პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში... ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს" - რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?
"მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში... ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს" - რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?

იმის იმე­დი არ მაქვს, რომ გან­სხვა­ვე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. რაც არის მაქ­სი­მუ­მი, იმას "და­ა­ჩა­ქუ­ჩებთ", თქვენ მე­უბ­ნე­ბით, რომ პა­ტი­ვი გცეთ? - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ მო­სა­მარ­თლე ვაჟა ფუ­ხაშ­ვილს.

  • ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, რო­მელ­თაც საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის­თვის - გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან, სი­ტყვით ისარ­გებ­ლეს. ისი­ნი სხდო­მა­ზე აცხა­დებ­დნენ, რომ არც მკვლე­ლო­ბა ჩა­უ­დე­ნი­ათ და არც ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის აღუკ­ვე­თავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"დაგ­ვი­ჭი­რეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი - პა­ტა­რე­ბი, დი­დე­ბი. ყვე­ლას 109-ე მუხ­ლი წაგ­ვი­ყე­ნეს, ეგო­ნათ ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ვიშ­ვერ­დით ხელს, მაგ­რამ არ მოხ­და ისე, რო­გორც თქვენ გინ­დო­დათ, ხუ­თი­ვეს 16 წელი პა­ტიმ­რო­ბა მოგ­ვი­სა­ჯეს, საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ აქვთ.

140-კი­ლო­ი­ა­ნი კაცი რომ ჩა­დი­ო­და იმ დაღ­მარ­თში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწ­მე მა­ინც მო­მიყ­ვა­ნეთ. იმის იმე­დი არ მაქვს, რომ გან­სხვა­ვე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. რაც არის მაქ­სი­მუ­მი იმას „და­ა­ჩა­ქუ­ჩებთ“, თქვენ მე­უბ­ნე­ბით რომ პა­ტი­ვი გცეთ? უნდა გა­მი­გოთ პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლე, მეც ნერ­ვე­ბი მაქვს და ახალ­გაზ­რდო­ბას ვტო­ვებ ქსან­ში“, - გა­ნა­ცხა­და გაგ­ნი­ძემ.

  • "გე­წყი­ნათ, თუ გულ­ზე მოგ­ხვდათ, არ ვიცი, მაგ­რამ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არ გყავთ? - ამ სი­ტყვე­ბით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე ვაჟა ფუ­ხაშ­ვილს მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მსჯავ­რდე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლეს მას შემ­დეგ უთხრა, რაც მან მის ად­ვო­კატს, შოთა კა­ხი­ძეს სა­სა­მარ­თლოს პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ მო­უ­წო­და. კერ­ძოდ, ად­ვო­კატ­მა ვაჟა ფუ­ხაშ­ვილს შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში გა­ნუ­ცხა­და, რომ მას „მო­სა­მარ­თლის­გან მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ყოფ­ნის მო­ლო­დი­ნი არ ჰქონ­და და ის მისი კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და“.

ად­ვო­კატ­მა ფუ­ხაშ­ვილს სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც შე­ახ­სე­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ვაჟა ფუ­ხაშ­ვილ­მა ად­ვო­კატს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და და იქვე შე­ახ­სე­ნა, რომ წარ­სულ­ში თა­ვად ად­ვო­კა­ტი შოთა კა­ხი­ძეც პრო­კუ­რო­რი იყო და მის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ტა­ნი­ლი საქ­მე­ე­ბიც არა­ერ­თხელ გა­ნუ­ხი­ლავს.

აღ­ნიშ­ნულს ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მო­სა­მარ­თლეს შე­ახ­სე­ნა, რომ თა­ვა­დაც ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რია.

"აქ გვე­და­ვე­ბით ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბას, რო­გორც ბრალ­დე­ბა ამ­ბობს. მოვა ის ადა­მი­ა­ნი [გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი] და შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვე­ბი და­ის­მე­ბა. ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ, არ და­მუქ­რე­ბი­ან და მან­ქა­ნა­ში ისე ჩაჯ­და. რა­ნა­ი­რად არის ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა?

