პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა.
"წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო, მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე.
ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა. ვნახოთ აბა, შარიანი კაცია," - განაცხადა ელისაშვილმა.
რა მასხარა ხაარ შენც კიდე აი ვიც ვუხდით ხელფასებს კლოუნი
კლოუნადას შეეშვი და დროდადრო, თვეში ერთხელ მაინც, შეამოწმე შენი საპარლამენტო ელ–ფოსტა, ხალხი რომ მოგმართავს და ფეხებზე იკიდებ.