მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"
ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კიმ ჩენ ინის მიწ­ვე­ვით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ეწ­ვე­ვა - ამის შე­სა­ხებ კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს (KCNA) გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­ზი­ტის ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი ღრმა მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს იმ ფაქ­ტის გამო, რომ კიმ ჩენ ინმა იგი ფხე­ნი­ან­ში მი­იწ­ვია" - ნათ­ქვა­მია KCNA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­ნამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჩოი სონგ ჰუი რუ­სეთს ეწ­ვია. მან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მარ­თა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­თან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც შეხ­ვდა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბა­რი "ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებს" შე­ე­ხო.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ The Guardian, ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პორ­ტში კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სამი რუ­სუ­ლი გემი შე­ნიშ­ნეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დად­გე­ნა, თუ რა იყო კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა რუ­სე­თის­თვის საბ­რძო­ლო ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას ცდი­ლობ­და. ვა­შინგტო­ნის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და­მა­ტე­ბით სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს რო­გორც ფხე­ნი­ანს, ასე­ვე მოს­კოვს.

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყვეს. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი ია­რა­ღი უკ­რა­ი­ნის ფრონტზე არ გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეხ
2

ჩვენები როდის გაემგზავრებიან ,პუტინის კვალს მიყვებიან,სადაც პუტინი საქართველოც იქ. ჩინეთის მერე. ჩრდ.კორეაა რიგში

w
13

რა გაბანძდა ვის ეხვეწება სად მიდის ეს ჩ/სა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინის მიწვევით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ კიმ ჩენ ინმა იგი ფხენიანში მიიწვია" - ნათქვამია KCNA-ს განცხადებაში.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონგ ჰუი რუსეთს ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მოგვიანებით კი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ საუბარი "ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს" შეეხო.

  • შეგახსენებთ, რომ The Guardian, ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის პორტში კონტეინერებით დატვირთული სამი რუსული გემი შენიშნეს. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა იყო კონტეინერებში.

დასავლური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას ცდილობდა. ვაშინგტონის თქმით, ასეთ შემთხვევაში, შეერთებული შტატები დამატებით სანქციებს დაუწესებს როგორც ფხენიანს, ასევე მოსკოვს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბრალდებები უარყვეს. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეული იარაღი უკრაინის ფრონტზე არ გაიგზავნება.