პა­ტი­ვის­ცე­მას ვამ­ჟღავ­ნებ, სა­დაც ვხე­დავ, რომ იმ­სა­ხუ­რებს, ეს სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა, თუ ქვეყ­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. თქვენ გე­წყი­ნათ, თუ გულ­ზე მოგ­ხვდათ არ ვიცი, მაგ­რამ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ გყავთ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი? და­სა­ნა­ცი­რე­ბუ­ლი არაა ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ბო­ტა­სე­ბის ქურ­დი? თქვენც პრო­კუ­რო­რი იყა­ვით. ამ საქ­მეს­თან და სხვა საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მზად ვართ მი­ვეხ­მა­როთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, მო­ი­ტა­ნეთ სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი, ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნეთ და მაჩ­ვე­ნეთ შენი მოკ­ლუ­ლია ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი­აო. ძალა თქვენ ხელ­შია, მაგ­რამ ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა. იმე­დი არ მაქვს და არც ენ­თუ­ზი­აზ­მით არ ვარ გან­მსჭვა­ლუ­ლი. მთე­ლი 9 თვე მკვლე­ლე­ბი გვე­ძა­ხეს წი­ნას­წარ, უფ­ლე­ბე­ბი რომ გან­გვი­მარ­ტეთ, ცოტა სა­სა­ცი­ლოა. ცირ­კი გვაქვს და მი­ვი­დეთ - დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო არის ცირ­კი, შა­პი­ტო",- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­სა და არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. მათ ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­შიც.

ამა­ვე ეპი­ზოდ­ზე "ქემ­რის" 3 მგზავ­რი უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია და მათ მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია, მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი არი­ან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში და 16-16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვთ მის­ჯი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ucnauria
2

ცოტა უცნაურია მართლა, უშუალოდ მკვლელები ვინც არიან და ესენი, ვისაც ძმაკაცისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას ედავებიან, ერთი ვადა როგორაა პატიმრობის? ან ის ძმაკაცი, რა უცნაური ადამიანია , ვფიქრობ ბევრი იცის და ხმას აე ირებს

ტატო
18

მერე იკითხავთ, საიდან მოვიდნენ 37-ში დამსმენებიო და აგერ ხართ მათი მსგავსები, რომლებიც ისე ადანაშაულებთ ადამიანებს, რომ წარმოდგენა არ გაქვთ საქმეზე, მათ ნაცნობობაზე აღარაფერს ვამბობ

ავტორი:

"მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში... ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს" - რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?

"მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში... ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს" - რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?

იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას "დააჩაქუჩებთ", თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს.

  • ბრალდებულებმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც საქმის მთავარი მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს. ისინი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ არც მკვლელობა ჩაუდენიათ და არც ამირხანაშვილისთვის აღუკვეთავთ თავისუფლება.

"დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი - პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ.

140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, - განაცხადა გაგნიძემ.

  • "გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ? - ამ სიტყვებით გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს მიმართა.

აღნიშნული მსჯავრდებულმა მოსამართლეს მას შემდეგ უთხრა, რაც მან მის ადვოკატს, შოთა კახიძეს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. კერძოდ, ადვოკატმა ვაჟა ფუხაშვილს შესავალ სიტყვაში განუცხადა, რომ მას „მოსამართლისგან მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის მოლოდინი არ ჰქონდა და ის მისი კოლეგებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“.

ადვოკატმა ფუხაშვილს სანქცირებული მოსამართლეებიც შეახსენა.

აღნიშნულის შემდეგ ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატს შეურაცხყოფის მიყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იქვე შეახსენა, რომ წარსულში თავად ადვოკატი შოთა კახიძეც პროკურორი იყო და მის მიერ სასამართლოში მიტანილი საქმეებიც არაერთხელ განუხილავს.

აღნიშნულს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გამოეხმაურა და მოსამართლეს შეახსენა, რომ თავადაც ყოფილი პროკურორია.

"აქ გვედავებით ადამიანის გატაცებას, როგორც ბრალდება ამბობს. მოვა ის ადამიანი [გურამ ამირხანაშვილი] და შესაბამისი კითხვები დაისმება. ადამიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობა არ განუხორციელებიათ, არ დამუქრებიან და მანქანაში ისე ჩაჯდა. რანაირად არის ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა?

პატივისცემას ვამჟღავნებ, სადაც ვხედავ, რომ იმსახურებს, ეს სასამართლო იქნება, პროკურატურა, თუ ქვეყნის მართლმსაჯულება. თქვენ გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული არ გყავთ მოსამართლეები? დასანაცირებული არაა ყოფილი პროკურორი ბოტასების ქურდი? თქვენც პროკურორი იყავით. ამ საქმესთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მზად ვართ მივეხმაროთ პროკურატურას, მოიტანეთ სიცრუის დეტექტორი, ან მტკიცებულება მოიტანეთ და მაჩვენეთ შენი მოკლულია ან გატაცებულიაო. ძალა თქვენ ხელშია, მაგრამ ყველას მოუწევს პასუხისგება. იმედი არ მაქვს და არც ენთუზიაზმით არ ვარ განმსჭვალული. მთელი 9 თვე მკვლელები გვეძახეს წინასწარ, უფლებები რომ განგვიმარტეთ, ცოტა სასაცილოა. ცირკი გვაქვს და მივიდეთ - დღევანდელი სასამართლო არის ცირკი, შაპიტო",- განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე "ქემრის" 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.