პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა მიკროავტობუსით: თამარ კობახიძის გზა მსოფლიოს გარშემო - "დიდ ქალაქებში უფრო მეტია ხიფათი, მე ძირითადად სოფლებში დავდივარ, მთაში თუ ზღვაზე..."
მოგზაურობა მიკროავტობუსით:  თამარ კობახიძის გზა  მსოფლიოს გარშემო - "დიდ ქალაქებში უფრო მეტია ხიფათი, მე ძირითადად სოფლებში დავდივარ, მთაში თუ ზღვაზე..."

რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა დამ­ღლე­ლი ხდე­ბა, თა­მარ კო­ბა­ხი­ძე თეთრ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჯდე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბას იწყებს. ქვეყ­ნებს არ ით­ვლის, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე ქვე­ყა­ნა აქვს შე­მოვ­ლი­ლი, ზო­გი­ერთ მათ­გან­ში ერთი თვეც რჩე­ბა.

მოგ­ზა­უ­რო­ბა ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და, მაგ­რამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მოგ­ზა­უ­რო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რად­გან მას­ში ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის იდე­ა­ლუ­რი თუ არა, კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა. დგას სა­წო­ლი-ტრანსფორ­მე­რი, მა­გი­და, სკა­მი, პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლოც კი...

ახლა თა­მარს მოგ­ზა­უ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე და­ე­მა­ტა. "ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ წევ­რად აირ­ჩია და სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­გე­ლიც გა­დას­ცა.

- "გუ­შინ შემ­თხვე­ვით გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გა­ვი­ცა­ნი და ჩემი სურ­ვი­ლი გა­ვუ­ზი­ა­რე. დღეც არ გა­სუ­ლა და უკვე ცე­ცხლი და­ან­თო“ - ეს თქვე­ნი ერთ-ერთი ბოლო სტა­ტუ­სი­დან ამო­ნა­რი­დია, უფრო ვრცლად რომ გვი­თხრათ, თა­მარ, ახლა "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ წარ­მო­ად­გენთ, ეს სტა­ტუ­სი რას შეც­ვლის თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში?

- ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე. ჩემ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე იდ­გნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რე­ბის გაც­ნო­ბის, მათი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ზი­ა­რე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მაჩ­ნია.

რო­დე­საც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩავ­დი­ო­დი ან სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბას. რად­გან ქალი ვარ, უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვამ­ყა­რებ­დი ქა­ლებ­თან ან ახალ­გაზ­რდებ­თან, რომ­ლე­ბიც ოც­ნე­ბას იწყე­ბენ, მიზ­ნებს ისა­ხა­ვენ, მათ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ახ­ლაც, რო­დე­საც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გა­ვი­ცა­ნი და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გავ­ხდი, რა თქმა უნდა, კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მო­მე­ცა იმის­თვის, რომ ეს საქ­მე ვა­კე­თო. მე და გი­ორ­გის ბევ­რი კარ­გი იდეა გვაქვს, რომ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შევ­ძლებთ და სა­ერ­თო ძა­ლე­ბით კი­დევ უფრო მეტ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ.

- სულ რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ხართ ნამ­ყო­ფი და ახლა ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებს თუ წა­ი­ღებთ უცხო­ეთ­შიც.

- არც და­მით­ვლია, ალ­ბათ 40-მდე. ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა რა­ო­დე­ნო­ბა, უფრო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და შეგ­რძნე­ბებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­ღებ­დი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებ­საც, თუმ­ცა ამა­ზე ჯერ არ გვი­სა­უბ­რია.

- თა­მარ, ვის­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობთ ხოლ­მე. პირ­ვე­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ი­წყეთ, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე "გა­იქ­ცა...“

- ძი­რი­თა­დად, მარ­ტო ვმოგ­ზა­უ­რობ. ჩემი პირ­ვე­ლი რვათ­ვი­ა­ნი ტურ­ნე ბალ­კა­ნეთ­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ვი­წყე. შემ­დეგ ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო და მარ­ტომ გა­ვაგ­რძე­ლე. პირ­ვე­ლად 17 წლის ასაკ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი ტურ­ნე­ე­ბი ბოლო სამი წე­ლია და­ვი­წყე, პლუს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით. პე­რი­ო­დუ­ლად დედა ჩა­მო­დის, ერ­თმა­ნე­თი გვე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. ჩემს სა­ნა­ხა­ვად იყო მონ­ტე­ნეგ­რო­ში, თურ­ქეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში.

