პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც" - მეუფე შიო
"რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც" - მეუფე შიო

რწმე­ნას­თან ერ­თად, უნდა ვი­ქო­ნი­ოთ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბიც, ვი­ნა­ი­დან მათ გა­რე­შე სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და, სა­ერ­თოდ, სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, უფალ­თან შეხ­ვედ­რა გარ­და­უ­ვა­ლია, “ამი­ტომ მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს ამ შეხ­ვედ­რის­თვის მზა­დე­ბა..."

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო მე­უ­ფეო, პა­ტი­ო­სან­ნო მა­მა­ნო, ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ ნი­ნო­ო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

წმინ­და ნინო ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წმინ­და­ნია, წმინ­დან­თა შო­რის რჩე­უ­ლი გახ­ლავთ, იმი­ტომ რომ მას მი­ე­ცა ღვთის დიდი ძალა და მად­ლი, რათა თა­ვი­სი ქა­და­გე­ბით და ღვაწ­ლით ჩვე­ნი ერი მო­ექ­ცია ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე.

აი, წმინ­და ილია მარ­თა­ლი (ჭავ­ჭა­ვა­ძე) წერს: „მოგ­ვევ­ლი­ნა წმინ­და ნინო, გვამ­ცნო და გვას­წავ­ლა ქრის­ტეს რჯუ­ლი, რა­მაც გა­ნა­ახ­ლა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ახ­ლის ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის; და ნი­ნოს მო­ცი­ქუ­ლო­ბით მო­ფე­ნილ­მა და დამ­კვიდ­რე­ბულ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ ჩვენ გვიხ­სნა არა მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რად, არა­მედ ხორ­ცი­ე­ლა­დაც.“

დღე­ვან­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის იკი­თხე­ბა ტაძ­რებ­ში სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი იგა­ვი ათი ქალ­წუ­ლის შე­სა­ხებ. იგა­ვი მოგ­ვი­თხრობს, რომ ეს ქალ­წუ­ლე­ბი ლამპრე­ბით ხელ­ში ელო­დე­ბი­ან სი­ძის მოს­ვლას. ბრძენ­მა ქალ­წუ­ლებ­მა თა­ვი­ანთ ლამპრებ­თან ერ­თად მო­ი­მა­რა­გეს ზე­თიც. ამი­ტომ, რო­დე­საც სი­ძემ და­ა­ყოვ­ნა და ღა­მით მო­ვი­და, ისი­ნი ან­თე­ბუ­ლი ლამპრე­ბით შე­ე­გებ­ნენ მას; ხოლო სუ­ლელ ქალ­წუ­ლებს ეს ზეთი შე­მო­აკ­ლდათ. ამი­ტომ სი­ძეს შეხ­ვდნენ ჩამ­ქრა­ლი ლამპრე­ბით და ისი­ნი ქორ­წილ­ში აღარ შე­უშ­ვეს.

სიძე მათ ეტყვის: „ჭეშ­მა­რი­ტად გე­უბ­ნე­ბით, არ გიც­ნობთ თქვენ!“ - აქ სა­უ­ბა­რია ღმერ­თთან შეხ­ვედ­რა­ზე, რაც ყვე­ლა ადა­მი­ანს მო­უ­წევს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. ასე­ვე იმა­ზე, შეძ­ლებს თუ არა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის გამო, ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­როს ღმერ­თს, იმი­ტომ რომ, წმინ­და მა­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ამ იგავ­ში ნახ­სე­ნებ ლამპრის ზეთ­ში სწო­რედ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა.

ეს იგა­ვი გვას­წავ­ლის ჩვენ, რომ რწმე­ნას­თან ერ­თად, უნდა ვი­ქო­ნი­ოთ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბიც, ვი­ნა­ი­დან მათ გა­რე­შე სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და, სა­ერ­თოდ, სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აი, ამ გო­ნი­ერ ქალ­წუ­ლებს ჰქონ­დათ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი. ამი­ტომ მათ იზ­რუ­ნეს, რომ სი­ძეს ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვედ­როდ­ნენ. სუ­ლე­ლებს კი ეს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი არ ჰქონ­დათ.

დღეს ვფიქ­რობთ იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, რო­გორც უნდა ცხოვ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი, - ეს არის ქრის­ტეს­თან შეხ­ვედ­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი. უფალ­თან შეხ­ვედ­რა გარ­და­უ­ვა­ლია. ამი­ტომ მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს ამ შეხ­ვედ­რის­თვის მზა­დე­ბა.

ამ იგა­ვით უფა­ლი იესო ქრის­ტე გვაფრ­თხი­ლებს, რომ ჩვენ­მა უზ­რუნ­ვე­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე; რომ მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდეთ სი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის­თვის. აი, ასე­თი უზ­რუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ზარ­მა­ცობს, თა­ვი­სი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის არა­ფერს აკე­თებს, მაგ­რამ იმე­დი აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, შემ­დგომ­ში მო­ას­წრებს ცხოვ­რე­ბას, შემ­დგომ­ში მო­ას­წრებს სიყ­ვა­რუ­ლის სწავ­ლა­საც, მო­ას­წრებს სი­ნა­ნულს, მო­ას­წრებს გა­მოს­წო­რე­ბას და ის ასე ფიქ­რობს: "ნუთუ ღამე მოვა ღმერ­თი?! ნუთუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოვა ღმერ­თი?! მე ჯერ კი­დევ მო­ვას­წრებ, რო­დის­მე მო­ვალ გონს, როცა შე­მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, რომ სამ­სჯავ­რო ახ­ლოს არის და მალე იქ­ნე­ბა"; მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის სამ­სჯავ­რო მო­დის ღამე ამით და მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მის­თვის ყო­ვე­ლი დრო ღა­მეა. ამ იგავს უფა­ლი იესო ქრის­ტე ას­რუ­ლებს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით: „მაშ, იფხიზ­ლეთ, ვი­ნა­ი­დან არ იცით დღე, არც ჟამი, რო­დე­საც მოვა ძე კა­ცი­სა“.

