სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ იყო მცდელობა, რომ ჩემი მიღწევა დაეკნინებინათ, თუ ფასიანზე ხარ, გადასახადის გამო მიგიღესო... ჩემი დიდი საყრდენი მეუღლეა" - ანა ტყებუჩავას ახდენილი ოცნება, ნინას როლი და მთავარი ადამიანები
"სულ იყო მცდელობა, რომ ჩემი მიღწევა დაეკნინებინათ, თუ ფასიანზე ხარ, გადასახადის გამო მიგიღესო... ჩემი დიდი საყრდენი მეუღლეა" - ანა ტყებუჩავას ახდენილი ოცნება, ნინას როლი და მთავარი ადამიანები

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში სცნო­ბენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

სე­რი­ა­ლის მან­ძილ­ზე მის­მა გმირ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და. ანა ნი­ნას თა­ნა­უგ­რძნობს, თუმ­ცა რა­ღა­ცებ­შიც არ ეთან­ხმე­ბა.

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ამ­ჯე­რად მო­რი­გი ტაიმ-აუ­ტის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ით არ­ხმა შე­ა­ჩე­რა პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი "ჩცდ"-ს ეთერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ისევ იხი­ლავს. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე და კი­დევ მისი პერ­სო­ნის ირ­გვლივ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბის" რეს­პონ­დენ­ტია.

სე­რი­ა­ლი

- ვცდი­ლობ დის­ტან­ცი­რე­ბას ისე­თი რა­ღა­ცე­ბის­გან, რა­შიც ვერ ვერ­კვე­ვი. მსა­ხი­ო­ბე­ბი არ ვართ ჩარ­თუ­ლი ამ ფი­ნან­სურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. დი­რექ­ტო­რი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი ჩვენ­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ... თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ეს სე­რი­ა­ლი შვი­ლი­ვით არის, ამი­ტომ, რო­გორც არ უნდა იყოს, ბო­ლომ­დე მის გვერ­დში ვიქ­ნე­ბი და უან­გა­როდ მეყ­ვა­რე­ბა. მან ბევ­რი კარ­გი რამ მომ­ცა - ხალ­ხს აბედ­ნი­ე­რებს. 12 წე­ლია, არ­სე­ბობს და, რა თქმა უნდა, ვი­ღაც ნა­წყე­ნიც იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ჩემ­თვის ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი წუთი, სი­ხა­რუ­ლი აქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მისი და­ხურ­ვა იქ­ნე­ბა, თუ და­პა­უ­ზე­ბა, - რთუ­ლია.

შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მით ხალ­ხი რომ შე­გიყ­ვა­რებს, დიდი გა­მარ­თლე­ბაა. იმე­დი გვაქვს, რომ სე­რი­ა­ლი ისევ იქ­ნე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა... ან ისე იქ­ნე­ბა, ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლე­ბის სე­ზო­ნებს რომ ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე...

ამ პრო­ექ­ტზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მთე­ლი სა­წარ­მოა... თა­ვი­დან სა­ერ­თოდ არ გვი­ფიქ­რია, ამ­დენ ხანს თუ იარ­სე­ბებ­და. წლე­ბის მერე კი რამ­დენ­ჯერ­მე დავ­მდგარ­ვართ ასე­თი "გა­ჩე­რე­ბის" წი­ნა­შე და დავ­სევ­დი­ა­ნე­ბულ­ვართ, მაგ­რამ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ისე, პირ­ვე­ლი „გა­ჩე­რე­ბა“ ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო... მოკ­ლედ, ყო­ველ ასეთ ჯერ­ზე ვამ­ბობ­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის და­შო­რე­ბას ჰგავს-თქო. ამ­ჯე­რად გვი­თხრეს, რომ მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, „და­ქა­ლე­ბი“ ეთერ­ში გა­ვი­დეს. ძი­რი­თა­დად და­ფი­ნან­სე­ბე­ბის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა ხოლ­მე, არხს ახ­ლაც ეს პრობ­ლე­მა აქვს.

"ნი­ნას გმი­რი ჩემ­თვის რო­ლია"

- ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი...

პო­პუ­ლა­რო­ბა

- ისეთ დროს ვუც­ნი­ვარ, რომ სა­ერ­თოდ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ქუ­ჩა­ში მი­დი­ხარ და მო­გა­ძა­ხე­ბენ, რომ უყ­ვარ­ხარ, გი­ღი­მი­ან, ამ დროს გრძნობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქოს შენი ნაც­ნო­ბია, ყვე­ლას ნა­წი­ლი ხარ. ქურ­თუ­კი, სათ­ვა­ლე, თავ­დახ­რი­ლი გავ­ლა, არ არ­სე­ბობს, ხმით მა­ინც მცნო­ბენ. უკი­თხავთ - არ გა­წუ­ხე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ფო­ტოს რომ იღე­ბე­ნო? არ მა­წუ­ხე­ბენ. თუ ამით შე­მიძ­ლია ხალ­ხს მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტო, მი­ვე­სალ­მო და ფოტო გა­ვი­ღო, რო­გო­რი უმა­დუ­რი და უტაქ­ტო უნდა ვიყო, რომ უარი ვუ­თხრა. ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, გა­რეთ რომ გა­დი­ხარ, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნდა იყო. ხომ ვი­ცით, რომ ეს ყო­ველ­თვის არ ხერ­ხდე­ბა, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც რა უნდა მო­ვა­ტყუ­ოთ? ჩვენ ხომ ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგ­ჯერ წყა­ლი არ არის და ვერ მო­წეს­რიგ­დე­ბი, ზოგ­ჯერ რა­ღაც გიშ­ლის ხელს, შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­ში­დან მო­დი­ხარ. ქუ­ჩა­ში მა­კი­ა­ჟით სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, ამა­ზეც არ მაქვს რა­ღაც გარ­თუ­ლე­ბა. ვი­მე­ო­რებ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ასე თვლის, რომ ყო­ველ დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, მაგ­რამ ეს სწო­რი არ მგო­ნია. ეს მიდ­გო­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად არ უნდა იქ­ცეს. ქუ­ჩა­ში თა­მაშს ვერ და­ვი­წყებ, რომ ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლია, იდე­ა­ლუ­რად და კარ­გად არის, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. მეც დი­ლე­მე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­თა­გა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში.

"ბავ­შვო­ბი­დან ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა მო­მაქვს?"

- თა­მა­შის სურ­ვი­ლი. 4-5 წლის ანა რომ იყო, იმა­საც თა­მა­ში უნ­დო­და, 7 წლი­სა­საც - სახ­ლში ჩემ­თვის რა­ღაც ეტი­უ­დებს ვა­კე­თებ­დი. ოთახ­ში მარ­ტო რომ ვი­ყა­ვი, ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ ამა თუ იმ გმირს ვთა­მა­შობ­დი. იმ ანას ჩემ­ში დღემ­დე ვა­ტა­რებ, მის გა­რე­შე სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პი­რი­ქით, კი­დევ ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი რამე შე­ვუს­რუ­ლო, იმი­ტომ რომ კარ­გი ბავ­შვი იყო.

პრო­ფე­სია-მსა­ხი­ო­ბი

- სულ ვამ­ბობ, თუ ამ პრო­ფე­სი­ით შევ­ძლებ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­ვი­ხა­დო, ე.ი. უკვე კარ­გია. არ მაქვს ბევ­რი სურ­ვი­ლი, ამა­შიც გა­მი­მარ­თლა. მომ­თხოვ­ნი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. მიყ­ვარს გან­ვი­თა­რე­ბა, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი, სა­მო­სიც, მაგ­რამ ამა­ზე არ დგას ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც პრო­ფე­სი­ას სწავ­ლობს, ფიქ­რობს, რომ ეს მისი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყოს. თუმ­ცა ადრე მე­გო­ნა, როცა ჩა­ვა­ბა­რებ­დი, ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, თუ ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგო­ნი, ჯერ არ არის შრო­მის შე­სა­ფე­რი­სი ხელ­ფა­სე­ბი. რა თქმა უნდა, არის უფრო მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბიც, მაგ­რამ მე თვი­თონ ვარ ჩემი პრო­ფე­სია და ამა­ში რომ მიხ­დი­ან, ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, ში­ნა­გა­ნი გა­მო­ძა­ხი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ვფიქ­რობ, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში არ შევ­მცდარ­ვარ.

ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა

- "თე­ატ­რა­ლურ­ში“ ჩა­ბა­რე­ბი­დან და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა. მა­ნამ­დე ეს არ იყო, ან მე არ მქონ­და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლად, ვინ­მეს დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ვა­ბა­რე. ერ­თა­დერ­თი იყო მაია დე­ი­და, ჩვე­ნი ოჯა­ხის უსაყ­ვარ­ლე­სი ახ­ლო­ბე­ლი, მისი მსა­ხი­ო­ბი შვი­ლი გე­მოვ­ნე­ბის კუ­თხით რჩე­ვას მაძ­ლევ­და და მის­მენ­და. არც იყო იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რა­ღა­ცებ­ში მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. ჩემს ოჯახს ამა­ში არა­ნა­ი­რი თან­ხა არ გა­და­უხ­დია. გარ­და იმი­სა, რომ მოვ­ხვდი ფა­სი­ან სწავ­ლე­ბა­ზე. მერე სულ იყო იმის მცდე­ლო­ბა, რომ ჩემი მიღ­წე­ვა და­ეკ­ნი­ნე­ბი­ნათ. მიდ­გო­მა ასე­თი იყო - თუ ფა­სი­ან­ზე ხარ, გა­და­სა­ხა­დის გამო მი­გი­ღეს. მე არ ვთვლი­დი, რომ სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გამო მი­მი­ღეს, უფრო მე­ტიც, თუ ვინ­მემ ამის გამო მი­მი­ღო, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ სულ სხვა ვარ და შე­მიძ­ლია. მერე ამის დამ­ტკი­ცე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ახლა ცოტა მოვ­დუნ­დი. შეც­დო­მე­ბის უფ­ლე­ბაც გვაქვს. არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს, კო­ლე­გებს, სხვის სპექ­ტაკ­ლებს, სა­კუ­თარ თავ­საც გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით ვუ­ყუ­როთ, რომ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. თუ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გაქვს, ეს არ არის ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი. თუ პრო­ცე­სი ცო­ცხა­ლი არ არის, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი "და­ლა­გე­ბუ­ლი" იქ­ნე­ბა და სულ ერ­თსა და იმა­ვეს ვი­თა­მა­შებთ. არ ვიქ­ნე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­კენ, სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბი.

მთა­ვა­რი პე­და­გო­გი

- აქ და­ვა­სა­ხე­ლებ ჯერ ჩემს ჯგუფს, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ჩემს პე­და­გოგს, ანა­ტო­ლი ლო­ბოვს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "თე­ატ­რა­ლურ­ში" "შეგ­ვიყ­ვა­ნა“ და არ გა­მოვ­სულ­ვართ იქი­დან, ვიდ­რე არ და­ვამ­თავ­რეთ. მხო­ლოდ სწავ­ლა­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ ასე მოხ­და. ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. შემ­დეგ იყო ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე. ასეთ შე­და­რე­ბას გა­ვა­კე­თებ - ანა­ტო­ლიმ „ან­ბა­ნი“ მას­წავ­ლა და ნა­ნუ­კამ „ლექ­სე­ბის წერა“...

"ნა­ნუ­კას პრო­ექ­ტში "დასი" შევ­ხვდი"

- მერე ორ სპექ­ტაკლზე ვი­მუ­შა­ვეთ და ბო­ლოს კი­დევ ერთ სპექ­ტაკლზე... "და­სიც" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იყო. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ადა­მი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ ის ჩემი ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნიც გახ­და. იქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნუ­რად და რო­გორც მსა­ხი­ობ­მა. იქა­ურ­მა გრა­ფიკ­მა ისე გა­მომ­წვრთნა, რომ 72-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა შე­მიძ­ლია. ახლა გო­რის თე­ატ­რში ვთა­მა­შობ, მიწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვარ - ეს არის კა­მი­უს „გა­უ­გებ­რო­ბა,“ რო­მე­ლიც ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძემ დად­გა. გო­რის თე­ატ­რიც აღ­მო­ჩე­ნაა ამ თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა სპექ­ტაკლზე ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია. კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს და თე­ატ­რშიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დია - შეკ­რუ­ლი ხალ­ხია. კი, სა­ინ­ტე­რე­სო თე­ატ­რია და მას კი­დევ მე­ტად უნდა ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა.

