საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონა ლიზა" აგრესიული თავდასხმის სამიზნე კვლავ გახდა - აქტივისტმა ქალებმა ნახატს გოგრის წვნიანი შეასხეს: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ ჯანსაღი კვების უფლება?!"
"მონა ლიზა" აგრესიული თავდასხმის სამიზნე კვლავ გახდა - აქტივისტმა ქალებმა ნახატს გოგრის წვნიანი შეასხეს: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ ჯანსაღი კვების უფლება?!"

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა საფ­რან­გეთ­ში "მონა ლი­ზას" ნა­მუ­შე­ვარს გოგ­რის წვნი­ა­ნი შე­ას­ხეს და ჯან­სა­ღი კვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და მდგრა­დი სა­სურ­სა­თე ლო­ჯის­ტი­კა მო­ი­თხო­ვეს. ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მე-16 სა­უ­კუ­ნის გე­ნი­ა­ლუ­რი ტილო, რო­მე­ლიც ლუვ­რის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, უკვე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა აქ­ტი­ვის­ტე­ბის თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე, თუმ­ცა ძლი­ე­რი დაც­ვის წყა­ლო­ბით ნა­ხა­ტი 1950 წლის შემ­დეგ აღარ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

  • მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "მონა ლიზა" დამ­ცა­ვი შუ­შის შიგ­ნით იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს ორი მო­მი­ტინ­გე ქალი, რომ­ლე­ბიც და ვინ­ჩის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რის წინ დგა­ნან და ამ­ბო­ბენ: "რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლოვ­ნე­ბა თუ იმის უფ­ლე­ბა, რომ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი გვქონ­დეს? თქვე­ნი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სის­ტე­მა სა­ძაგ­ლო­ბაა. ჩვე­ნი ფერ­მე­რე­ბი მუ­შა­ო­ბი­სას იხო­ცე­ბი­ან".

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯგუფ­მა სა­ხე­ლად Riposte Alimentaire-მ აიღო. მათ მიერ X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ქვე­ყა­ნაშ არ­სე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თე ლო­ჯის­ტი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­დე­ლი სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას, მი­ვირ­თვათ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. ამ მი­ზე­ზით, ჯგუფ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­თვი­უ­რად 150-ევ­რო­ი­ა­ნი სა­სურ­სა­თო ბა­რა­თი გა­და­ე­ცეთ.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რიზ­ში ფერ­მე­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. ისი­ნი საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბას და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

მომ­ხდარს საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი რა­ჩი­და დატი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ "მონა ლი­ზას" მი­ზან­ში ამო­ღე­ბას ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებ­და". "რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, მონა ლი­ზაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბაა",- და­წე­რა მან X-ზე.

"მონა ლიზა" დამ­ცა­ვი შუ­შის მიღ­მა 1950-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან მო­ა­თავ­სეს, მას შემ­დეგ, რაც ის ერთ-ერ­თმა ვი­ზი­ტორ­მა მჟა­ვის შეს­ხმის შე­დე­გად და­ა­ზი­ა­ნა. 2019 წელს კი მუ­ზე­უმ­მა მის და­სა­ცა­ვად ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი, უფრო გამჭვირ­ვა­ლე მინა და­ა­მონ­ტა­ჟა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
099.
0

ასე აწყობს მსოფლიოს. ყველგან არეულობა და ერტმანეტის ხოცვა ჟლეტა. ლიდერებს კი მსვიდად ცხოვრება.

ირა
0

ხალხმა გარეკა რა ხდება მსოლიოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მონა ლიზა" აგრესიული თავდასხმის სამიზნე კვლავ გახდა - აქტივისტმა ქალებმა ნახატს გოგრის წვნიანი შეასხეს: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ ჯანსაღი კვების უფლება?!"

"მონა ლიზა" აგრესიული თავდასხმის სამიზნე კვლავ გახდა - აქტივისტმა ქალებმა ნახატს გოგრის წვნიანი შეასხეს: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ ჯანსაღი კვების უფლება?!"

მომიტინგეებმა საფრანგეთში "მონა ლიზას" ნამუშევარს გოგრის წვნიანი შეასხეს და ჯანსაღი კვების უფლებების დაცვა და მდგრადი სასურსათე ლოჯისტიკა მოითხოვეს. ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის გენიალური ტილო, რომელიც ლუვრის მუზეუმში ინახება, უკვე არაერთხელ გამხდარა აქტივისტების თავდასხმის სამიზნე, თუმცა ძლიერი დაცვის წყალობით ნახატი 1950 წლის შემდეგ აღარ დაზიანებულა.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/68121654/vpid/p0h7lwmq"></iframe>
  • მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, რომ "მონა ლიზა" დამცავი შუშის შიგნით იყო მოთავსებული და არ დაზიანებულა.

თვითმხილველების გადაღებულ ვიდეოში ჩანს ორი მომიტინგე ქალი, რომლებიც და ვინჩის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის წინ დგანან და ამბობენ: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ იმის უფლება, რომ ჯანსაღი საკვები გვქონდეს? თქვენი სასოფლო-სამეურნეო სისტემა საძაგლობაა. ჩვენი ფერმერები მუშაობისას იხოცებიან".

მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა ჯგუფმა სახელად Riposte Alimentaire-მ აიღო. მათ მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ქვეყანაშ არსებული სასურსათე ლოჯისტიკის ამჟამინდელი მოდელი საერთოდ არ ითვალისწინებს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, მივირთვათ ჯანსაღი საკვები. ამ მიზეზით, ჯგუფმა მოითხოვა, რომ მოქალაქეებს ყოველთვიურად 150-ევროიანი სასურსათო ბარათი გადაეცეთ.

  • აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პარიზში ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება. ისინი საწვავის გაიაფებას და რეგულაციების გამარტივებას მოითხოვდნენ.

მომხდარს საფრანგეთის კულტურის მინისტრი რაჩიდა დატი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ "მონა ლიზას" მიზანში ამოღებას ვერაფერი გაამართლებდა". "როგორც სხვა დანარჩენი მემკვიდრეობა, მონა ლიზაც მომავალი თაობების საკუთრებაა",- დაწერა მან X-ზე.

"მონა ლიზა" დამცავი შუშის მიღმა 1950-იანი წლების დასაწყისიდან მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ის ერთ-ერთმა ვიზიტორმა მჟავის შესხმის შედეგად დააზიანა. 2019 წელს კი მუზეუმმა მის დასაცავად ტყვიაგაუმტარი, უფრო გამჭვირვალე მინა დაამონტაჟა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ: