პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს
"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს

ლე­გენ­და­რუ­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არა­ბულ :ალ-ნას­რში“ თა­მა­შობს "ოქ­როს ბურ­თი­სა“ და The Best-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აკ­რი­ტი­კებს.

"ვფიქ­რობ, ეს ჯილ­დო­ე­ბი ამა თუ იმ ხა­რის­ხით თა­ვის ავ­ტო­რი­ტეტს კარ­გავს. ჩვენ მთე­ლი სე­ზო­ნი უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­სიმ არ და­იმ­სა­ხუ­რა პრი­ზი, ან ჰო­ლან­დმა და მბა­პემ.

უბ­რა­ლოდ, მე აღარ მჯე­რა ამ ჯილ­დო­ე­ბის, იმი­ტომ კი არა, რომ მე მო­ვი­გე Global Soccer Awards. არის ფაქ­ტი, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იტყუ­ე­ბი­ან. ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს ბომ­ბარ­დი­რის ტი­ტუ­ლი წა­მარ­თვან, იმი­ტომ რომ ეს ნამ­დვი­ლია. ეს ბედ­ნი­ერს მხდის, იმი­ტომ, რომ ციფ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს ამ­ტკი­ცებს“, - გა­ნა­ცხა­და რო­ნალ­დუმ.

  • ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გახ­დე­ბა თუ არა კი­დევ ერთხელ "ოქ­როს ბურ­თის“ ან The Best-ის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა უპა­სუ­ხა, რომ ამა­ზე არ ფიქ­რობს.

"ჩვენ ვი­ცით, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, მე კლუბ­სა და ნაკ­რებ­ზე ვფიქ­რობ. ჯილ­დო­ე­ბი კარ­გი სე­ზო­ნის შემ­დეგ მო­დის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამა­ზე ბევ­რს არ ვფიქ­რობ“, - თქვა ფეხ­ბურ­თელ­მა.

  • მან კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი:

"პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში თა­მაშს არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში 39 წელი შე­მის­რულ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს და შემ­დეგ წელს "ალ-ნას­რი­ში“ ვი­თა­მა­შებ - ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, რო­დე­საც 40 წელი შე­მის­რულ­დე­ბა.

40 წლის ასაკ­ში ასე თა­მა­ში - დიდი მი­ზა­ნია. მერე, თუკი ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა, 41-მდე, 42-მდე შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ არ ვი­ცით. თუმ­ცა პორ­ტუ­გა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში თა­მა­ში არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - ამ­ბობს კრიშ­ტი­ა­ნუ.

  • რო­გორც ჩანს, რონი სა­უ­დის არა­ბეთ­ში ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რია და თა­ვის თავს არა­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხე­დავს.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ "ალ-ნას­რი­ში“. სა­უ­დის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შია, ამას დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ჩვენ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ვალთ. ვფიქ­რობ, სა­უ­დის პრო-ლიგა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სამ ლი­გა­ში მოხ­ვდე­ბა. ხალ­ხი ამით ია­მა­ყებს.

სა­უ­დის ლიგა უკვე ბევ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია, ვიდ­რე ლიგა 1, ამას ვამ­ბობ, იმის შემ­დეგ, რაც 1 წელი აქ გა­ვა­ტა­რე. ჩვენ უკვე ახლა ფრან­გულ ფეხ­ბურთზე უკე­თე­სი ვართ", - თქვა ფეხ­ბურ­თელ­მა.

სხვა­თა შო­რის, რო­ნალ­დუმ "ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის“ ჯილ­დო მო­ი­გო. 2023-2024 წლე­ბის სე­ზონ­ში მას 18 მატჩში 20 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი და 9 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
9

რატომ? ობიექტურია შენზე მეტი რომ აქვს მესის. და ვისაც მესიზე უკეთესი ჰგონიხარ ჯობია საერთოდ დაანებოს ფეხბურთის ყურებას თავი და ბეათლონს უყუროს.

....
1

შენ საქართველოში უნდა ნახო რამდენ გოლს გაიტან :D :D 

ავტორი:

"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს

"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს

ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად არაბულ :ალ-ნასრში“ თამაშობს "ოქროს ბურთისა“ და The Best-ის დაჯილდოების ორგანიზატორებს აკრიტიკებს.

"ვფიქრობ, ეს ჯილდოები ამა თუ იმ ხარისხით თავის ავტორიტეტს კარგავს. ჩვენ მთელი სეზონი უნდა გავაანალიზოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მესიმ არ დაიმსახურა პრიზი, ან ჰოლანდმა და მბაპემ.

უბრალოდ, მე აღარ მჯერა ამ ჯილდოების, იმიტომ კი არა, რომ მე მოვიგე Global Soccer Awards. არის ფაქტი, არსებობს კონკრეტული რიცხვები, რომლებიც არ იტყუებიან. ისინი ვერ შეძლებენ მსოფლიოს ბომბარდირის ტიტული წამართვან, იმიტომ რომ ეს ნამდვილია. ეს ბედნიერს მხდის, იმიტომ, რომ ციფრები ყველაფერს ამტკიცებს“, - განაცხადა რონალდუმ.

  • ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა კიდევ ერთხელ "ოქროს ბურთის“ ან The Best-ის ჯილდოს მფლობელი, პორტუგალიელმა უპასუხა, რომ ამაზე არ ფიქრობს.

"ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე კლუბსა და ნაკრებზე ვფიქრობ. ჯილდოები კარგი სეზონის შემდეგ მოდის. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ“, - თქვა ფეხბურთელმა.

  • მან კარიერის დასრულებაზეც გააკეთა კომენტარი:

"პორტუგალიაში თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. რამდენიმე დღეში 39 წელი შემისრულდება. მიმდინარე წელს და შემდეგ წელს "ალ-ნასრიში“ ვითამაშებ - ეს ყველაზე მეტად მინდა. ვნახოთ, რა იქნება, როდესაც 40 წელი შემისრულდება.

40 წლის ასაკში ასე თამაში - დიდი მიზანია. მერე, თუკი ყველაფერი ნორმალურად იქნება, 41-მდე, 42-მდე შეიძლება. ჩვენ არ ვიცით. თუმცა პორტუგალიის ჩემპიონატში თამაში არ განიხილება", - ამბობს კრიშტიანუ.

  • როგორც ჩანს, რონი საუდის არაბეთში ნამდვილად ბედნიერია და თავის თავს არაბული ფეხბურთის განვითარებაში ხედავს.

"ძალიან ბედნიერი ვარ "ალ-ნასრიში“. საუდის ჩემპიონატი განვითარების პროცესშია, ამას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უმაღლეს დონეზე გავალთ. ვფიქრობ, საუდის პრო-ლიგა მსოფლიოს საუკეთესო სამ ლიგაში მოხვდება. ხალხი ამით იამაყებს.

საუდის ლიგა უკვე ბევრად კონკურენტუნარიანია, ვიდრე ლიგა 1, ამას ვამბობ, იმის შემდეგ, რაც 1 წელი აქ გავატარე. ჩვენ უკვე ახლა ფრანგულ ფეხბურთზე უკეთესი ვართ", - თქვა ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, რონალდუმ "ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელის“ ჯილდო მოიგო. 2023-2024 წლების სეზონში მას 18 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე
×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"