სცე­ნის მტვე­რი

- ეს ვინ სა­ი­დან და რო­გორ მო­ი­ფიქ­რა, არ ვიცი, თუმ­ცა სცე­ნა­ზე მტვე­რი არის და ცხა­დია სხვა მტვე­რი, რო­მელ­მაც სა­ში­ნე­ლი ალერ­გია იცის. ზოგს უხ­დე­ბა და ზოგს - არა... ამ მტვერს ერთხელ რომ შე­იგ­რძნობ, ძა­ლი­ან ძნე­ლია მას­თან და­ცი­ლე­ბას შე­ე­გუო.

შვი­ლე­ბი - ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი

- მათ­მა და­ბა­დე­ბამ მო­ი­ტა­ნა სიყ­ვა­რუ­ლი, ძა­ლი­ან დიდი ნე­ბის­ყო­ფის წვრთნა, ზრუნ­ვა... სხვა­თა შო­რის, ზრუნ­ვა ყო­ველ­თვის აძ­ლი­ე­რებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას. ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ძა­ლაა. ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან 9 წლის ნენე და 6 წლის თაია ბა­რა­მი­ძე­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ აღ­ზრდა­ში ორი­ვე ბე­ბია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი (ძიძა არ გვყო­ლია), მეც აქ­ტი­უ­რი დედა ვარ. მათი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ყვე­ლა­ფერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. სხვა­ნა­ი­რად არც წარ­მო­მიდ­გე­ნია... არ­ტის­ტუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან, უმ­ცრო­სი მე­ტად. ჯერ ამ­ბობ­და, მე „დედა უნდა გა­მო­ვი­დეო“. რომ გა­ი­ზარ­და და სპექ­ტაკ­ლი ნახა, მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დეო. ერთხელ სპექ­ტაკლს მო­ნუს­ხუ­ლი უყუ­რებ­და და მსა­ხი­ო­ბი რომ გა­მო­ვი­დე, ამას გა­ვა­კე­თებ, ამას ნიშ­ნავ­სო? კი-მეთ­ქი. თავი და­მიქ­ნია. ნენე ხა­ტავს, რა ვიცი, ვნა­ხოთ... მე ბევრ რა­მე­ში მარ­თლა ჩემ­მა პრო­ფე­სი­ამ გა­და­მარ­ჩი­ნა. პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც. ამ პრო­ფე­სი­ას დიდი ძალა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ამ ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ჩემი ფსი­ქი­კა მი­ეჩ­ვია. ოჯა­ხი თუ პრო­ფე­სია, - იცი­ან ხოლ­მე თქმა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნებ­მა და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი თუკი გინ­და, რომ გქონ­დეს - ერ­თმა­ნეთს შე­ერ­წყმე­ბა.

მე­უღ­ლე

- მე­უღ­ლე ლე­ვან ბა­რა­მი­ძე რე­ჟი­სო­რია. კი, ლე­ვა­ნი არის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა. ჩემი დიდი იმე­დი და საყ­რდე­ნია. ემო­ცი­უ­რად და მისი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თაც მიყ­ვარს და მომ­წონს... სა­ერ­თოდ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში შეგ­ხვდა...

"ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვიც“ ერთ-ერ­თია, ვინც და­მი­ნა­ხა"

- ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბევ­რმა იცის თქმა, ჩემ გა­რე­შე არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­დი. მერე ჩნდე­ბა პრო­ტეს­ტი, მე ეს ვარ, უბ­რა­ლოდ, შენ იმ მო­მენ­ტში გვერ­დით და­მი­დე­ქი. მგო­ნია, რომ ერთი მე­ო­რეს­თან კავ­შირ­ში არ არის. სწორ დროს რომ შე­ა­ქებ ადა­მი­ანს, შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვა უთხრა, ჩა­ე­ხუ­ტო, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩემი ცხოვ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა შე­ქე­ბი­დან შე­ქე­ბამ­დე დავ­ყოთ. ამას დიდი ძალა აქვს. ჩემ მი­მართ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მი­მართ, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე რომ არ იყოს, რო­გორც არის, ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ პრო­ექ­ტში ყოფ­ნა. კი, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ადა­მი­ა­ნი რომ არ გრძნობ­დე შენს მნიშ­ვნე­ლო­ბას...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
5

მე მგონი ეს მსახიობი სერიალმა დაჩაგრა და ვეღარ განვითარდა

ჯინო
9

ყველაფერს ხომ აქვს დასასრული? 