- მოგ­ზა­უ­რობთ მან­ქა­ნით, რაც თით­ქოს არც ისე უსაფრ­თხო უნდა იყოს, ალ­ბათ, ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გექ­ნე­ბათ.

- უსაფრ­თხო დღეს აღარ­სად არის ყოფ­ნა. დიდ ქა­ლა­ქებ­ში უფრო მეტი ხი­ფა­თია, მე ძი­რი­თა­დად სოფ­ლებ­ში დავ­დი­ვარ, მთა­ში თუ ზღვა­ზე... ვცდი­ლობ, თვალს მო­ვე­ფა­რო და არ მი­ვიქ­ციო ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა. ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას ხალ­ხს ვხვდე­ბი, ვე­სა­უბ­რე­ბი, ვუყ­ვე­ბი ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის მიზ­ნებს, რომ სა­ეჭ­ვო არ იყოს ჩემი იქ ყოფ­ნა. ბო­ლოს ისე და­ვახ­ლოვ­დე­ბით ხოლ­მე, რომ არ მა­ნე­ბე­ბენ მან­ქა­ნა­ში ძილს და სახ­ლებ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც ფარ­გლებს გა­რეთ არ მქო­ნია სა­ხი­ფა­თო შემ­თხვე­ვა. ღამე ისე მძი­ნავს, არც ვიცი, ჩემს გარ­შე­მო რა ხდე­ბა.

ხი­ფათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში გა­დამ­ხდა. ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში ავე­დი, რო­გორც მი­თხრეს, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად იყო სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა ღამე დარ­ჩე­ნას არ ვა­პი­რებ­დი. ად­გილ­ზე კან­ტი­კუნ­ტად იდგა სახ­ლე­ბი, სულ ერთი ბებო ვნა­ხე და რამ­დე­ნი­მე კატა. უცებ და­ვი­ნა­ხე ერ­თგან ბევ­რი კაცი იდგა, მუ­შა­ობ­დნენ, ქვა­ფე­ნილს აგებ­დნენ. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ცოტა შე­მე­შინ­და. გა­დავ­წყვი­ტე არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. მოვ­ბრუნ­დი, ჩავ­ჯე­ქი მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში და კარი შიგ­ნი­დან ჩავ­კე­ტე. სოფ­ლი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, 40 კი­ლო­მეტ­რით იყო და­შო­რე­ბუ­ლი ქა­ლაქს და იქამ­დე ტყე უნდა გა­მევ­ლო. ულა­მა­ზე­სი ტყე იყო, გავ­ჩერ­დი, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მინ­დო­და. მან­ქა­ნის კარი რომ მივ­ხუ­რე, მივ­ხვდი რომ ჩა­ი­კე­ტა. იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან ცუ­დად ვიგ­რძე­ნი თავი, ტე­ლე­ფო­ნი მან­ქა­ნა­ში იყო, თხლად მეც­ვა, მცი­ო­და, ხელ­ში მხო­ლოდ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მქონ­და.

ისე აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რომ მივ­ხვდი, შვე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ისევ იმ სო­ფელ­ში უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი. სხვა გზა არ მქონ­და, მი­ვე­დი იმ კა­ცებ­თან და ჩემი დამ­ტვრე­უ­ლი ალ­ბა­ნუ­რით ავუხ­სე­ნი, რაც მჭირ­და. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ყა­რეს ია­რა­ღი, გა­მომ­ყვნენ, თა­ვი­სი მან­ქა­ნით ხე­ლო­სა­ნიც წა­მო­იყ­ვა­ნეს და ისე და­მეხ­მარ­ნენ, თან­ხაც არ გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. ბო­ლოს გზა­ზე და­მა­ყე­ნეს და დაბ­რუნ­დნენ. ისე შემ­რცხვა ჩემი ში­შის...ეს ჩემ­თვის იყო კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი, რად­გან რო­გორც შიში, ისე ყვე­ლა­ფე­რი მო­დის ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან.

- რა მოგ­ცათ ამ წლებ­მა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გზა­ში გა­ა­ტა­რეთ...

- დიდი ემო­ცია, მე­გობ­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე ამ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად ავარ­ჩიე, შევ­ძე­ლი, რომ ჩემი თა­ვის­თვის ბევ­რი რამ და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა. ბევ­რი რა­ღაც არ ვი­ცით სწო­რად, გად­მო­ცე­მებ­ში კი ბევ­რი დე­ტა­ლი იკარ­გე­ბა ან გა­დას­ხვა­ფერ­დე­ბა და ჩვე­ნამ­დე და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მით აღ­წევს. ამ ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი რამ იყო სი­ურპრი­ზი, ასე­ვე ჩემ­თვი­საც კარ­გი ტეს­ტი იყო. მოგ­ზა­უ­რო­ბამ მომ­ცა დრო ფიქ­რის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­საც­ნო­ბად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ფა­სებ­ლად, გე­ოგ­რა­ფი­ის და ის­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლად და მომ­ცა ასე­ვე დრო იმის­თვის, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლი.

- მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ალ­ბათ ბევ­რს კი­თხუ­ლობთ?

- ის, რაც შევ­ძე­ლი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა ჩემი თა­ვის­თვის ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არის წიგ­ნე­ბის კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მა­შინ, რო­დე­საც წლე­ბი რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის გამო, სტან­დარ­ტუ­ლად ვამ­ბობ­დი, რომ ვერ ვას­წრებ­დი წიგ­ნე­ბის კი­თხვას. ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წიგ­ნებს ვეც­ნო­ბო­დი, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის დრო არ მრჩე­ბო­და.

- ალ­ბათ, თქვენს დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ად­გილს წიგ­ნე­ბიც იკა­ვებს, თუ გაქვთ სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად თქვენ­თან არის..

- არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს წა­კი­თხუ­ლი და ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად შეც­ვა­ლა. ასე­თად გა­მოვ­ყოფ­დი ჰა­ლიდ ჰო­სე­ი­ნის წიგნს "ათა­სი მო­ელ­ვა­რე მზე“. მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში ჩას­ვლის, რათა ბა­მი­ა­ნის ბუდა მე­ნა­ხა და სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­მეს­მი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. შარ­შან პა­კის­ტა­ნი­დან ავ­ღა­ნეთ­ში გა­დას­ვლა ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. თა­ლი­ბა­ნის გარ­და ფი­ნან­სურ თე­მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ გი­დის გა­რე­შე არ გიშ­ვე­ბენ, გიდ­მა კი დიდი თან­ხა მო­ი­თხო­ვა, რა­საც ჩემი ბი­უ­ჯე­ტი ვერ გას­წვდე­ბო­და. ამ წიგნ­მა და ავ­ტორ­მა რე­გი­ო­ნის მი­მართ ჩემი ინ­ტე­რე­სი, გუ­ლის­ტკი­ვი­ლი უფრო გა­ზარ­და. რო­დე­საც ბა­მი­ა­ნის ბუდა აა­ფეთ­ქეს, თით­ქოს იმის შემ­დეგ ავ­ღა­ნეთ­ში ჩას­ვლა­მაც აზრი და­კარ­გა.

არის კი­დევ ერთი წიგ­ნი, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის გრე­გო­რი დე­ვიდ რო­ბერტსის "შან­ტა­რა­მი“. ამ წიგ­ნით თა­ვი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ ჩემს ინ­დო­ელ მე­გობ­რებ­თან რომ ვი­სა­უბ­რე, დავ­რწმუნ­დი, რომ იქ დი­დად არ უყ­ვართ და ისე არ უყუ­რე­ბენ ამ წიგნს, რო­გორც ჩვენ. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია გმირ­ზე, რო­მე­ლიც გაქ­ცე­უ­ლი პა­ტი­მა­რია და ყალ­ბი პას­პორ­ტით ინ­დო­ეთ­ში ჩა­დის.

ქარ­თველ ავ­ტო­რებ­ზეც ვი­სა­უბ­რებ, ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის Belacqua, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გახ­და ჩემ­თვის თან სა­ტა­რე­ბე­ლი წიგ­ნი, მეტი ად­გი­ლი არ მაქვს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში... სამ­ჯერ წა­ვი­კი­თხე, მრცხვე­ნია, რომ აქამ­დე არ ვიც­ნობ­დი ამ წიგნს. წლე­ბის წინ ჯან­მრთე­ლო­ბის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა მქონ­და, ერთი ფილ­ტვი ჩა­მე­ფუ­შა და სიკ­ვდილს ძლივს გა­დავ­რჩი. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც Belacqua ჩემ­თვის საყ­ვა­რელ წიგ­ნად იქცა. და­სას­რულს გე­ტყვით, რომ ჩემ­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბა, რაც არ უნდა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერ­დეს, თით­ქმის იგი­ვე ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რა რო­ლიც წიგნს აქვს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ხში­რად რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ვსა­უბ­რობ, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ნა­კი­თხე­ბი არი­ან, ვიდ­რე მე, იმათ მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ წიგ­ნი და მე ეს ყვე­ლა­ფე­რი ვიცი რე­ა­ლო­ბა­ში, იმ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ და იმ ხალ­ხთან მქო­ნია შეხ­ვედ­რა. ამ­ბო­ბენ, მოგ­ზა­უ­რო­ბაც ერთი დიდი წიგ­ნი­აო და მე ამას ვა­დას­ტუ­რებ...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
1

