კალიფორნიაში, Meta-ს ყოფილი ინჟინერი, მისი ცოლი და მათი 4 წლის ტყუპი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, 37 წლის ანანდ სუჯით ჰენრიმ, სავარაუდოდ, ჯერ თავისი ვაჟები დახოცა, შემდეგ მეუღლეს ესროლა, ბოლოს კი თავი მოიკლა.
ბავშვების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი საძილე აბების გადამეტებული დოზის მიღების შედეგად დაიღუპნენ. დანაშაულის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
"გამოძიება გრძელდება. დეტექტივები მტკიცებულებების შეგროვებაზე მუშაობენ. ასევე გვაქვს კონტაქტი გარდაცვლილების ოჯახის წევრებთანაც, რათა დანაშაულის მოტივი გავარკვიოთ", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სასამართლოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ჰენრიმ ცოლთან განქორწინება ჯერ კიდევ 2016 წელს მოითხოვა. მაგრამ, როგორც ჩანს, განქორწინება არ შედგა და 2020 წელს წყვილი საცხოვრებლად 2,1 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში გადავიდა.
მერამდენე მილიონერი იკლავს Თავს ოჯახიᲗ