ავტორი:

"სულ იყო მცდელობა, რომ ჩემი მიღწევა დაეკნინებინათ, თუ ფასიანზე ხარ, გადასახადის გამო მიგიღესო... ჩემი დიდი საყრდენი მეუღლეა" - ანა ტყებუჩავას ახდენილი ოცნება, ნინას როლი და მთავარი ადამიანები

"სულ იყო მცდელობა, რომ ჩემი მიღწევა დაეკნინებინათ, თუ ფასიანზე ხარ, გადასახადის გამო მიგიღესო... ჩემი დიდი საყრდენი მეუღლეა" - ანა ტყებუჩავას ახდენილი ოცნება, ნინას როლი და მთავარი ადამიანები

12 წელიწადია პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი პერსონაჟია. მსახიობ ანა ტყებუჩავას ზოგიერთი მაყურებელი, ალბათ, ნინასაც ეძახის, რადგან დამაჯერებლად თამაშობს. საინტერესო როლის შესრულება უწევს და სერიალის გულშემატკივარმაც დიდი ხანია შეიყვარა. ქუჩაში სცნობენ, აჩერებენ, ფოტოს იღებენ, უღიმიან და ეუბნებიან, რომ უყვართ.

სერიალის მანძილზე მისმა გმირმა საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა, არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. ანა ნინას თანაუგრძნობს, თუმცა რაღაცებშიც არ ეთანხმება.

პოპულარულ სერიალს ამჯერად მორიგი ტაიმ-აუტის პერიოდი დაუდგა. გარკვეული დროით არხმა შეაჩერა პროექტი, თუმცა ამბობენ, რომ მაყურებელი "ჩცდ"-ს ეთერში აუცილებლად ისევ იხილავს. ამ ყველაფრის ფონზე და კიდევ მისი პერსონის ირგვლივ ანა ტყებუჩავა "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბების" რესპონდენტია.

სერიალი

- ვცდილობ დისტანცირებას ისეთი რაღაცებისგან, რაშიც ვერ ვერკვევი. მსახიობები არ ვართ ჩართული ამ ფინანსურ მოლაპარაკებებში. დირექტორი, პროდიუსერები, რეჟისორები ჩვენზე მეტად ნერვიულობენ... თითოეული ჩვენგანისთვის ეს სერიალი შვილივით არის, ამიტომ, როგორც არ უნდა იყოს, ბოლომდე მის გვერდში ვიქნები და უანგაროდ მეყვარება. მან ბევრი კარგი რამ მომცა - ხალხს აბედნიერებს. 12 წელია, არსებობს და, რა თქმა უნდა, ვიღაც ნაწყენიც იქნება, თუმცა, როგორც ვთქვი, ჩემთვის ბევრი ბედნიერი წუთი, სიხარული აქვს მონიჭებული. ამიტომ, მისი დახურვა იქნება, თუ დაპაუზება, - რთულია.

შენი საყვარელი საქმით ხალხი რომ შეგიყვარებს, დიდი გამართლებაა. იმედი გვაქვს, რომ სერიალი ისევ იქნება და გაგრძელდება... ან ისე იქნება, ცნობილი და საყვარელი სერიალების სეზონებს რომ ველოდებით ხოლმე...

ამ პროექტზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს, მთელი საწარმოა... თავიდან საერთოდ არ გვიფიქრია, ამდენ ხანს თუ იარსებებდა. წლების მერე კი რამდენჯერმე დავმდგარვართ ასეთი "გაჩერების" წინაშე და დავსევდიანებულვართ, მაგრამ გაგრძელებულა. ისე, პირველი „გაჩერება“ ყველაზე მძიმე იყო... მოკლედ, ყოველ ასეთ ჯერზე ვამბობდი, შეყვარებულის დაშორებას ჰგავს-თქო. ამჯერად გვითხრეს, რომ მუშაობენ იმისთვის, „დაქალები“ ეთერში გავიდეს. ძირითადად დაფინანსებების პრობლემა იქმნება ხოლმე, არხს ახლაც ეს პრობლემა აქვს.

