პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - იგეგმება გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - იგეგმება გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება

"ლა­გუ­ნა ვე­რეს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებს აი­ღე­ბენ. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა მოხ­დე­ბა.

  • კა­ლა­ძის თქმით, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩამ­სვლე­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი ერთ-ერთი პრობ­ლე­მუ­რი ად­გი­ლია დე­და­ქა­ლაქ­ში, რის გა­მოც, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"სა­კი­თხის შეს­წავ­ლამ ცხად­ყო, რომ სა­ჭი­როა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის აღე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი ზო­ლის მო­წყო­ბა. ჩვენ პრო­ექ­ტზე რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც ვმუ­შა­ობ­დით, თუმ­ცა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ზე ვერ მო­ხერ­ხდა.

შემ­დეგ ამას და­ე­მა­ტა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის გარ­კვე­უ­ლის სა­ხით მო­დერ­ნი­ზე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მო­ძებ­ნა, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ თა­ვი­სუფ­ლად იყოს გა­და­ად­გი­ლე­ბა ამ კონ­კრე­ტულ არე­ალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ ამ სა­კი­თხზე და დღეს მთავ­რო­ბა­ზე გა­მო­ვი­ტანთ სა­კითხს ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ვიმ­სჯე­ლებთ და საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­ვუგ­ზავ­ნით. გვინ­და ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა. ჩვენ დე­და­ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში გა­მო­ყოფთ მი­წის ნაკ­ვე­თებს, რომ მე­სა­კუთ­რე­ებ­მა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის გა­და­ტა­ნა შეძ­ლონ.

მო­ნაც­ვლე­ო­ბის შემ­დეგ და­ვი­წყებთ ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის დე­მონ­ტაჟს და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ტრან­სპორ­ტი­სა ადა ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც პრო­ექ­ტი მზად იქ­ნე­ბა, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვაც­ნობთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
0

წავიდა ატკატიიიიი

თემური
0

ლაგუნასთან გზის გაფართოება კარგია, მაგრამ საცობებს მანდ ქმნიან ვერიდან ჩემომავალი ზოლით მოძრავი ავტომობილები, რომლებიც კვეთავენ გვირაბიდან გამოსულ ნაკადს. ამიტომ საუკეთესო იქნება ესტაკადის გაკეთება ვერიდან ჩამომავალი ზოლის, სანაპიროზე არსებულ ესტაკადასთან დასაკავშირებლად

ავტორი:

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - იგეგმება გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - იგეგმება გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოხდება.

  • კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. ჩვენ პროექტზე რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები მის ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა.

შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეულის სახით მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავისუფლად იყოს გადაადგილება ამ კონკრეტულ არეალში შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობაზე გამოვიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ და საკრებულოს გადავუგზავნით. გვინდა ადგილმონაცვლეობა. ჩვენ დედაქალაქში სხვადასხვა ადგილებში გამოყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ.

მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს და პროექტის განხორციელებას. ტრანსპორტისა ადა ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, თბილისის მოსახლეობას გავაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.