მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება - რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს
თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება - რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს

თბი­ლი­სი მოლი 11 წლის არის. იუ­ბი­ლეს მოლი რე­ნო­ვა­ცი­ით ხვდე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და დი­ზა­ი­ნით ის ახალ სი­ცო­ცხლეს შე­ი­ძენს და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სტუმ­რო­ბას კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტულს გახ­დის.

რე­ნო­ვა­ცია მო­ი­ცავს ინ­ტე­რი­ე­რის, კერ­ძოდ, ია­ტა­კის, კედ­ლის, ჭე­რის, მა­ღა­ზი­ის ფა­სა­დე­ბის, გა­ნა­თე­ბე­ბი­სა და შიდა სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გა­ნახ­ლდე­ბა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბიც, რაც ჯამ­ში სამ სარ­თულ­ზეა მო­წყო­ბი­ლი.

„თბი­ლი­სი მოლი პირ­ვე­ლი მო­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რე­ბელს მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი შო­პინგ ცენ­ტრი შეს­თა­ვა­ზა. 11 წე­ლია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ერ­თგუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ჰყავს და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ მუდ­მი­ვად შევ­თა­ვა­ზოთ სი­ახ­ლე­ე­ბი და და­ვახ­ვედ­როთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ რე­ნო­ვა­ცია ჩვენ­თან მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მათ­თვის კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს გახ­დის“, - თა­მარ კიკ­ვა­ძე, თბი­ლი­სი მო­ლის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რე­ნო­ვა­ცი­ის პრო­ექტს LSG Solutions-ი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნია Metta ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ცე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შე­ნებ­ლო და უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯამ­ში 7 თვეს მო­ი­ცავს. მოკ­ლე დრო­ში ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მშე­ნებ­ლო­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი, სწრა­ფად შრო­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ღა­მის სა­ა­თებ­ში ტარ­დე­ბა, რაც თბი­ლი­სი მოლს სრულ­ყო­ფი­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

რე­ნო­ვა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა აპ­რილ­ში იგეგ­მე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სი მოლი მომ­ხმა­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს უმ­ზა­დებს.

თბი­ლი­სი მოლი პირ­ვე­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი შო­პინგ ცენ­ტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 2012 წელს გა­იხ­სნა. მო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი სამ სარ­თულ­ზეა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და 74 000 კვ.-ს იკა­ვებს. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ცნო­ბი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დე­ბი და ქსე­ლე­ბი, ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრედ-კა­ფე­ე­ბი და სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. 15 000 კვ.მ-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ჰი­პერ­მარ­კე­ტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტი, კონ­ტაქ­ტუ­რი ზო­ო­პარ­კი. მო­ლის ზედა სარ­თულ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მრა­ვალ­დარ­ბა­ზი­ა­ნი კი­ნო­თე­ატ­რი, მი­წის­ქვეშ, სამ სარ­თულ­ზე, მო­წყო­ბი­ლია 2000-ად­გი­ლი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მი. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ისე­თი სერ­ვი­სე­ბი, რო­გო­რიც არის უფა­სო პარ­კი­რე­ბა, ქიმ­წმენ­და, მან­ქა­ნის რე­ცხვა, სამ­კერ­ვა­ლო და სხვა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს მეტ კომ­ფორ­ტს უქ­მნის და დრო­ის და­ზოგ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(((((
0

რენოვაცია თუ რეინკარნაცია?

გიო
11

მანდ მე წესიერი არაფერი არ მიყიდია. ფასებიც სულ გაბერილია. სეილი საერთოდ არის? ან რა მაღაზიებია? ზარას და მანგოს ტანსაცმელს სად კერავენ საერთოდ? დაგვცინიან ხალხს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება - რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს

თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება - რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს

თბილისი მოლი 11 წლის არის. იუბილეს მოლი რენოვაციით ხვდება. განახლებული ინფრასტრუქტურითა და დიზაინით ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მომხმარებლისთვის სტუმრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

რენოვაცია მოიცავს ინტერიერის, კერძოდ, იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიის ფასადების, განათებებისა და შიდა სივრცეების მოწყობა-გაუმჯობესებას. განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეებიც, რაც ჯამში სამ სართულზეა მოწყობილი.

„თბილისი მოლი პირველი მოლია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრი შესთავაზა. 11 წელია სავაჭრო ცენტრს ერთგული ვიზიტორები და პარტნიორები ჰყავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები და დავახვედროთ განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა. დარწმუნებულები ვართ, რომ რენოვაცია ჩვენთან მიღებულ გამოცდილებას მათთვის კიდევ უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს გახდის“, - თამარ კიკვაძე, თბილისი მოლის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

რენოვაციის პროექტს LSG Solutions-ი ხელმძღვანელობს, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Metta ახორციელებს. პროცესი საერთაშორისო სამშენებლო და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და ჯამში 7 თვეს მოიცავს. მოკლე დროში ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, მშენებლობა ინოვაციური, სწრაფად შრობადი პროდუქტების გამოყენებით მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები ღამის საათებში ტარდება, რაც თბილისი მოლს სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას აძლევს.

რენოვაციის დასრულება აპრილში იგეგმება. განახლებული თბილისი მოლი მომხმარებელს ბევრ სიახლეს უმზადებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FTbilisiMall%2Fvideos%2F754199099918710%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

თბილისი მოლი პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია საქართველოში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი, კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი, მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.

R