ამი­ტომ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩვენც ვი­ფხიზ­ლოთ და ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ჩვენ­თვის დარ­ჩე­ნილ დრო­ში კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბით შე­ვავ­სოთ ჩვე­ნი ლამპრე­ბი, გო­ნი­ერ ქალ­წუ­ლებ­თან ერ­თად შე­ვი­დეთ ჩვე­ნი ზე­ცი­უ­რი სი­ძის სა­სუ­ფე­ველ­ში და ვე­ღირ­სოთ მის­გან მა­რა­დი­ულ სი­კე­თე­ებს, რა­შიც შეგ­ვე­წი­ოს ჩვენ წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწო­რი, ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ქალ­წუ­ლი ნინო, რო­მელ­მაც დღეს ჩვენ აქ შეგ­ვკრი­ბა.

მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს, რო­მე­ლიც ბრძან­დე­ბა წმინ­და ნი­ნოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მსა­ხუ­რე­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით მოხ­და ჩვე­ნი ერის ახა­ლი მოქ­ცე­ვა სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე, რის­თვი­საც ჩვენ მას ვმად­ლობთ დი­დად და ვუ­სურ­ვებთ მრა­ვალ­ჟა­მი­ერ დღეგ­რძე­ლო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბას.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ წმინ­და ნი­ნოს დღე­სას­წა­ულს, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ, წმინ­და ნი­ნოს ლოც­ვით, უფალ­მა და­ლო­ცოს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და გა­და­არ­ჩი­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ”, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
0

Ცოტა სხვანაირადაა საქმე:რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. Რწმენით შეიგრძნობა სიყვარული. Სიყვარული ყველასი, მტრისაც კი, უანგარო. Რამეთუ, სადაც სიყვარულია, იქ ადგილი არა აქვს რჯულს(კანონები აღარაა საჭირო). Და უფალი გვეუბნება ჩვენ:მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გვქონდეს......! Და სადაა ეს რწმენა? Რწმენა მოსმენისაგან, მოსმენა უფლის სიტყვისაგან. Იმ უფლისა, რომელიც იმყოფება მაღალში და მიუწვდომელში და თავმდაბალ ადამიანთა გულებში!!! 

კ ო მ ბ ლ ე
6

მაყუთი არაა საჭირო? ეს მართლა ქრისტეს გზას დაადგა ტოო?

ავტორი:

"რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც" - მეუფე შიო

"რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც" - მეუფე შიო

რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, უფალთან შეხვედრა გარდაუვალია, “ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება..."

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი ერი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

აი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის; და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ჩვენ გვიხსნა არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.“

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება ტაძრებში სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ. იგავი მოგვითხრობს, რომ ეს ქალწულები ლამპრებით ხელში ელოდებიან სიძის მოსვლას. ბრძენმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად მოიმარაგეს ზეთიც. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას; ხოლო სულელ ქალწულებს ეს ზეთი შემოაკლდათ. ამიტომ სიძეს შეხვდნენ ჩამქრალი ლამპრებით და ისინი ქორწილში აღარ შეუშვეს.

სიძე მათ ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ!“ - აქ საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რაც ყველა ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს, იმიტომ რომ, წმინდა მამების განმარტებით, ამ იგავში ნახსენებ ლამპრის ზეთში სწორედ კეთილი საქმეები იგულისხმება.

ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რომ რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია.

აი, ამ გონიერ ქალწულებს ჰქონდათ მომარაგებული კეთილი საქმეები. ამიტომ მათ იზრუნეს, რომ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. სულელებს კი ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ.

დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, - ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება.

ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენმა უზრუნველობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე; რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ სიძესთან შეხვედრისთვის. აი, ასეთი უზრუნველი ადამიანი ზარმაცობს, თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემდგომში მოასწრებს ცხოვრებას, შემდგომში მოასწრებს სიყვარულის სწავლასაც, მოასწრებს სინანულს, მოასწრებს გამოსწორებას და ის ასე ფიქრობს: ,,ნუთუ ღამე მოვა ღმერთი?! ნუთუ მოულოდნელად მოვა ღმერთი?! მე ჯერ კიდევ მოვასწრებ, როდისმე მოვალ გონს, როცა შემატყობინებენ, რომ სამსჯავრო ახლოს არის და მალე იქნება"; მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო მოდის ღამე ამით და მისთვის მოულოდნელად, რატომ? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა“.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთეებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.

მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც ბრძანდება წმინდა ნინოს სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი საქართველოში და მისი წინამძღოლობით მოხდა ჩვენი ერის ახალი მოქცევა სარწმუნოებაზე, რისთვისაც ჩვენ მას ვმადლობთ დიდად და ვუსურვებთ მრავალჟამიერ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ”, - განაცხადა მან.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"