალენ დელონის ძვირადღირებულ სახლში გასულ კვირას მივიდნენ, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ანუშკა დელონი გამოცემა Elle-ს ესაუბრა მამის იარაღის კოლექციის შესახებ

ანუშკამ ასევე ისიც თქვა, რომ როცა ძმები სტუმრობენ, შეიარაღებულები დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან.

  • 2019 წელს, ინსულტის გადატანის შემდეგ, ალენ დელონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ინსულტს თან დაერთო სხვა "სერიოზული დაავადებაც", რომლის შესახებ მედიისთვის დამატებით დეტალები ცნობილი არ არის.

ალენ დელონის ოჯახური სიტუაცია საფრანგეთში ტაბლოიდური პრესის პირველ გვერდებზე უკვე დიდი ხანია მოექცა. დელონის შვილებს ერთმანეთთან სასამართლო დავა აქვთ, უფრო ზუსტად კი ანუშკა დელონს მისი ძმები მამის ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მამაზე ამჟამად სწორედ ანუშკა, ალენ დელონის 33 წლის ქალიშვილი ზრუნავს.

გარდა ამისა, 88 წლის ალენ დელონის შვილებს სამართლებრივი დავა ჰქონდათ მის მომვლელთან და ამბობდნენ, რომ ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, მომვლელი ცდილობდა ალენ დელონის ნდობა მოეპოვებინა და ამბობდა, რომ მსახიობთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

ალენ დელონი ბოლოს საჯაროდ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, სადაც მას საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა