Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი" - რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა
"როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი" - რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა

"მე­დი­ა­ზო­ნა" აქ­ვეყ­ნებს იმ პი­რე­ბის სიას, რომ­ლებ­ზეც რუ­სეთ­მა ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიის ბმუ­ლი ამ დრო­ის­თვის, ჩვენ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით, ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღარ არის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ძებ­ნილ­თა სი­ა­ში რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც.

მათ შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" წევ­რე­ბი, ასე­ვე და­ვით ქა­ცა­რა­ვა და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

  • "რო­გო­რი ამ­ბა­ვია, ამო­დე­ნა მტე­რი რომ და­გა­ფა­სებს", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ თე­მას და გან­მარ­ტავს, რომ ამ ამ­ბავ­მა "ხა­სი­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნა".

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი, ადრე იტყოდ­ნენ, უქე­ი­ფოდ გახ­ლდით და ეგ ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი. რო­გო­რი ამ­ბა­ვია, ამო­დე­ნა მტე­რი რომ და­გა­ფა­სებს და პა­ტივს დაგ­დებს და სა­ხელ­მწი­ფოს მტრად გა­მო­გა­ცხა­დებს, არ არის პა­ტა­რა საქ­მე, ძა­ლი­ა­ნაც გა­მი­ხარ­და და ხა­სი­ათ­ზე მო­მიყ­ვა­ნა. თან რომ ჩავ­ხე­დე იმ ჩა­მო­ნათ­ვალს, პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე მეტს ჩვენ გვე­ძე­ბენ რუ­სე­ბი. ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რია მათ­ზე, ვინც უკ­რა­ი­ნა­შია, ან ვინც უკ­რა­ი­ნა­ში იყო. მად­ლო­ბა რუ­სეთს ჩემი აღი­ა­რე­ბის­თვის", - ამ­ბობს ელი­საშ­ვი­ლი.

თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა და­ვით ქა­ცა­რა­ვაც:

"მე­ძე­ბენ რუ­სე­ბი თურ­მე, ზდეს ია, ზდეს", - წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც "მე­დი­ა­ზო­ნა" წერს, ძებ­ნილ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 100 მო­ქა­ლა­ქეა შეყ­ვა­ნი­ლი.

რუ­სეთ­მა ძებ­ნილ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კაია კა­ლა­სიც, თუმ­ცა მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა. ძებ­ნა გა­მო­ცხად­და ეს­ტო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ტა­ი­მარ პე­ტერ­კოპ­ზეც.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რუ­სეთ­მა ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შპიონი
2

რა ძებნა, ბატონო პუტინ გეტყვით მაგის მისამართს და აქ ჩამოსული ვინმე ვანია გააგზავნე, ეგრევე გული წაუვა

ანდრო
11

ორი კუანა

ავტორი:

"როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი" - რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა

"როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს, ეს ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი" - რუსეთმა ალეკო ელისაშვილსა და დავით ქაცარავაზე ძებნა გამოაცხადა

"მედიაზონა" აქვეყნებს იმ პირების სიას, რომლებზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული სიის ბმული ამ დროისთვის, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ცნობილია, რომ ძებნილთა სიაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეყვანილი ჰყავს საქართველოს მოქალაქეებიც.

მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წევრები, ასევე დავით ქაცარავა და ალეკო ელისაშვილი.

  • "როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს", - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ თემას და განმარტავს, რომ ამ ამბავმა "ხასიათზე მოიყვანა".

"სიმართლე გითხრათ, უხასიათოდ ვიყავი, ადრე იტყოდნენ, უქეიფოდ გახლდით და ეგ ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი. როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს და პატივს დაგდებს და სახელმწიფოს მტრად გამოგაცხადებს, არ არის პატარა საქმე, ძალიანაც გამიხარდა და ხასიათზე მომიყვანა. თან რომ ჩავხედე იმ ჩამონათვალს, პირველ ადგილზე ვართ ქართველები, ყველაზე მეტს ჩვენ გვეძებენ რუსები. ძირითადად საუბარია მათზე, ვინც უკრაინაშია, ან ვინც უკრაინაში იყო. მადლობა რუსეთს ჩემი აღიარებისთვის", - ამბობს ელისაშვილი.

თემას ეხმიანება დავით ქაცარავაც:

"მეძებენ რუსები თურმე, ზდეს ია, ზდეს", - წერს ის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, როგორც "მედიაზონა" წერს, ძებნილთა სიაში საქართველოს 100 მოქალაქეა შეყვანილი.

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასიც, თუმცა მითითებული არ არის რაიმე კონკრეტული ბრალდება. ძებნა გამოცხადდა ესტონეთის სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზეც.

წაიკითხეთ ვრცლად: რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრზე ძებნა გამოაცხადა