წითელი ზღვის კრიზისი ახალ მასშტაბებს იძენს და პრობლემებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. დიდი ბრიტანეთი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ სუპერმარკეტებში შესაძლოა, გარკვეული პროდუქტების დეფიციტი შეექმნათ და ამის შესახებ მომხმარებლებიც გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, რომ იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში აზია ევროპის მთავარი სავაჭრო მარშრუტის ბლოკირება მოახდინეს, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის.
როგორც „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიებს ფაქტობრივად გაუსამმაგდათ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, პროდუქტის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
"სუეცის არხში გამავალი ტვირთები 60%-ით შემცირდა. კომპანიებს უფრო გრძელი მარშრუტებით უწევთ გადაადგილება, რამაც ტრანსპორტირება დროში გაწელა და ფასსზეც აისახა...წაიკითხეთ სრულად
ჩამოსულ სტუმრებს ყველას უკვირდა სურსათზე ძვირი ფასები სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავაუქმოთ ა,მდენ ჩინოვნიკს ტყუილად ვინახავთ მაინც არაფერს ა კ ე თ ე ბ ე ნ
ახალი იქნება თუ რამე გვიკვირს უკვე.