მოგზაურობა საინტერესოა. ცოტა ის სურათი სადაც ინდოელ ქალებთანაა გადაღებული უცნაურად ჩანს. თითქოს თამარის ხელი უნდა იყოს მაგრამ ვიღაცის ფეხია ბოტასით. ფოტოშოპია?

ზურა
1

მშვიდობიანი გზა, უფალს ებარებოდე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მოგზაურობა მიკროავტობუსით: თამარ კობახიძის გზა მსოფლიოს გარშემო - "დიდ ქალაქებში უფრო მეტია ხიფათი, მე ძირითადად სოფლებში დავდივარ, მთაში თუ ზღვაზე..."

მოგზაურობა მიკროავტობუსით:  თამარ კობახიძის გზა  მსოფლიოს გარშემო - "დიდ ქალაქებში უფრო მეტია ხიფათი, მე ძირითადად სოფლებში დავდივარ, მთაში თუ ზღვაზე..."

როდესაც ყოველდღიური რუტინა დამღლელი ხდება, თამარ კობახიძე თეთრ მიკროავტობუსში ჯდება და მოგზაურობას იწყებს. ქვეყნებს არ ითვლის, თუმცა დაახლოებით, 40-მდე ქვეყანა აქვს შემოვლილი, ზოგიერთ მათგანში ერთი თვეც რჩება.

მოგზაურობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მიკროავტობუსით მოგზაურობა პანდემიის პერიოდში დაიწყო. ეს არ არის ჩვეულებრივი მიკროავტობუსი, რადგან მასში ერთი ადამიანისთვის იდეალური თუ არა, კომფორტული გარემოა. დგას საწოლი-ტრანსფორმერი, მაგიდა, სკამი, პატარა სამზარეულოც კი...

ახლა თამარს მოგზაურობის პარალელურად კიდევ ერთი საინტერესო საქმე დაემატა. "ბიბლუსის" შემოქმედებითმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრად აირჩია და სპეციალური სიგელიც გადასცა.

- "გუშინ შემთხვევით გიორგი კეკელიძე გავიცანი და ჩემი სურვილი გავუზიარე. დღეც არ გასულა და უკვე ცეცხლი დაანთო“ - ეს თქვენი ერთ-ერთი ბოლო სტატუსიდან ამონარიდია, უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, თამარ, ახლა "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“ წარმოადგენთ, ეს სტატუსი რას შეცვლის თქვენს მოგზაურობაში?

- ჩემი მოგზაურობა ყოველთვის ადამიანებს უკავშირდება, არასოდეს ვყოფილვარ ორიენტირებული ადგილების მონახულებაზე. ჩემთვის პირველ ადგილზე იდგნენ ადამიანები, რადგან სხვადასხვა კულტურების გაცნობის, მათი ცხოვრების წესის გაზიარების დიდი ინტერესი გამაჩნია.

როდესაც სხვა ქვეყანაში ჩავდიოდი ან საქართველოს რომელიმე რეგიონში, ყოველთვის ვცდილობდი ადამიანებთან დამეგობრებას. რადგან ქალი ვარ, უფრო ახლო ურთიერთობას ვამყარებდი ქალებთან ან ახალგაზრდებთან, რომლებიც ოცნებას იწყებენ, მიზნებს ისახავენ, მათთვის ჩემი ცხოვრების გამოცდილების გაზიარება ყოველთვის საინტერესო იყო.

ახლაც, როდესაც გიორგი კეკელიძე გავიცანი და ამ საზოგადოების ნაწილი გავხდი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომეცა იმისთვის, რომ ეს საქმე ვაკეთო. მე და გიორგის ბევრი კარგი იდეა გვაქვს, რომლის გაერთიანებას შევძლებთ და საერთო ძალებით კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ.

- სულ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და ახლა ქართველი ავტორების წიგნებს თუ წაიღებთ უცხოეთშიც.

