მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აჩვენებს ცვლილებები წყნარი ოკეანის ფსკერზე - ლითოსფერული ფილები არ არის სტაბილური და ტექტონიკური პროცესების გამო თანდათან იშლება
რას აჩვენებს ცვლილებები წყნარი ოკეანის ფსკერზე - ლითოსფერული ფილები არ არის სტაბილური და ტექტონიკური პროცესების გამო თანდათან იშლება

წყნა­რი ოკე­ა­ნის და­სავ­ლე­თით ლი­თოს­ფე­რუ­ლი ფი­ლე­ბი არ არის სტა­ბი­ლუ­რი და ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო თან­და­თან იშ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­ში Geophysical Research Letters გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მეც­ნი­ე­რებ­მა წყნა­რი ოკე­ა­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ოთხი წყალ­ქვე­შა ფილა გა­მო­იკ­ვლი­ეს და და­ას­კვნეს, რომ ისი­ნი არც ისე­თი სტა­ბი­ლუ­რია, რო­გორც ჩანს.

"ვი­ცო­დით, რომ გე­ო­ლო­გი­უ­რი დე­ფორ­მა­ცია ისე­თი, რო­გო­რიც არის რღვე­ვა, კონ­ტი­ნენ­ტურ ფი­ლებ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ აქამ­დე არ ვი­ცო­დით, რომ მსგავ­სი რამ ოკე­ა­ნის ფი­ლებ­შიც ხდე­ბო­და", - აცხა­დებს კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი ერ­კან გი­უ­ნი.

ამ კვლე­ვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მა Sciencealert - ი გან­მარ­ტავს, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ კი­დევ 1950-იან წლებ­ში უარ­ყვეს ვა­რა­უ­დე­ბი ოკე­ა­ნის ფსკე­რის თა­ნა­ბა­რი ზე­და­პი­რის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის არ ჰგავს დაბ­ლობს, არა­მედ გაჭ­რი­ლია უფსკრუ­ლე­ბი­თა და მა­სი­უ­რი მთე­ბით.

მთე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა ამ ფი­ლე­ბის შე­ჯა­ხე­ბი­სას, ან პი­რი­ქით, მათი ბზა­რე­ბი­დან ამო­სუ­ლი მაგ­მის გამ­ყა­რე­ბით. მაგ­რამ მეც­ნი­ე­რებს დიდი ხა­ნია სჯე­რო­დათ, რომ ლი­თოს­ფე­რუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბის შიგ­ნით, მათი კი­დე­ე­ბი­დან შორს, დე­და­მი­წის ქერ­ქის დიდი არე­ე­ბი საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ასეთ დე­ფორ­მა­ცი­ას.

ამ ჰი­პო­თე­ზის შე­სა­მოწ­მებ­ლად, კვლე­ვის ავ­ტო­რებ­მა შე­აგ­რო­ვეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­ნა­ცე­მე­ბი ორ ოკე­ა­ნურ პლა­ტო­ზე, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობს ია­პო­ნი­ა­სა და ჰა­ვა­ის შო­რის. გარ­და ამი­სა, მათ შე­ის­წავ­ლეს ონ­ტონგ ჯა­ვის პლა­ტო, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის ჩრდი­ლო­ე­თით, ასე­ვე მა­ნი­ჰი­კის პლა­ტო, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ფი­ჯი­სა და ტონ­გას კუნ­ძუ­ლე­ბის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით. ეს ოკე­ა­ნუ­რი პლა­ტო­ე­ბი მდე­ბა­რე­ობს ასო­ბით და თუნ­დაც ათა­სო­ბით კი­ლო­მეტრში ლი­თოს­ფე­რუ­ლი ფირ­ფი­ტის უახ­ლო­ე­სი სა­ზღვრე­ბი­დან. თუმ­ცა, მკვლევ­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ პლა­ტო­ე­ბი იზი­ა­რე­ბენ დე­ფორ­მა­ცი­ულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი დე­ფორ­მირ­დე­ბი­ან წყნა­რი ოკე­ა­ნის ფი­ლე­ბის კი­დე­ზე წარ­მოქ­მნი­ლი რღვე­ვის ზე­მოქ­მე­დე­ბით.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა წყნა­რი ოკე­ა­ნის მხო­ლოდ ოთხი პლა­ტო გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მათი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ოკე­ა­ნის ფსკე­რის შემ­დგომ კვლე­ვებს და­ეხ­მა­რე­ბა...

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას აჩვენებს ცვლილებები წყნარი ოკეანის ფსკერზე - ლითოსფერული ფილები არ არის სტაბილური და ტექტონიკური პროცესების გამო თანდათან იშლება

რას აჩვენებს ცვლილებები წყნარი ოკეანის ფსკერზე - ლითოსფერული ფილები არ არის სტაბილური და ტექტონიკური პროცესების გამო თანდათან იშლება

წყნარი ოკეანის დასავლეთით ლითოსფერული ფილები არ არის სტაბილური და ტექტონიკური პროცესების გამო თანდათან იშლება, - ამის შესახებ ვკითხულობთ ახლახან ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ოთხი წყალქვეშა ფილა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ისინი არც ისეთი სტაბილურია, როგორც ჩანს.

"ვიცოდით, რომ გეოლოგიური დეფორმაცია ისეთი, როგორიც არის რღვევა, კონტინენტურ ფილებში ხდებოდა, მაგრამ აქამდე არ ვიცოდით, რომ მსგავსი რამ ოკეანის ფილებშიც ხდებოდა", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ერკან გიუნი.

ამ კვლევის კომენტირებისას პოპულარული სამეცნიერო გამოცემა Sciencealert - ი განმარტავს, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში უარყვეს ვარაუდები ოკეანის ფსკერის თანაბარი ზედაპირის შესახებ. ფაქტობრივად, ის არ ჰგავს დაბლობს, არამედ გაჭრილია უფსკრულებითა და მასიური მთებით.

მთები წარმოიქმნება ამ ფილების შეჯახებისას, ან პირიქით, მათი ბზარებიდან ამოსული მაგმის გამყარებით. მაგრამ მეცნიერებს დიდი ხანია სჯეროდათ, რომ ლითოსფერული ფირფიტების შიგნით, მათი კიდეებიდან შორს, დედამიწის ქერქის დიდი არეები საკმაოდ სტაბილური რჩება და არ ექვემდებარება ასეთ დეფორმაციას.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, კვლევის ავტორებმა შეაგროვეს ხელმისაწვდომი მონაცემები ორ ოკეანურ პლატოზე, რომლებიც მდებარეობს იაპონიასა და ჰავაის შორის. გარდა ამისა, მათ შეისწავლეს ონტონგ ჯავის პლატო, რომელიც მდებარეობს სოლომონის კუნძულების ჩრდილოეთით, ასევე მანიჰიკის პლატო, რომელიც მდებარეობს ფიჯისა და ტონგას კუნძულების ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს ოკეანური პლატოები მდებარეობს ასობით და თუნდაც ათასობით კილომეტრში ლითოსფერული ფირფიტის უახლოესი საზღვრებიდან. თუმცა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პლატოები იზიარებენ დეფორმაციულ მახასიათებლებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დეფორმირდებიან წყნარი ოკეანის ფილების კიდეზე წარმოქმნილი რღვევის ზემოქმედებით.

იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა წყნარი ოკეანის მხოლოდ ოთხი პლატო გააანალიზეს, ისინი იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენები ოკეანის ფსკერის შემდგომ კვლევებს დაეხმარება...

მოამზადა: ანა სიბოშვილმა