მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?
"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?

წლე­ბია, ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­ა­ნის­ტე­ბის სი­ა­შია. რო­გორც ირ­კვე­ვა, 36 წლის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პი­ა­ნის­ტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 3.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ხა­ტი­ას კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გვაქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის სულ რა­ღაც 6 წლის იყო, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი რომ გა­მარ­თა თბი­ლი­სის კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გას­ტრო­ლო კა­რი­ე­რა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო.

პი­ა­ნის­ტი და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტა­რი ელი­სო ბოლ­ქვა­ძე იხ­სე­ნებ­და: "ჩემი პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი. ახლა კონ­ტაქ­ტი არ მაქვს, მაგ­რამ მას მე ყო­ველ­თვის ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი. თუ რა­ტომ არ მაქვს კონ­ტაქ­ტი, ეს ისე­თი თე­მაა - პი­რა­დუ­ლიც და არა­პი­რა­დუ­ლიც. არ მაქვს სურ­ვი­ლი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის.

ეს იყო ბავ­შვი, რო­მე­ლიც მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და იყო ათი წლის. მი­შელ სონი, ჩემი მენ­ტო­რი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­დე­საც მთე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა და უბ­ნებ­ში სიბ­ნე­ლე იყო, სწო­რედ მა­შინ მი­ვიყ­ვა­ნე ათწლედ­ში მა­ესტრო და მა­შინ მო­უს­მი­ნა ბავ­შვებს და მათ შო­რის იყ­ვნენ ხა­ტია და მისი და... მან წა­იყ­ვა­ნა ავ­სტრი­ა­ში. ჩემი ხელ­შე­წყო­ბით მოხ­და, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი",

ახ­ლა­ხან ერთ-ერთ გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ­ში ხა­ტი­ას ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც პი­ა­ნის­ტი, დე­დო­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­სა და კა­რი­ე­რა­ზე სა­უბ­რობს. ის ამ­ბობს, რომ პა­რი­ზი კვლავ რჩე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში - და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. პი­ა­ნის­ტის შვი­ლი - შარ­ლო­ტა გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში და­ი­ბა­და.

"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­ლო­ტას სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მე ფე­მი­ნის­ტი ვარ, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რომ მინ­და, ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ფა­სად. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, მე ისევ ვმარ­თავ კონ­ცერ­ტებს.

ეს კონ­ცერ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და. ზო­გი­ერ­თის გა­უქ­მე­ბა მო­მი­წია, არ მინ­და, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს. შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის. მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, ვინც წყვეტს, რა და რო­გორ სურს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ასე­ვე, მა­მა­კა­ცის აზ­რის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტი მხო­ლოდ შარ­ლო­ტაა".

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხა­ტი­ას და - გვან­ცა, რო­მე­ლიც ასე­ვე პი­ა­ნის­ტია, მისი მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს, დედა, სას­ცე­ნო ტან­საც­მელს კე­რავს, თუმ­ცა ხა­ტია ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ არი­ან მის გარ­შე­მო, არი­ან კი­დევ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ენ­დო­ბა:

"გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი - ჩვენ უფრო გახ­სნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სტი­ლის­ტია, ჩემი და უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი: მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მძი­მე დრო - ოკუ­პა­ცია და ომი. დე­და­ჩე­მი არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა. მან მაჩ­ვე­ნა, რო­გორ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი...“

პი­ა­ნისტს ჰკი­თხეს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ კამ­პა­ნი­ა­ზე MeToo, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კი­თხვა­ზე, თუ გა­ნუც­დია მსგავ­სი რამ, ამ­ბობს:

"არა, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­გე­ბით არა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ დი­რი­ჟორს, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, ასე­თი რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. ხან­და­ხან ვი­ღაც მე­უბ­ნე­ბო­და, - ფრთხი­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! მათ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სე­ბუ­რად, რაც ქმნი­და არა­ჯან­საღ და­ძა­ბუ­ლო­ბას. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასეთ დი­რი­ჟო­რებ­თან აღარ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

კი­თხვა­ზე, - რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რეგ­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბის­თვის? - ხა­ტია ამ­ბობს, რომ ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ არა­სო­დეს უფიქ­რია ამა­ზე.

"არას­დროს მსურ­და კა­რი­ე­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს მხო­ლოდ მა­შინ მინ­დო­და, როცა პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და...“

  • Cartier-ს ელ­ჩო­ბა­ზე...

