სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან
"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან

„პა­ლიტ­რა L-ი“ პე­რი­ო­დუ­ლად გვთა­ვა­ზობს წიგ­ნე­ბის სიას, რო­მე­ლიც ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის.

ამ­ჯე­რად, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შეგ­ვირ­ჩია კლა­სი­კუ­რი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, რო­მელ­თა სი­უ­ჟე­ტით სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, უმე­ტე­სად კი ომის თე­მა­ტი­კა­ზე.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გთა­ვა­ზობთ რო­მა­ნებს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან:

რე­მარ­კის ცნო­ბი­ლი ან­ტი­მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი რო­მა­ნი დიდი ოს­ტა­ტო­ბით მოგ­ვი­თხრობს იმ შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა პაულ ბო­ი­მე­რი და მისი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდნენ... ეს გერ­მა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი, ნა­ხევ­რად ბავ­შვე­ბი, ის-ის იყო, სწავ­ლობ­დნენ, რო­გორ ეცხოვ­რათ, რო­გორ ეაზ­როვ­ნათ... მაგ­რამ არ დას­ცალ­დათ - პატ­რი­ო­ტუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნით, ისი­ნი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად აქ­ცი­ეს. ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი ეცე­მა ყო­ველ­დღი­უ­რად ბრძო­ლის ველ­ზე, მათ­თან ერ­თად კვდე­ბა მა­თი­ვე ოც­ნე­ბე­ბი, მიზ­ნე­ბი, იმე­დე­ბი. ეს ბი­ჭე­ბი ისე ტო­ვე­ბენ ამი­ერს, რომ ომის გარ­და თით­ქმის ვე­რაფ­რის ნახ­ვა მო­ას­წრეს...

რე­მარ­კის ამ რო­მა­ნის მი­ხედ­ვით 2022 წელს ედვ­ვარდ ბერ­გე­რის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე.

„ჩი­ტის გა­ლო­ბა“ სე­ბას­ტი­ან ფოლკ­სის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1993 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მას შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. წიგ­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თის არა­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სკო­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­შია შე­ტა­ნი­ლი. მხო­ლოდ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მის­მა ტი­რაჟ­მა ორ-ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ეგ­ზემპლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ახალ­გაზ­რდა ინ­გლი­სე­ლი, სტი­ვენ რე­ის­ფორ­დი, 1910 წელს ჩა­დის საფ­რან­გე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ამი­ენ­ში, სა­დაც იზა­ბელ აზე­რი შე­უყ­ვარ­დე­ბა, გა­თხო­ვი­ლი ქალი, რო­მე­ლიც უბე­დუ­რია ქმარ­თან. წყვი­ლი ამი­ე­ნი­დან გარ­ბის, მაგ­რამ იწყე­ბა ომი, სტი­ვე­ნი ბრძო­ლის ველ­ზეა, სა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნელ სის­ხლის ღვრა­სა და სი­სას­ტი­კე­ში ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ადა­მი­ა­ნო­ბა და სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი. ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს დღი­ურ­ში ნა­ნახ-გან­ცდილს. გავა ათწლე­უ­ლე­ბი და დღი­უ­რი სტი­ვე­ნის შვი­ლიშ­ვილს, ელი­ზა­ბეთს, სხვაგ­ვა­რად და­ა­ნახ­ვებს სამ­ყა­როს, მი­ახ­ვედ­რებს, რომ აწ­მყო წარ­სუ­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. ეს არის რო­მა­ნი სიყ­ვა­რულ­სა და სიკ­ვდილ­ზე, მა­მა­ცო­ბა­სა და ტან­ჯვა­ზე _ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ომის სის­ხლი­ან კა­ლოს ემსხვერ­პლნენ.

რო­მა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ წელს სე­რი­ის ფარ­გლებ­ში - ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოს­ცა.

ეს არის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რის დამ­ფა­სებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რის კა­ლამს ეკუთ­ვნის. ჭეშ­მა­რი­ტი ბრი­ტა­ნუ­ლი იუ­მო­რით და­ხა­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­ლე­რეა - იქ­ნე­ბა ეს სა­კუ­თარ ოჯახ­სა და მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი ჭა­ბუ­კი, ომში თვა­ლის­ჩინ­და­კარ­გუ­ლი კე­თილ­შო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი, თავ­და­ვი­წყე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი „მის გიჟი გოგო“, თუ ქმრის ორ­გუ­ლო­ბით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი ქალი - სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ სი­უ­ჟე­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, კი­თხვის პრო­ცეს­ში მრა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნო წუთს გვპირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კრე­ბუ­ლიც სე­რი­ის ფარ­გლებ­ში - ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მო­ი­ცა.

„მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვიც“ აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ის კი­დევ ერთი წიგ­ნია, რო­მე­ლიც არა­ბი და ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნე­ბის მძი­მე ხვედ­რის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

სა­ნამ დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ომო­ბენ, ნე­ჯ­მა და ეს­ტე­რი მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვე­ბად რჩე­ბი­ან. ნე­ჯ­მა და ეს­ტე­რი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მძევ­ლე­ბი, ომის­გან დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თა­დერ­თხელ, პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში შეხ­ვდე­ბი­ან, მაგ­რამ ვე­ღა­რას­დროს და­ი­ვი­წყე­ბენ ერ­თმა­ნეთს. ეს­ტე­რი დე­დას­თან ერ­თად საფ­რან­გე­თი­დან გა­მო­ექ­ცა ომის სა­ში­ნე­ლე­ბას და ახალ­შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. სწო­რედ იმ ბა­ნაკ­ში გა­და­იკ­ვე­თე­ბა სა­ბე­დის­წე­როდ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და იმავდრო­უ­ლად მშვი­დო­ბას მო­წყუ­რე­ბუ­ლი არა­ბი და ებ­რა­ე­ლი დევ­ნი­ლე­ბის გზა. ორი­ვე გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ბა, მშვი­დო­ბას გა­უ­გე­ბენ გე­მოს, თუმ­ცა სა­ნამ დე­და­მი­წა­ზე ომე­ბია, ვარ­სკვლა­ვე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი ზე­ცის ძი­ე­ბა­ში აგ­რძე­ლე­ბენ ხე­ტი­ალს.

„მშვი­დო­ბით ია­რა­ღო ეს­ტნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მაა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და სიყ­ვა­რუ­ლი. რო­მა­ნი 1929 წელს და­ი­წე­რა და მისი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი - ფრე­დე­რიკ ჰენ­რი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის არ­მი­ის სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის ლე­ი­ტე­ნან­ტი იყო, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს.

რო­მა­ნი "მაცი ხვი­ტია" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო. მას მერე კი, რაც კი­ნო­ფილ­მი "მაცი ხვი­ტია" გა­და­ი­ღეს (1966 წ.), იმა­თაც აი­ტა­ცეს, ვინც ლი­ტე­რა­ტუ­რას "ეკ­რა­ნი­დან კი­თხუ­ლობს". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფილ­მი მა­ინც რე­ჟი­სო­რის გა­აზ­რე­ბუ­ლი და გარ­დაქ­მნი­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, დღეს რას გე­ტყვით ეს წიგ­ნი, რო­გორ და­ი­ნა­ხავთ იმ ეპო­ქა­სა და ამ­ბებს, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძე აღ­წერ­და...

დიდი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ ასა­ხავს კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდს, ძვე­ლი­სა და ახ­ლის ჭი­დილს, ძვე­ლი სამ­ყა­როს კვდო­მას, ბოლ­შე­ვი­კურ-ჩე­კის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ რო­მანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი მხა­რე აქვს, იგი არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბის ახალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და წარ­სუ­ლის ხა­ტე­ბის რღვე­ვას ასა­ხავს. სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, ეპო­ქის სუ­ლის გა­მოკ­ვე­თა იყო ადა­მი­ან­თა სა­ხე­ე­ბად.

ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­ულ-ეპი­კუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი 4 წიგ­ნად. "უქარ­ქა­შო ხმლე­ბი" ათი კა­რის­გან შედ­გე­ბა: - ფეს­ვე­ბი -კა­რიბ­ჭე­ნი - აღ­მარ­თი -ზე­გა­ნი -მწვერ­ვა­ლე­ბი -დამ­რე­ცი -დაღ­მარ­თი -ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა -მჭე­დელ­ნი "უცხო თესლთა" ის­ტო­რია - იქ­მე­ნინ სა­ქარ­თვე­ლო. თუ ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა გი­ტა­ცებთ, გირ­ჩევთ, „უქარ­ქა­შო ხმლე­ბი­თაც“ გა­ამ­დიდ­როთ თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

რო­მა­ნი და­ი­წე­რა საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პე­რი­ოდ­ში მწერ­ლის გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას. ლე­ვან გო­თუა იყო 1920-იანი წლე­ბის ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ლე­ვან გო­თუა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იქნა და სას­ჯელს იხ­დი­და რუ­სეთ­ში, შო­რე­ულ ვორ­კუ­ტა­ში, სა­დაც მან თით­ქმის მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნე (66 წლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 22 წელი) სამ­შობ­ლო­სა­გან მო­წყვე­ტილ­მა გა­ა­ტა­რა. ნა­წარ­მო­ე­ბი იქ­მნე­ბო­და ფა­რუ­ლად, სი­გა­რე­ტის ფურ­ცლებ­ზე და ასე­ვე ფა­რუ­ლად...