- არც დამითვლია, ალბათ 40-მდე. ჩემი მოგზაურობის მიზანი არასოდეს ყოფილა რაოდენობა, უფრო გამოცდილებაზე და შეგრძნებებზეა დამყარებული. სიამოვნებით წავიღებდი ქართველი ავტორების წიგნებსაც, თუმცა ამაზე ჯერ არ გვისაუბრია.

- თამარ, ვისთან ერთად მოგზაურობთ ხოლმე. პირველად მოგზაურობა მეგობართან ერთად დაიწყეთ, რომელიც მალევე "გაიქცა...“

- ძირითადად, მარტო ვმოგზაურობ. ჩემი პირველი რვათვიანი ტურნე ბალკანეთში მეგობართან ერთად დავიწყე. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო და მარტომ გავაგრძელე. პირველად 17 წლის ასაკში ვიმოგზაურე, თუმცა ხანგრძლივი ტურნეები ბოლო სამი წელია დავიწყე, პლუს მიკროავტობუსით. პერიოდულად დედა ჩამოდის, ერთმანეთი გვენატრება ხოლმე. ჩემს სანახავად იყო მონტენეგროში, თურქეთში, ინდოეთში, უზბეკეთში.

- მოგზაურობთ მანქანით, რაც თითქოს არც ისე უსაფრთხო უნდა იყოს, ალბათ, ამ თვალსაზრისით არაერთი საინტერესო ისტორია გექნებათ.

- უსაფრთხო დღეს აღარსად არის ყოფნა. დიდ ქალაქებში უფრო მეტი ხიფათია, მე ძირითადად სოფლებში დავდივარ, მთაში თუ ზღვაზე... ვცდილობ, თვალს მოვეფარო და არ მივიქციო ზედმეტი ყურადღება. ადგილზე ჩასვლისას ხალხს ვხვდები, ვესაუბრები, ვუყვები ჩემი მოგზაურობის მიზნებს, რომ საეჭვო არ იყოს ჩემი იქ ყოფნა. ბოლოს ისე დავახლოვდებით ხოლმე, რომ არ მანებებენ მანქანაში ძილს და სახლებში მეპატიჟებიან. ამ ხნის განმავლობაში არც საქართველოში და არც ფარგლებს გარეთ არ მქონია სახიფათო შემთხვევა. ღამე ისე მძინავს, არც ვიცი, ჩემს გარშემო რა ხდება.

ხიფათთან დაკავშირებით, ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში გადამხდა. ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში ავედი, როგორც მითხრეს, არქიტექტურულად იყო საინტერესო, თუმცა ღამე დარჩენას არ ვაპირებდი. ადგილზე კანტიკუნტად იდგა სახლები, სულ ერთი ბებო ვნახე და რამდენიმე კატა. უცებ დავინახე ერთგან ბევრი კაცი იდგა, მუშაობდნენ, ქვაფენილს აგებდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცოტა შემეშინდა. გადავწყვიტე არ გავჩერებულიყავი. მოვბრუნდი, ჩავჯექი მიკროავტობუსში და კარი შიგნიდან ჩავკეტე. სოფლიდან რომ ჩამოვედი, 40 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქს და იქამდე ტყე უნდა გამევლო. ულამაზესი ტყე იყო, გავჩერდი, ფოტოს გადაღება მინდოდა. მანქანის კარი რომ მივხურე, მივხვდი რომ ჩაიკეტა. იმ მომენტში ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ტელეფონი მანქანაში იყო, თხლად მეცვა, მციოდა, ხელში მხოლოდ ფოტოაპარატი მქონდა.

ისე აეწყო ყველაფერი, რომ მივხვდი, შველის სათხოვნელად ისევ იმ სოფელში უნდა ავსულიყავი. სხვა გზა არ მქონდა, მივედი იმ კაცებთან და ჩემი დამტვრეული ალბანურით ავუხსენი, რაც მჭირდა. დაუყოვნებლივ დაყარეს იარაღი, გამომყვნენ, თავისი მანქანით ხელოსანიც წამოიყვანეს და ისე დამეხმარნენ, თანხაც არ გადამახდევინეს. ბოლოს გზაზე დამაყენეს და დაბრუნდნენ. ისე შემრცხვა ჩემი შიშის...ეს ჩემთვის იყო კარგი გაკვეთილი, რადგან როგორც შიში, ისე ყველაფერი მოდის ჩვენი ქვეცნობიერიდან.

- რა მოგცათ ამ წლებმა, რომელიც ძირითადად გზაში გაატარეთ...

