Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე
"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე

17 თე­ბერ­ვა­ლი MMA-ის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა. ილია თო­ფუ­რია ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლებს და ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მებ­რძოლს, ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ამა­ვე დღეს UFC-ის კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი­სა და ჰენ­რი სეჰუ­დოს ბრძო­ლას ვნა­ხავთ.

ბრძო­ლე­ბის გა­მარ­თვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე UFC-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე წერს და მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან პა­ტა­რა ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს.

  • "ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­ანთ კვალს ტო­ვე­ბენ UFC-ში, მათ მო­აქვთ სი­ა­მა­ყე და აღი­ა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პა­ტა­რა, მაგ­რამ გამ­ძლე ერის­თვის", - ვკი­თხუ­ლობთ UFC-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ა­ში წე­რია, რომ მე­რაბ ვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა.

"ილია თო­ფუ­რია ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძვის, ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინც ქამ­რის­თვის იბ­რძო­ლებს, მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მი­სით. ეს ჩვენ­თვის ოც­ნე­ბა და მარ­თლაც დიდი საქ­მეა. გიგა ჭი­კა­ძე კი­დევ ერთი სა­ო­ცა­რი მებ­რძო­ლია, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი მის დაბ­რუ­ნე­ბას. გვყავს ასე­ვე რო­მან დო­ლი­ძე“, - ამ­ბობს მე­რა­ბი და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სჯე­რა, მალე უფრო მეტ ქარ­თველ სპორ­ტსმენს ვი­ხი­ლავთ UFC-ში. მე­რა­ბი დას­ძენს, რომ ძა­ლი­ან ამა­ყობს ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბით.

  • დვა­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში MMA არ იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი და შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა იყო, რო­მელ­საც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც ბრძო­ლას, წე­სე­ბის გა­რე­შე.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ UFC-ში ამ მებ­რძო­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში MMA-ის პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­და, რაც შთა­ა­გო­ნებს სპორ­ტსმე­ნე­ბის ახალ თა­ო­ბას. დვა­ლიშ­ვილ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში და შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა თა­ვის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დამ­წყე­ბი მებ­რძო­ლე­ბის­თვის.

"ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მებ­რძოლს, რომ­ლებ­მაც ჩემ გამო და­ი­წყეს MMA, ახლა კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლე­ბი არი­ან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბე­ბე­რი ვარ“, - გა­ე­ცი­ნა დვა­ლიშ­ვილს.

  • დვა­ლიშ­ვი­ლი ოც­ნე­ბობს UFC-ის ბრძო­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თვა­ზე და წარ­მო­იდ­გენს ამას რო­გორ მისი MMA-ის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის კულ­მი­ნა­ცი­ას, მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას, რომ­ლის გარ­შე­მოც მისი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და.

“თუ ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიბ­რძო­ლებ, ეს ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა იქ­ნე­ბა. ეს ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და“, - ამ­ბობს დვა­ლიშ­ვი­ლი.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშო
52

არ გვაინტრესებს.

ლავრენტი
1

ეს ბიჭები, რომ ქართულ სულს ასხივებენ, ის, რომ მათი ქართველობა სულებს გვიფორიაქებს ჩვენ, ეს დიდი ქართული კულტურის შედეგი და ნაყოფია!!!

ყველას მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო მათ სარბიელზე!!!

სამწუხაროდ, ამ ხალხის დიდი დაფასებისა და პატივისცემის მიუხედავად, მათი მონდომება და თავდადება ვერ იხსნის ჩვენს ქვეყანას, ხალხს გადაგვარებისაგან, დეგრადაციისაგან...

ჩვენი ერისა და დიდი კულტურის გადარჩენის, მისი შემდგომი განვითარებისათვის ვისურვებდი საქართველოს ჰყოლოდეს ასეთივე გულანთებული, მაღალი ღირსებით შემკული, კვალიფიციური შვილები პოლიტიკაში და მეცნიერებაში !!!

ავტორი:

"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე

"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე

17 თებერვალი MMA-ის ქართველი სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ილია თოფურია ტიტულისთვის იბრძოლებს და ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, ამავე დღეს UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს ბრძოლას ვნახავთ.

ბრძოლების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მებრძოლებზე წერს და მერაბ დვალიშვილთან პატარა ინტერვიუს აქვეყნებს.

  • "ქართველი მებრძოლები თავიანთ კვალს ტოვებენ UFC-ში, მათ მოაქვთ სიამაყე და აღიარება, თავიანთი პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის", - ვკითხულობთ UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ მერაბ ვალიშვილი UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

"ილია თოფურია ტიტულისთვის იბრძვის, ის პირველი ქართველი იქნება, ვინც ქამრისთვის იბრძოლებს, მე ძალიან ვამაყობ მისით. ეს ჩვენთვის ოცნება და მართლაც დიდი საქმეა. გიგა ჭიკაძე კიდევ ერთი საოცარი მებრძოლია, მოუთმენლად ველოდები მის დაბრუნებას. გვყავს ასევე რომან დოლიძე“, - ამბობს მერაბი და მიანიშნებს, რომ სჯერა, მალე უფრო მეტ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ UFC-ში. მერაბი დასძენს, რომ ძალიან ამაყობს ქართველი სპორტსმენებით.

  • დვალიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში MMA არ იყო პოპულარული და შედარებით უცნობი სპორტის სახეობა იყო, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც ბრძოლას, წესების გარეშე.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ UFC-ში ამ მებრძოლების გამოჩენასთან ერთად, საქართველოში MMA-ის პოპულარობა გაიზარდა, რაც შთააგონებს სპორტსმენების ახალ თაობას. დვალიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სპორტის პოპულარიზაციაში და შთაგონების წყაროდ იქცა თავის მშობლიურ ქალაქში დამწყები მებრძოლებისთვის.

"ვიცნობ რამდენიმე მებრძოლს, რომლებმაც ჩემ გამო დაიწყეს MMA, ახლა კი პროფესიონალი მებრძოლები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბებერი ვარ“, - გაეცინა დვალიშვილს.

  • დვალიშვილი ოცნებობს UFC-ის ბრძოლის საქართველოში გამართვაზე და წარმოიდგენს ამას როგორ მისი MMA-ის სამყაროში მოგზაურობის კულმინაციას, მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის გარშემოც მისი ქვეყანა გაერთიანდებოდა.

“თუ ოდესმე საქართველოში ვიბრძოლებ, ეს ჩემი ოცნების ახდენა იქნება. ეს ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა“, - ამბობს დვალიშვილი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე