პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, რადგან სკოლებმა შემცვლელები ვერ იპოვეს" - გია მურღულია
"საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, რადგან სკოლებმა შემცვლელები ვერ იპოვეს" - გია მურღულია

სა­პენ­სიო ასაკს მიღ­წე­უ­ლი პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სის­ტე­მი­დან ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ გა­ვი­და, სკო­ლებ­ში ისევ დაბ­რუნ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის კონ­სულ­ტან­ტმა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში გია მურ­ღუ­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ სკო­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­და­გო­გე­ბის შემ­ცვლე­ლე­ბი ვერ იპო­ვეს.

მი­სი­ვე თქმით, 5-6 წე­ლი­წად­ში, შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნას.

"ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ახალ ხედ­ვებს სკო­ლა­ში დახ­ვდნენ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ახ­ლე­ბუ­რი ამო­ცა­ნე­ბის კარ­გად გა­და­წყვე­ტას შეძ­ლე­ბენ, თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ან ხან­მოკ­ლე პრო­ცე­სი არ და ვერ იქ­ნე­ბა. რომ და­აკ­ვირ­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასაკს, 52-53 წე­ლია. მარ­თა­ლია, წლე­ბის წინ, სა­პენ­სიო ასა­კის პე­და­გო­გე­ბი სის­ტე­მი­დან გა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნი კვლავ დაბ­რუნ­და უკან, იმი­ტომ, რომ სკო­ლებ­მა ვერ იპო­ვეს შემ­ცვლე­ლე­ბი. თა­ვი­დან­ვე იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თუ კად­რი გყავს, მი­ი­ღებ, მაგ­რამ სა­ნამ იპო­ვი ამ კადრს, გყავ­დეს ძვე­ლი. მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი შე­დე­გი ამან არ გა­მო­ი­ღო. 5-6 წე­ლი­წად­ში ჩვენ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი გვქონ­დეს მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის არ­სე­ბუ­ლი მას­შტა­ბი, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი სრუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის. ვი­წყებ ლო­ბი­რე­ბას იმ აზ­რის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­იძ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს პე­და­გო­გი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი - ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა გვმარ­თებს“, - გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტი პე­და­გო­გე­ბის­თვი­საც, შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვა­ვე­ბულ მო­თხოვ­ნებს ად­გენს.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს ეს ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და მო­სამ­ზა­დე­ბელ პროგ­რა­მებ­ში ასა­ხონ. თქვენ ახლა ახა­ლი სტან­დარ­ტი მის­ცეთ, ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი ძვე­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მით მო­ემ­ზა­დონ, არას­წო­რია“,- გა­ნა­ცხა­და მურ­ღუ­ლი­ამ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
2

სანამ კიდევ არსებობს ფიზიკურად რესურსი, ვისგანაც შეიძლება ისწავლოს და მიიღოს გამოცდილება დამწყებმა მასწავლებელმა , უნდა დროულად მოხდეს ამის დაორგანიზება, თანაც ისე ,რომ არ დაენანოთ ფულის ჩადება ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, თორემ გაივსო ქვეყანა არაპროფესიონალი და უწიგნური "სპეციალისტებით". ბევრი ფული იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმიზნო/უაზროდ. არადა ყვ ელა წამყვან ქვეყანაში განათლებაში სერიოზული რესურსები იდება. დროა აზრზე მოვიდეს ჩვენი განათლების სისტემაც თუ ასეთი არსებობს. ყველა მაჩვენებლებით ბოლო ათეულ ადგილს ვიკავებთ განათლების ხაზით.😒

გოგა
6

დეფიციტი შეიძლება იყოს ფიზიკის ან ქიმიის მასწავლებლებზე. ჩემი გოგო ინგლისურის პედაგოგია თსუს შემდეგ მაგისტრატურა და სპეციალური პედაგოგობის კურსები გაიარა, მაგრამ რამდენი წელია სამსახურს ვერ შოულობს. სკოლები ვაკანსიებს ტყუილად აცხადებენ. ყველგან შერჩეული ყავთ უკვე ვინმე შინაური

ავტორი:

"საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, რადგან სკოლებმა შემცვლელები ვერ იპოვეს" - გია მურღულია

"საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, რადგან სკოლებმა შემცვლელები ვერ იპოვეს" - გია მურღულია

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილი, რომელიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სისტემიდან ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ გავიდა, სკოლებში ისევ დაბრუნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ სკოლებმა აღნიშნული პედაგოგების შემცვლელები ვერ იპოვეს.

მისივე თქმით, 5-6 წელიწადში, შესაძლოა, მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნას.

"ჩვენი სურვილია, რომ ახალ ხედვებს სკოლაში დახვდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ ახლებური ამოცანების კარგად გადაწყვეტას შეძლებენ, თუმცა ეს მარტივი ან ხანმოკლე პროცესი არ და ვერ იქნება. რომ დააკვირდეთ მასწავლებლების საშუალო ასაკს, 52-53 წელია. მართალია, წლების წინ, საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ დაბრუნდა უკან, იმიტომ, რომ სკოლებმა ვერ იპოვეს შემცვლელები. თავიდანვე იყო გათვალისწინებული, თუ კადრი გყავს, მიიღებ, მაგრამ სანამ იპოვი ამ კადრს, გყავდეს ძველი. მაინცდამაინც დიდი შედეგი ამან არ გამოიღო. 5-6 წელიწადში ჩვენ შეიძლება სერიოზული დეფიციტი გვქონდეს მთელი რიგი მიმართულებით. მასწავლებელთა მომზადების არსებული მასშტაბი, როგორც ჩანს, ჩვენი სრული საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ვიწყებ ლობირებას იმ აზრის, რომ საქართველოს შეიძლება სჭირდებოდეს პედაგოგიკური უნივერსიტეტი - ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს“, - განაცხადა მურღულიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი პედაგოგებისთვისაც, შესაბამისად, განსხვავებულ მოთხოვნებს ადგენს.

"უნივერსიტეტებმა მასწავლებლების მომზადების დროს ეს ახალი სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ და მოსამზადებელ პროგრამებში ასახონ. თქვენ ახლა ახალი სტანდარტი მისცეთ, ახალი სახელმძღვანელოები და მასწავლებლები კი ძველებური მიდგომით მოემზადონ, არასწორია“,- განაცხადა მურღულიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.