პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?
ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?

"რუს­თა­ვი 2" -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით,ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ავ­ტო­რი 27 წლის გი­ორ­გი ზარ­ნა­ძეა.

"ბრალ­დე­ბულ­მა დუ­მი­ლი დღეს პირ­ვე­ლად სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­არ­ღვია. მას თა­ვის მარ­თლე­ბა იმ ფო­ტო­ე­ბის გამო მო­უ­წია, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნა. სა­უ­ბა­რია ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air-ის მიერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­ი­სე­ბის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულს ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი.

საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე მჯდო­მი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი კი, დღეს გი­ორ­გი ზარ­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­სა­მარ­თლეს 20 000-ლა­რი­ან გი­რა­ოს სთა­ვა­ზობ­და.

მო­სა­მარ­თლემ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და და­კა­ვე­ბუ­ლი წი­ნას­წარ ორ­თვი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­უშ­ვა. პრო­კუ­რო­რი დღეს მო­სა­მარ­თლის იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ გი­ორ­გი ზარ­ნა­ძემ ჩა­ი­დი­ნა", - ვკი­თხუ­ლობთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე.

ზარი ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სი­დან უნ­გრეთ­ში 14 თე­ბერ­ვალს გან­ხორ­ცი­ელ­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა კომ­პა­ნია Wizz Air-ის ქოლ ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­დას­ცა - ინ­ფორ­მა­ცია მათ ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სი­დან ბარ­სე­ლო­ნას მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და, სა­წყის წერ­ტილ­ში და­აბ­რუ­ნა.

საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, კი­ნო­ლო­გე­ბი და გამ­ნაღმვე­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ან ნივ­თი­ე­რე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა.

ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. 27 წლის გი­ორ­გი ზარ­ნა­ძეს, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 6-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Რეზო
0

Ადამიანის სასჯელი ვის უხარია,

Მაგრამ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მგზავრის ადგილას. Ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური განცდაა. 

ნია
0

იდიოტად რომ დაიბადები

ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?

ვინ არის ახალგაზრდა, ვინც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია Wizz Air-ს მიაწოდა?

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სავარაუდო ავტორი 27 წლის გიორგი ზარნაძეა.

"ბრალდებულმა დუმილი დღეს პირველად სხდომათა დარბაზში, მოსამართლის წინაშე დაარღვია. მას თავის მართლება იმ ფოტოების გამო მოუწია, რომელიც გამოძიებამ ტელეფონში აღმოუჩინა. საუბარია ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ განსახორციელებელი რეისების ამსახველ ინფორმაციაზე, რომელიც დაკავებულს ჰქონდა შენახული.

საბრალდებო სკამზე მჯდომი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღეს გიორგი ზარნაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და დაკავებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა. პროკურორი დღეს მოსამართლის იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ დანაშაული სწორედ გიორგი ზარნაძემ ჩაიდინა", - ვკითხულობთ ტელეკომპანიის ვებგვერდზე.

ზარი ქალაქ ქუთაისიდან უნგრეთში 14 თებერვალს განხორციელდა. ახალგაზრდა მამაკაცმა კომპანია Wizz Air-ის ქოლ ცენტრის თანამშრომელს შეტყობინება გადასცა - ინფორმაცია მათ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა, საწყის წერტილში დააბრუნა.

საქმეში სამართალდამცველები, კინოლოგები და გამნაღმველები ჩაერთნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება. 27 წლის გიორგი ზარნაძეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.