მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება" - გიგი უგულავა
"ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება" - გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­და­ცე­მა­ში "რე­აქ­ცია" მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე ილა­პა­რა­კა. მისი თქმით, "ივა­ნიშ­ვი­ლის დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა".

"ივა­ნიშ­ვი­ლის დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა, სა­მე­ბა გა­ა­კე­თა და გე­ლათს ან­გრევს - ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ა­ლუ­რი სახე, ივა­ნიშ­ვი­ლის დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის დან­დო­ბა იქ­ნე­ბა ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის, როცა წა­ა­გებს და აღი­ა­რებს, თუ ამას არ იზამს, მისი დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი რუ­სეთ­ში მი­გათ­რევ­დეს, არ­ჩევ­ნებს გი­ყალ­ბებ­დეს, გცემ­დეს და მი­ყავ­დე ცი­ხე­ში, ეს დიდი ხანი ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, მა­შინ რუ­სე­თი უნდა ვი­ყოთ - რე­ვო­ლუ­ცი­ას ახ­დენს ასე­თი ნა­გა­ვი ხალ­ხი, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და ეპო­ტი­ნე­ბა ყვე­ლა და­საშ­ვე­ბი და არა­და­საშ­ვე­ბი მე­თო­დე­ბით და ახ­დენს გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი,“ - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, გიგი უგუ­ლა­ვა გან­მარ­ტა, რას ნიშ­ნავს "სექ­სი" არ­ჩევ­ნე­ბი და ამ კონ­ტექ­სტში 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის წინა პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა.

"თუ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი არის თა­ვი­სუ­ფალ ევ­რო­პა­ში, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თო­ბაც იმი­ტომ, რომ დღეს რო­გორც არას­დროს აფხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, დღეს ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ნა­ირ გან­სხვა­ვე­ბულს, მათ შო­რის, ეთ­ნი­კუ­რად, ეროვ­ნუ­ლად გან­სხვა­ვე­ბულს კლავს, ავიწ­რო­ებს, ასი­მი­ლა­ცი­ით ემუქ­რე­ბა. აფხა­ზე­ბი ამას ხე­და­ვენ და ისიც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ევ­რო­პა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ირ გან­სხვა­ვე­ბულს იცა­ვენ. თუ ვინ­მე არა­ვის აჩაგ­ვრი­ნებს პა­ტა­რას, ეს არის ზუს­ტად ევ­რო­პა და თუ ვინ­მე ჩაგ­რავს და ანად­გუ­რებს პა­ტა­რას, ეს არის რუ­სე­თი. ეს არ­ჩე­ვა­ნი ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მო­წო­ნე­ბით არ იქ­ნე­ბა, ეს არ იქ­ნე­ბა "სექ­სი" არ­ჩევ­ნე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს, არ­ცერ­თი პარ­ტია ისე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, იგი­ვე 2003 წელს რე­ვო­ლუ­ცი­ის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მი იყო, ის იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო. კო­ა­ლი­ცი­ა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, რა­ტომ იყო მა­შინ ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი? მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი გუნ­დით გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი: ზვი­ა­დის­ტე­ბი, მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და არა შე­ვარ­დნა­ძის­ტუ­ლი პარ­ტოკ­რა­ტია კო­მუ­ნის­ტე­ბი, პა­ტი­აშ­ვი­ლის სა­ხით. ეს იყო სამი სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი. რამე ელი­ტას კი არ წარ­მო­ად­გენ­დნენ, რე­ა­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ, ამას და­ე­მა­ტა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და შე­იკ­რა მარ­თლა კო­ა­ლი­ცია, რო­მელ­მაც მა­შინ ოც­დაშ­ვი­დი პრო­ცენ­ტი აიღო, და­უ­წე­რეს ჩვიდ­მე­ტი და მა­გას მოყ­ვა მერე რე­ვო­ლუ­ცია" - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
0

რა საცოდაობა ხარ იგულავა რომელ ყოფილ ცოლს სჭირდება უკსნსლის შეკეთება და ფულზე ჩალიჩობ უკვე, საზიზღარო, ნაძირსლავ

ირმა
9

დღეს იგივე სამსახურები უგულავაზე 10-ჯერ მეტს იპარავენ ბიუჯეტიდან. მარტო სსიპ და აიპებში 200 ათასი ადამიანი ყავთ დასაქმებული. სოციალურ ქსელებში რომ იტროლაონ. უგულავა საბავშვო ბაღია. ესენი ნამდვილი მაფიაა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება" - გიგი უგულავა

"ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემაში "რეაქცია" მომავალ არჩევნებზე ილაპარაკა. მისი თქმით, "ივანიშვილის დანდობა არ იქნება".

"ივანიშვილის დანდობა არ იქნება, სამება გააკეთა და გელათს ანგრევს - ეს არის ივანიშვილის რეალური სახე, ივანიშვილის დანდობა არ იქნება, ივანიშვილის დანდობა იქნება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ის, როცა წააგებს და აღიარებს, თუ ამას არ იზამს, მისი დანდობა არ იქნება. იმიტომ, რომ შეუძლებელია, ადამიანი რუსეთში მიგათრევდეს, არჩევნებს გიყალბებდეს, გცემდეს და მიყავდე ციხეში, ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, მაშინ რუსეთი უნდა ვიყოთ - რევოლუციას ახდენს ასეთი ნაგავი ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია და ეპოტინება ყველა დასაშვები და არადასაშვები მეთოდებით და ახდენს გამწარებული ხალხი,“ - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავა განმარტა, რას ნიშნავს "სექსი" არჩევნები და ამ კონტექსტში 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდი გაიხსენა.

"თუ ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური გასაღები არის თავისუფალ ევროპაში, ტერიტორიული ერთობაც იმიტომ, რომ დღეს როგორც არასდროს აფხაზები, რომლებიც რუსიფიცირებულები არიან, დღეს ისინი ხედავენ, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო ყველანაირ განსხვავებულს, მათ შორის, ეთნიკურად, ეროვნულად განსხვავებულს კლავს, ავიწროებს, ასიმილაციით ემუქრება. აფხაზები ამას ხედავენ და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპა ერთადერთი ადგილია, სადაც ყველანაირ განსხვავებულს იცავენ. თუ ვინმე არავის აჩაგვრინებს პატარას, ეს არის ზუსტად ევროპა და თუ ვინმე ჩაგრავს და ანადგურებს პატარას, ეს არის რუსეთი. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება.

მაგალითად, იგივე 2003 წელს რევოლუციის წინ "ნაციონალური მოძრაობა" მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით. ეს იყო სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. რამე ელიტას კი არ წარმოადგენდნენ, რეალურად საზოგადოებას წარმოადგენდნენ, ამას დაემატა "ნაციონალური მოძრაობა" და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ ოცდაშვიდი პროცენტი აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოყვა მერე რევოლუცია" - აღნიშნა უგულავამ.