"ნინას გმირი ჩემთვის როლია"

- ეს როლი მაშინ მომცეს, როცა 22 წლის ვიყავი. თან ბავშვი შემეძინა და ეს წლები ბევრ ემოციას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ გავხდი პოპულარული, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, გამიმართლა იმაშიც, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი. ამასთანავე ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება - პოპულარობა და სიყვარული მოვიდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად გაგრძელდება სერიალი და უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა იყოს, მეტი და უკეთესი შესაძლებლობების გამოსახატად.

ჩვენი სერიალი არის აბსოლუტურად ქართული, ქართულ სინამდვილეს ასახავს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. "ჩცდ"-ს ყველანი "პირველ შვილს“ ვეძახით და მისი წარმატება სიყვარულია, რაც ამ ყველაფრის დიდი გამართლებაა. კი, ჩემი როლიც მთავარია. ჩემს გმირს, თქმა უნდა, თანავუგრძნობ, ბევრ რაღაცაშიც არ ვეთანხმები, მაგრამ ლოგიკურად მესმის მისი...

პოპულარობა

- ისეთ დროს ვუცნივარ, რომ საერთოდ ვერც წარმოვიდგენდი. ქუჩაში მიდიხარ და მოგაძახებენ, რომ უყვარხარ, გიღიმიან, ამ დროს გრძნობ, რომ საზოგადოება თითქოს შენი ნაცნობია, ყველას ნაწილი ხარ. ქურთუკი, სათვალე, თავდახრილი გავლა, არ არსებობს, ხმით მაინც მცნობენ. უკითხავთ - არ გაწუხებენ ადამიანები, ფოტოს რომ იღებენო? არ მაწუხებენ. თუ ამით შემიძლია ხალხს მადლიერება გამოვუხატო, მივესალმო და ფოტო გავიღო, როგორი უმადური და უტაქტო უნდა ვიყო, რომ უარი ვუთხრა. ამბობენ ხოლმე, გარეთ რომ გადიხარ, მუდმივად ფორმაში უნდა იყო. ხომ ვიცით, რომ ეს ყოველთვის არ ხერხდება, იმ საზოგადოებასაც რა უნდა მოვატყუოთ? ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ, ზოგჯერ წყალი არ არის და ვერ მოწესრიგდები, ზოგჯერ რაღაც გიშლის ხელს, შეიძლება ვარჯიშიდან მოდიხარ. ქუჩაში მაკიაჟით სიარული არ მიყვარს, ამაზეც არ მაქვს რაღაც გართულება. ვიმეორებ, შეიძლება ვიღაც ასე თვლის, რომ ყოველ დღე განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდე, მაგრამ ეს სწორი არ მგონია. ეს მიდგომა ჩვენი ცხოვრების ნაწილად არ უნდა იქცეს. ქუჩაში თამაშს ვერ დავიწყებ, რომ ჩემთან ყველაფერი დალაგებულია, იდეალურად და კარგად არის, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მეც დილემების და პრობლემების წინაშე ვდგავარ, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი ამ ქვეყანაში.

"ბავშვობიდან ამ ცხოვრებაში რა მომაქვს?"

- თამაშის სურვილი. 4-5 წლის ანა რომ იყო, იმასაც თამაში უნდოდა, 7 წლისასაც - სახლში ჩემთვის რაღაც ეტიუდებს ვაკეთებდი. ოთახში მარტო რომ ვიყავი, ფილმის ნახვის შემდეგ ამა თუ იმ გმირს ვთამაშობდი. იმ ანას ჩემში დღემდე ვატარებ, მის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. პირიქით, კიდევ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე შევუსრულო, იმიტომ რომ კარგი ბავშვი იყო.