„ლა­შა­რე­ლა“ მოგ­ვი­თხრობს მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ზე - თა­მა­რის მემ­კვიდ­რის, ლაშა-გი­ორ­გის გა­მე­ფე­ბი­დან მონ­ღოლ­თა პირ­ვე­ლი შე­მო­სე­ვის ამ­ბე­ბამ­დე. ის­ტო­რი­ულ რო­მან­ში მწერ­ლის ხედ­ვით, მხატ­ვრუ­ლად არის აღ­წე­რი­ლი მე­ფის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ი“ სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­ვი­ზი­ა­რებს.

R

ავტორი:

"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან

"პალიტრა L-ი" გირჩევთ - თებერვლის თვის წიგნები გამომცემლობისგან

„პალიტრა L-ი“ პერიოდულად გვთავაზობს წიგნების სიას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.

ამჯერად, გამომცემლობამ შეგვირჩია კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელთა სიუჟეტით სხვადასხვა საუკუნეში განვითარებულ მოვლენებზეა დაფუძნებული, უმეტესად კი ომის თემატიკაზე.

თავდაპირველად, გთავაზობთ რომანებს მსოფლიო ლიტერატურიდან:

რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, ის-ის იყო, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ... მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით, ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს. ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე, მათთან ერთად კვდება მათივე ოცნებები, მიზნები, იმედები. ეს ბიჭები ისე ტოვებენ ამიერს, რომ ომის გარდა თითქმის ვერაფრის ნახვა მოასწრეს...

რემარკის ამ რომანის მიხედვით 2022 წელს ედვვარდ ბერგერის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციაც გამოვიდა ეკრანებზე.

„ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება, გათხოვილი ქალი, რომელიც უბედურია ქმართან. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე _ იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.

რომანი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს სერიის ფარგლებში - ომებსა და ადამიანებზე გამოსცა.

ეს არის ძალიან ემოციური, ფსიქოლოგიურად დატვირთული მოთხრობების კრებული, რომლებიც ლიტერატურის დამფასებლებისთვის საყვარელი ავტორის კალამს ეკუთვნის. ჭეშმარიტი ბრიტანული იუმორით დახატული პერსონაჟების გალერეა - იქნება ეს საკუთარ ოჯახსა და მშობლიურ სოფელზე შეყვარებული ულამაზესი ჭაბუკი, ომში თვალისჩინდაკარგული კეთილშობილი ინგლისელი, თავდავიწყებით გატაცებული „მის გიჟი გოგო“, თუ ქმრის ორგულობით გაბეზრებული ქალი - სრულიად მოულოდნელ სიუჟეტურ განვითარებასთან ერთად, კითხვის პროცესში მრავალ სასიამოვნო წუთს გვპირდება.

აღნიშნული კრებულიც სერიის ფარგლებში - ომებსა და ადამიანებზე გამოიცა.

„მოხეტიალე ვარსკვლავიც“ აღნიშნული სერიის კიდევ ერთი წიგნია, რომელიც არაბი და ებრაელი გოგონების მძიმე ხვედრის შესახებ გვიამბობს.

სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ნეჯმა და ესტერი მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.

„მშვიდობით იარაღო ესტნესტ ჰემინგუეის ავტობიოგრაფიული რომანია, რომლის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომი და სიყვარული. რომანი 1929 წელს დაიწერა და მისი მთავარი პერსონაჟი - ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იტალიის არმიის საველე ჰოსპიტლის ლეიტენანტი იყო, თავისი ცხოვრების შესახებ თავად გვიამბობს.

რომანი "მაცი ხვიტია" ძალიან პოპულარული და გახმაურებული იყო. მას მერე კი, რაც კინოფილმი "მაცი ხვიტია" გადაიღეს (1966 წ.), იმათაც აიტაცეს, ვინც ლიტერატურას "ეკრანიდან კითხულობს". მოგეხსენებათ, ფილმი მაინც რეჟისორის გააზრებული და გარდაქმნილია. საინტერესოა, დღეს რას გეტყვით ეს წიგნი, როგორ დაინახავთ იმ ეპოქასა და ამბებს, რომელსაც თავის დროზე ანტონ ფურცელაძე აღწერდა...

დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად.

ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო. თუ ისტორიული ლიტერატურის კითხვა გიტაცებთ, გირჩევთ, „უქარქაშო ხმლებითაც“ გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკა.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა. ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად...

„ლაშარელა“ მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე - თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე. ისტორიულ რომანში მწერლის ხედვით, მხატვრულად არის აღწერილი მეფის ცხოვრების დეტალები.

გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სამომავლოდაც გაგვიზიარებს.

R