- დიდი ემოცია, მეგობრები, განათლება, ინფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ამ ქვეყნებში, რომლებიც შეგნებულად ავარჩიე, შევძელი, რომ ჩემი თავისთვის ბევრი რამ დამემტკიცებინა. ბევრი რაღაც არ ვიცით სწორად, გადმოცემებში კი ბევრი დეტალი იკარგება ან გადასხვაფერდება და ჩვენამდე დამახინჯებული ფორმით აღწევს. ამ ქვეყნებში ბევრი რამ იყო სიურპრიზი, ასევე ჩემთვისაც კარგი ტესტი იყო. მოგზაურობამ მომცა დრო ფიქრისთვის, საკუთარი თავის გასაცნობად, ღირებულებების გადასაფასებლად, გეოგრაფიის და ისტორიის შესასწავლად და მომცა ასევე დრო იმისთვის, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი.

- მოგზაურობისას ალბათ ბევრს კითხულობთ?

- ის, რაც შევძელი დამებრუნებინა ჩემი თავისთვის ამ წლების განმავლობაში, ეს არის წიგნების კითხვის შესაძლებლობა - მაშინ, როდესაც წლები რუტინული ცხოვრებით ვცხოვრობდი, დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, სტანდარტულად ვამბობდი, რომ ვერ ვასწრებდი წიგნების კითხვას. ძირითადად პროფესიასთან დაკავშირებულ წიგნებს ვეცნობოდი, მხატვრული ლიტერატურისთვის დრო არ მრჩებოდა.

- ალბათ, თქვენს დროებით საცხოვრებელში ადგილს წიგნებიც იკავებს, თუ გაქვთ სამაგიდო წიგნები, რომლებიც მუდმივად თქვენთან არის..

- არსებობს წიგნები, რომლებიც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და ჩემი შეხედულებები რაღაცნაირად შეცვალა. ასეთად გამოვყოფდი ჰალიდ ჰოსეინის წიგნს "ათასი მოელვარე მზე“. მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი ავღანეთში ჩასვლის, რათა ბამიანის ბუდა მენახა და საკუთარი ყურით მომესმინა ყველაფერი. შარშან პაკისტანიდან ავღანეთში გადასვლა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. თალიბანის გარდა ფინანსურ თემასთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ გიდის გარეშე არ გიშვებენ, გიდმა კი დიდი თანხა მოითხოვა, რასაც ჩემი ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა. ამ წიგნმა და ავტორმა რეგიონის მიმართ ჩემი ინტერესი, გულისტკივილი უფრო გაზარდა. როდესაც ბამიანის ბუდა ააფეთქეს, თითქოს იმის შემდეგ ავღანეთში ჩასვლამაც აზრი დაკარგა.

არის კიდევ ერთი წიგნი, რომელიც მოგზაურობასთან ასოცირდება. ეს არის გრეგორი დევიდ რობერტსის "შანტარამი“. ამ წიგნით თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემს ინდოელ მეგობრებთან რომ ვისაუბრე, დავრწმუნდი, რომ იქ დიდად არ უყვართ და ისე არ უყურებენ ამ წიგნს, როგორც ჩვენ. წიგნში მოთხრობილია გმირზე, რომელიც გაქცეული პატიმარია და ყალბი პასპორტით ინდოეთში ჩადის.

ქართველ ავტორებზეც ვისაუბრებ, ზურაბ ქარუმიძის Belacqua, რომელიც ნამდვილად გახდა ჩემთვის თან სატარებელი წიგნი, მეტი ადგილი არ მაქვს მიკროავტობუსში... სამჯერ წავიკითხე, მრცხვენია, რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ წიგნს. წლების წინ ჯანმრთელობის ძალიან დიდი პრობლემა მქონდა, ერთი ფილტვი ჩამეფუშა და სიკვდილს ძლივს გადავრჩი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Belacqua ჩემთვის საყვარელ წიგნად იქცა. დასასრულს გეტყვით, რომ ჩემთვის მოგზაურობა, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თითქმის იგივე ფუნქციის მატარებელია, რა როლიც წიგნს აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ხშირად როდესაც მეგობრებთან ვსაუბრობ, რომლებიც გაცილებით ნაკითხები არიან, ვიდრე მე, იმათ მაგალითად მოჰყავთ წიგნი და მე ეს ყველაფერი ვიცი რეალობაში, იმ ქვეყანაში ვყოფილვარ და იმ ხალხთან მქონია შეხვედრა. ამბობენ, მოგზაურობაც ერთი დიდი წიგნიაო და მე ამას ვადასტურებ...