პროფესია-მსახიობი

- სულ ვამბობ, თუ ამ პროფესიით შევძლებ, ელემენტარული გადასახადები გადავიხადო, ე.ი. უკვე კარგია. არ მაქვს ბევრი სურვილი, ამაშიც გამიმართლა. მომთხოვნი ადამიანი არ ვარ. მიყვარს განვითარება, ლამაზი ნივთები, სამოსიც, მაგრამ ამაზე არ დგას ჩემი ბედნიერება. არ ვამბობ, რომ ფინანსური უზრუნველყოფა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია. ადამიანი როდესაც პროფესიას სწავლობს, ფიქრობს, რომ ეს მისი შემოსავლის წყარო იყოს. თუმცა ადრე მეგონა, როცა ჩავაბარებდი, ესეც საკმარისი იქნება, თუ ამ პროფესიით მუშაობის შესაძლებლობა იქნება-მეთქი... ჩვენს ქვეყანაში მგონი, ჯერ არ არის შრომის შესაფერისი ხელფასები. რა თქმა უნდა, არის უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიებიც, მაგრამ მე თვითონ ვარ ჩემი პროფესია და ამაში რომ მიხდიან, ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი, შინაგანი გამოძახილი. ბედნიერი ვარ იმით, რომ კარგ ადამიანებთან, პროფესიონალებთან მიწევს ურთიერთობა. ეს სიამოვნებაა. ვფიქრობ, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ.

ოცნების ახდენა

- "თეატრალურში“ ჩაბარებიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ოცნებების ახდენა. მანამდე ეს არ იყო, ან მე არ მქონდა ასეთი დამოკიდებულება. შეიძლება ითქვას, რომ მოუმზადებლად, ვინმეს დახმარების გარეშე ჩავაბარე. ერთადერთი იყო მაია დეიდა, ჩვენი ოჯახის უსაყვარლესი ახლობელი, მისი მსახიობი შვილი გემოვნების კუთხით რჩევას მაძლევდა და მისმენდა. არც იყო იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცებში მოვმზადებულიყავი. ჩემს ოჯახს ამაში არანაირი თანხა არ გადაუხდია. გარდა იმისა, რომ მოვხვდი ფასიან სწავლებაზე. მერე სულ იყო იმის მცდელობა, რომ ჩემი მიღწევა დაეკნინებინათ. მიდგომა ასეთი იყო - თუ ფასიანზე ხარ, გადასახადის გამო მიგიღეს. მე არ ვთვლიდი, რომ საფასურის გადახდის გამო მიმიღეს, უფრო მეტიც, თუ ვინმემ ამის გამო მიმიღო, დავამტკიცებ, რომ სულ სხვა ვარ და შემიძლია. მერე ამის დამტკიცებაში ვიყავი. ახლა ცოტა მოვდუნდი. შეცდომების უფლებაც გვაქვს. არ შეიძლება ერთმანეთს, კოლეგებს, სხვის სპექტაკლებს, საკუთარ თავსაც გამადიდებელი შუშით ვუყუროთ, რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს. თუ შეცდომის უფლება არ გაქვს, ეს არ არის ცოცხალი პროცესი. თუ პროცესი ცოცხალი არ არის, მაშინ ყველაფერი "დალაგებული" იქნება და სულ ერთსა და იმავეს ვითამაშებთ. არ ვიქნებით ცვლილებებისკენ, ექსპერიმენტებისკენ, სიახლეებისკენ მიდრეკილები.

მთავარი პედაგოგი

- აქ დავასახელებ ჯერ ჩემს ჯგუფს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემს პედაგოგს, ანატოლი ლობოვს, რომელმაც შეიძლება ითქვას, "თეატრალურში" "შეგვიყვანა“ და არ გამოვსულვართ იქიდან, ვიდრე არ დავამთავრეთ. მხოლოდ სწავლაზე ვიყავით ორიენტირებული. მიხარია, რომ ასე მოხდა. ამან შედეგი გამოიღო. შემდეგ იყო ნანუკა ხუსკივაძე. ასეთ შედარებას გავაკეთებ - ანატოლიმ „ანბანი“ მასწავლა და ნანუკამ „ლექსების წერა“...

"ნანუკას პროექტში "დასი" შევხვდი"

- მერე ორ სპექტაკლზე ვიმუშავეთ და ბოლოს კიდევ ერთ სპექტაკლზე... "დასიც" ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროექტი იყო. მასში მონაწილეობა რთული აღმოჩნდა, რადგან რეალითი შოუების ადამიანი არ ვარ, მაგრამ ის ჩემი ცხოვრებაში ერთგვარი ტრამპლინიც გახდა. იქ ბევრი რამ ვისწავლე ადამიანურად და როგორც მსახიობმა. იქაურმა გრაფიკმა ისე გამომწვრთნა, რომ 72-საათიანი მუშაობა შემიძლია. ახლა გორის თეატრში ვთამაშობ, მიწვეული მსახიობი ვარ - ეს არის კამიუს „გაუგებრობა,“ რომელიც ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. გორის თეატრიც აღმოჩენაა ამ თვალსაზრისით. ყველა სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაყიდულია. კარგი მაყურებელი ჰყავს და თეატრშიც პროფესიონალი გუნდია - შეკრული ხალხია. კი, საინტერესო თეატრია და მას კიდევ მეტად უნდა ყურადღების მიქცევა.

სცენის მტვერი

- ეს ვინ საიდან და როგორ მოიფიქრა, არ ვიცი, თუმცა სცენაზე მტვერი არის და ცხადია სხვა მტვერი, რომელმაც საშინელი ალერგია იცის. ზოგს უხდება და ზოგს - არა... ამ მტვერს ერთხელ რომ შეიგრძნობ, ძალიან ძნელია მასთან დაცილებას შეეგუო.

შვილები - ცხოვრების მთავარი ამბავი

- მათმა დაბადებამ მოიტანა სიყვარული, ძალიან დიდი ნებისყოფის წვრთნა, ზრუნვა... სხვათა შორის, ზრუნვა ყოველთვის აძლიერებს წინააღმდეგობების გადალახვას. ეს ყველაზე მთავარი ძალაა. ჩემი შვილები არიან 9 წლის ნენე და 6 წლის თაია ბარამიძეები. მიუხედავად იმისა, რომ მათ აღზრდაში ორივე ბებია აქტიურად არის ჩართული (ძიძა არ გვყოლია), მეც აქტიური დედა ვარ. მათი სწავლა-განათლების პროცესში და ყველაფერში ვმონაწილეობ. სხვანაირად არც წარმომიდგენია... არტისტული ბავშვები არიან, უმცროსი მეტად. ჯერ ამბობდა, მე „დედა უნდა გამოვიდეო“. რომ გაიზარდა და სპექტაკლი ნახა, მსახიობი უნდა გამოვიდეო. ერთხელ სპექტაკლს მონუსხული უყურებდა და მსახიობი რომ გამოვიდე, ამას გავაკეთებ, ამას ნიშნავსო? კი-მეთქი. თავი დამიქნია. ნენე ხატავს, რა ვიცი, ვნახოთ... მე ბევრ რამეში მართლა ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ამ პროფესიას დიდი ძალა სჭირდება. ამიტომ ამ ძალების მობილიზებას ჩემი ფსიქიკა მიეჩვია. ოჯახი თუ პროფესია, - იციან ხოლმე თქმა. 21-ე საუკუნეში ადამიანებმა დავამტკიცეთ, რომ კარიერა და ოჯახი თუკი გინდა, რომ გქონდეს - ერთმანეთს შეერწყმება.

მეუღლე

- მეუღლე ლევან ბარამიძე რეჟისორია. კი, ლევანი არის მთავარი შეხვედრა. ჩემი დიდი იმედი და საყრდენია. ემოციურად და მისი ფასეულობებითაც მიყვარს და მომწონს... საერთოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრებაში შეგხვდა...

"ფორმულა კრეატივიც“ ერთ-ერთია, ვინც დამინახა"

- ეს მნიშვნელოვანია. ბევრმა იცის თქმა, ჩემ გარეშე არაფერი იქნებოდი. მერე ჩნდება პროტესტი, მე ეს ვარ, უბრალოდ, შენ იმ მომენტში გვერდით დამიდექი. მგონია, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის. სწორ დროს რომ შეაქებ ადამიანს, შეიძლება სიტყვა უთხრა, ჩაეხუტო, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ცხოვრებაც შეიძლება შექებიდან შექებამდე დავყოთ. ამას დიდი ძალა აქვს. ჩემ მიმართ, როგორც მსახიობის მიმართ, რეჟისორ გიორგი ლიფონავას დამოკიდებულება ასე რომ არ იყოს, როგორც არის, ძალიან ძნელი იქნებოდა ამ პროექტში ყოფნა. კი, რთული იქნებოდა, ადამიანი რომ არ გრძნობდე შენს მნიშვნელობას...