"დიახ, ეს უჩ­ვე­უ­ლოა... როცა "კარ­ტი­ემ“ მთხო­ვა, რომ მათი სახე გავმხდა­რი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რა გო­გო­ნას, მეც მი­ფიქ­რია პრინ­ცე­სო­ბა­ზე, მაგ­რამ ამის­თვის პრინცზე უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე მინ­დო­და თა­ვად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, 1990-იან წლებ­ში ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და ფული, ზოგ­ჯერ სახ­ლში ძა­ლი­ან ცოტა საჭ­მე­ლი იყო და მე დღეს ვარ "კარ­ტი­ეს" ელჩი. ჩემი ამ­ბა­ვი უნდა იყოს შთა­გო­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ნა­ხონ, რას შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ. მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი გზა გქონ­დეს და არ აკო­პი­რებ­დე სხვებს...“

ნა­წყვე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გა­წუ­ხებს, რო­დე­საც შენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ამ­დენს წე­რენ?

- არ ვკი­თხუ­ლობ, რას წე­რენ ჩემ­ზე. არ მინ­და, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვიყო სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რზე. არც ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ, მუ­სი­კა ცო­ცხა­ლია კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ჩემს გრძნო­ბა­ში.

- თქვენ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, უარი თქვით დი­რი­ჟორ ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, რად­გან ის რუ­სია...

- ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი არ არის პრობ­ლე­მა - ბევრ რუს მუ­სი­კოს­სა და დი­რი­ჟორ­თან და­მიკ­რავს, რუს კომ­პო­ზი­ტო­რებ­საც ვუკ­რავ. მაგ­რამ არ ვთა­ნამ­შრომ­ლობ დი­რი­ჟორ­თან, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­ულ პრო­პა­გან­დას ემ­ხრო­ბა. წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმის, რაც რუ­სეთ­მა 2008 წელს გა­ა­კე­თა და დღე­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ.

(წარ­სულ­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში, ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­მა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის თე­ატ­რის ორ­კესტრი ცხინ­ვალ­ში ჩა­იყ­ვა­ნა და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. - ავტ.)

2008 წელს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და რუ­სეთ­ში უნდა და­მეკ­რა, მე უარი ვთქვი ხუთ­დღი­ა­ნი ომი­სა და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის გამო. ჩემი პრო­ტეს­ტი მა­შინ ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ადა­მი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
4

უმშვენიერესი 

მარიამ
3

უნიჭიერესი და ულამაზესი ხატია სამაგალითო ქალია. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?

"1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო..." - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?

წლებია, ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პიანისტების სიაშია. როგორც ირკვევა, 36 წლის ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიანისტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 3.5 მილიონი დოლარია.

ხატიას კარიერის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ის სულ რაღაც 6 წლის იყო, პირველი კონცერტი რომ გამართა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ხოლო საერთაშორისო საგასტროლო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო.

პიანისტი და ამჟამად პარლამენტარი ელისო ბოლქვაძე იხსენებდა: "ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. ახლა კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა - პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის.

ეს იყო ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე და იყო ათი წლის. მიშელ სონი, ჩემი მენტორი ჩამოვიყვანე საქართველოში და როდესაც მთელი თბილისის ქუჩებსა და უბნებში სიბნელე იყო, სწორედ მაშინ მივიყვანე ათწლედში მაესტრო და მაშინ მოუსმინა ბავშვებს და მათ შორის იყვნენ ხატია და მისი და... მან წაიყვანა ავსტრიაში. ჩემი ხელშეწყობით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი",

ახლახან ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში ხატიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც პიანისტი, დედობაზე, პოლიტიკასა და კარიერაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პარიზი კვლავ რჩება მის ცხოვრებაში - და ყოველთვის ასე იქნება. პიანისტის შვილი - შარლოტა გასული წლის მაისში დაიბადა.

"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავშვთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია, დღეს ყველაფერი შარლოტას საჭიროებებზეა მორგებული. მე ფემინისტი ვარ, რაღაცის გაკეთება რომ მინდა, ვაკეთებ, მაგრამ არა ჩემი ქალიშვილის ყურადღების ფასად. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მშობიარობის შემდეგ, მე ისევ ვმართავ კონცერტებს.

ეს კონცერტები წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ზოგიერთის გაუქმება მომიწია, არ მინდა, ბევრი იმოგზაუროს. შარლოტას ბუნებრივად ვკვებავ, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. მე ისევ თავისუფალ ქალად ვრჩები, ვინც წყვეტს, რა და როგორ სურს.

