მალე შესაძლოა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეუძლებელი გახდეს. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტიითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შევიდა.
ამ საკითხს ჟურნალისტი ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ეს არის მარაზმი. ანუ მე, ორი ძაღლი, 10 წელს მიღწეული აკიშო და 6 წლის საი და ორი კატა, ორი წლის მიმი და სამი წლის ლუი (მიუსაფარი იყო და სახლში მოვიყვანე) რომ მყავს სახლში, რა უნდა ვქნა, ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში გავაგდო, თუ მონიტორინგის სამსახურს დავურეკო და გასაჩუქებლად, ქუჩაში გასაშვებად, თუ დასაძინებლად გავატანო? ან ჩემი კატები ვის რას უშავებენ, ან ჩემი ძაღლები? ან ჩემს მეზობლებს, რომელთაგან უმრავლესობას სადარბაზოში სისუფთავის დაცვის აუცილებლობას რომ ვერ შეაგნებინებ, რა უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ ჩემს სახლში მცხოვრები ცხოველების რაოდენობაზე? თუ რა თქმა უნდა, ისინი ღამის 23 საათიდან დილის 9 საათამდე ხმაურით დისკომფორტს არ უქმნიან, ან მთელი დღის განმავლობაშიც არაფერს აშავებენ, სადარბაზოს არ აბინძურებენ და ა.შ. რომელმა დებილებმა წარადგინეს ეს ინიციატივა? აზრს ვის დაეკითხნენ? კანონპროექტი წავიკითხო, რომ შემთხვევით მედიას საკუთარი ინტერპრეტაციები არ ჰქონდეს გამოტანილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად? ძალიან სასაცილოა. მედიას ყოველთვის ის გამოაქვს სააშკარაოზე, რა მარგალიტებსაც ჩვენი ფსევდო კანონმდებლები წარმოადგენენ ხოლმე.
მართლაც ფუუუუ! ქალაქში, სადაც ტროტუარები არ არის (განსაკუთრებით ახალ უბნებში), რომ მშვიდად გაიარო, მარტომ, ბავშვთან, ან ძაღლებთან ერთად, სადაც მშენებელ-დეველოპერებისგან მოსახლეობის შევიწროება პიკს აღწევს, ის აწუხებთ, ვის რამდენი ცხოველი ჰყავს სახლში და რაც ადამიანის ცხოვრებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია, უკაცრავად და ჰკიდიათ. ამ ნიუსებს კიდევ სათაურებს ისე რატომ აწერთ ძვირფასო კოლეგებო, თითქოს ეს იდიოტური ცვლილება უკვე მიღებული იყოს? დააყოლეთ წინ, შესაძლოა ასე მოხდეს კანონში ცვლილების შედეგად-თქო.
ე.ი. ვითხოვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ქუჩაში ცხოველების შესამცირებლად, რომ პატრონები ცხოველებს ქუჩაში არ აგდებდნენ და რა გამოდის, ასეთი დებილური, ლოგიკას მოკლებული პროექტების ინიცირებით ვახალისებთ მიუსაფართა რაოდენობის ზრდას ან მათ ხოცვა-ჟლეტას? პარლამენტში საკუთარი ბიზნესის "დასაკრიშად" შესულებმა ისევ საკუთარ ბიზნესებს რომ მიხედოთ, არ გინდათ? შეგვეშვით!"
იხილეთ ასევე:
თუ შეიძლება ისიც გვითხარით მაგ ჯიშის ლეკვებს რამდენად ყიდით!? თუ კასტრაცია გაქვთ გაკეთებული!?
ძაღლის განავლითაა სავსე ქალაქი. ბასკერვილების ძაღლებით დადიან ტიპები და ალიკაპის გარეშე საბელიც არ უჭირავთ და გავრცელებულია ფრაზა ,,ნუ გეშინია არ იკბინება". ამას არავინ აკონტროლებს. დვდივარ ჩემი დეკორატიული ძაღლით დაიღლიავებული, მეშინია ვინმეს როტვეილერმა არ შეჭამოს. რის სამი ძაღლი.
და კიდევ ის რომ ველობილიკებზე რომ არავინ დადის და ტროტუარებზე დაქრიან სამოკატები და მოტოციკლები ამას ვინმე უყურებს?
და ის გაიგეს კიდევ რომ გამზირის შუაში რომ ჩამოსვამ ადამიანს იმ ადამიანს საქმე ტროტუარზე აქვს და იქნებ დაუბრუნოს ვინმემ გაჩერება მოქალაქეებს მშობლიურ ტროტუართან ახლოს?