პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა" - 13 წლის გოგონას ჩვენება, რომლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სამხედრო დააკავეს
"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა" - 13 წლის გოგონას ჩვენება, რომლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სამხედრო დააკავეს

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 23 წლის ჯა­რის­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლი 13 წლის გო­გო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო, რო­მელ­საც Facebook-ით სა­უბ­რი­სას, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო/ვი­დეო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლას­თან დახ­ვედ­რით და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქ­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა.

"კუ­რი­ერ­მა" არას­რუ­წლო­ვა­ნი გო­გოს ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს აღ­წერს. საქ­მის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნია, სა­დაც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, ასე­ვე მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მი­მო­წე­რა იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ 23 წლის მა­მა­კა­ცი ამ მე­თო­დით სხვა არას­რულ­წლოვ­ნებ­საც აშან­ტა­ჟებ­და, რის გა­მოც, შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა წრე გა­ი­ზარ­დოს.

  • სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დე­დამ მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც მო­ზარ­დი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მშობ­ლის­თვის ეთ­ქვა. სა­ჩი­ვარ­ში ქალი წერს, რომ მის არას­რულ­წლო­ვან შვილს მა­მა­კა­ცი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ეც­ნო და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მას სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბას აი­ძუ­ლებ­და.

"მე­მუქ­რე­ბო­და, რომ თუ არ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი შიშ­ველ ფო­ტო­ებს, სკო­ლას­თან დამ­ხვდე­ბო­და და მცემ­და. შე­მე­შინ­და, მარ­თლა რამე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა ჩემ­თვის და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, გა­და­მე­ღო შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და გა­მეგ­ზავ­ნა მის­თვის. შემ­დეგ ჯერ­ზე მე­მუქ­რე­ბო­და, დე­და­შენს ვაჩ­ვე­ნებ რაც გა­მო­მიგ­ზავ­ნე, თუ ისევ არ გა­და­ი­ღებ ისეთ ვი­დე­ო­ებს, რო­გორ­საც მე გე­ტყვიო" - ნათ­ქვა­მია ჩვე­ნე­ბა­ში.

"ემუქ­რე­ბო­და, რომ გა­და­ე­ღო მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, მათ შო­რის კბი­ლის ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­ე­ღო ისე­თი სა­ხის ვი­დეო, რაც თა­ვად სურ­და. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბო­და, რომ სკო­ლას­თან დახ­ვდე­ბო­და და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბო­და", - ამ­ბობს საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
10

გალაკტიონი ლოთიც იყო

ფისოს მოპასუხეს
0

მისი დაწერილი კომენტარის სწორად გააზრება შეგიძლიათ?

შეურაცხყოფის მიყენება კი - ვხედავ უკეთ გამოგდით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა" - 13 წლის გოგონას ჩვენება, რომლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სამხედრო დააკავეს

"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა" - 13 წლის გოგონას ჩვენება, რომლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სამხედრო დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გუშინ უმძიმესი ამბავი გაავრცელა. უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.

ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

"კურიერმა" არასრუწლოვანი გოგოს ჩვენება მოიპოვა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულს აღწერს. საქმის მთავარი მტკიცებულება დაკავებულის მობილური ტელეფონია, სადაც გამომძიებლებმა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მუქარის შემცველი მიმოწერა იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 23 წლის მამაკაცი ამ მეთოდით სხვა არასრულწლოვნებსაც აშანტაჟებდა, რის გამოც, შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულის დედამ მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდი იძულებული გახდა მომხდარის შესახებ მშობლისთვის ეთქვა. საჩივარში ქალი წერს, რომ მის არასრულწლოვან შვილს მამაკაცი სოციალურ ქსელში გაეცნო და ასაკის მიუხედავად, მას სექსუალური სცენების გადაღებას აიძულებდა.

"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა. შემეშინდა, მართლა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის და იძულებული გავხდი, გადამეღო შიშველი ფოტოები და გამეგზავნა მისთვის. შემდეგ ჯერზე მემუქრებოდა, დედაშენს ვაჩვენებ რაც გამომიგზავნე, თუ ისევ არ გადაიღებ ისეთ ვიდეოებს, როგორსაც მე გეტყვიო" - ნათქვამია ჩვენებაში.

"ემუქრებოდა, რომ გადაეღო მისთვის სასურველი ვიდეოები, მათ შორის კბილის ჯაგრისის გამოყენებით გადაეღო ისეთი სახის ვიდეო, რაც თავად სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ სკოლასთან დახვდებოდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა", - ამბობს საქმის გამომძიებელი.