დამოუკიდებელი სხვა ადამიანებისგან, ასევე, მამაკაცის აზრისგან. პრიორიტეტი მხოლოდ შარლოტაა".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხატიას და - გვანცა, რომელიც ასევე პიანისტია, მისი მენეჯერის ფუნქციას ითავსებს, დედა, სასცენო ტანსაცმელს კერავს, თუმცა ხატია ამბობს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები არ არიან მის გარშემო, არიან კიდევ ადამიანები, ვისაც ენდობა:

"განსაკუთრებით ქალები - ჩვენ უფრო გახსნილები ვართ და გვესმის ერთმანეთის. დედაჩემი ძალიან ნიჭიერი სტილისტია, ჩემი და უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, პროფესიონალი: მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

საქართველოში 1990-იან წლებში ვიზრდებოდი. მძიმე დრო - ოკუპაცია და ომი. დედაჩემი არის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა. მან მაჩვენა, როგორ წარმოუდგენლად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი...“

პიანისტს ჰკითხეს მსოფლიოში ცნობილ კამპანიაზე MeToo, როდესაც ქალები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. კითხვაზე, თუ განუცდია მსგავსი რამ, ამბობს:

"არა, სექსუალური გაგებით არა, მაგრამ ზოგიერთ დირიჟორს, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ასეთი რეპუტაცია ჰქონდა. ხანდახან ვიღაც მეუბნებოდა, - ფრთხილად ვყოფილიყავი! მათ ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ აგრესიულები იყვნენ თავისებურად, რაც ქმნიდა არაჯანსაღ დაძაბულობას. მაშინ გადავწყვიტე, რომ ასეთ დირიჟორებთან აღარ გამეგრძელებინა მუშაობა.

კითხვაზე, - რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა წარმატებისთვის? - ხატია ამბობს, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასოდეს უფიქრია ამაზე.

"არასდროს მსურდა კარიერისთვის მიმზიდველი ვყოფილიყავი. ეს მხოლოდ მაშინ მინდოდა, როცა პირველად შემიყვარდა...“

  • Cartier-ს ელჩობაზე...

"დიახ, ეს უჩვეულოა... როცა "კარტიემ“ მთხოვა, რომ მათი სახე გავმხდარიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც ყველა პატარა გოგონას, მეც მიფიქრია პრინცესობაზე, მაგრამ ამისთვის პრინცზე უნდა დავქორწინებულიყავი. მე მინდოდა თავად ვყოფილიყავი წარმატებული. ბავშვობაში საქართველოში ცხოვრებისას, 1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ სახლში ძალიან ცოტა საჭმელი იყო და მე დღეს ვარ "კარტიეს" ელჩი. ჩემი ამბავი უნდა იყოს შთაგონება ახალგაზრდებისთვის, ნახონ, რას შეუძლიათ მიაღწიონ. მთავარია საკუთარი გზა გქონდეს და არ აკოპირებდე სხვებს...“

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

- გაწუხებს, როდესაც შენს გარეგნობაზე ამდენს წერენ?

- არ ვკითხულობ, რას წერენ ჩემზე. არ მინდა, დამოკიდებული ვიყო სხვა ადამიანების აზრზე. არც ჩანაწერებს ვუსმენ, მუსიკა ცოცხალია კონკრეტულ მომენტში, ჩემს გრძნობაში.

- თქვენ არაერთხელ გააკეთეთ კომენტარი თქვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. სხვათა შორის, უარი თქვით დირიჟორ ვალერი გერგიევთან თანამშრომლობაზე, რადგან ის რუსია...

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთი არ არის პრობლემა - ბევრ რუს მუსიკოსსა და დირიჟორთან დამიკრავს, რუს კომპოზიტორებსაც ვუკრავ. მაგრამ არ ვთანამშრომლობ დირიჟორთან, რომელიც აგრესიულ პროპაგანდას ემხრობა. წინააღმდეგი ვარ იმის, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და დღესაც ვაპროტესტებ.

(წარსულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ათ დღეში, ვალერი გერგიევმა სანკტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ცხინვალში ჩაიყვანა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა. - ავტ.)

2008 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და რუსეთში უნდა დამეკრა, მე უარი ვთქვი ხუთდღიანი ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. ჩემი პროტესტი მაშინ ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა, როგორც ადამიანს.