უმძიმესი ფაქტი მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. შემთხვევა სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა, რის შემდეგაც გოგონამ ოჯახს საშველად დაურეკა.
საქმეში დაზარალებული 14 წლის გოგოს ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს, რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.
"ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვლიდით, ვაჭმევდით და ვინახავდით. იმ დღეს კი ქელეხის სუფრას ვამზადებდით და ჩემი შვილიშვილი ჩავაბარეთ ფერმაში მაგ უნამუსო კაცს, მან კიდე გააუპატიურა, რის შემდეგაც ბავშვმა დედას დაურეკა და შველა ითხოვა. ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ ამ უნამუსო კაცს" - ამბობს გოგოს ბებია.
მომხდარზე გამოძიება 117 სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137 გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
ნახეთ ასევე:
14 წლის ბავშვი აღარაა ,ვინმეს რომ ჩააბარონ, და სახლში ვერ დატოვეს, მერე. ფერმაში რად დარჩა ეს ბავშვი, მე ასე ვიტყოდი, ალბათ თვითონ დარჩა მერე, თვითონ ქელეხის სუფრას შლიდნენ და ეს ძროხებთან თუ ღორებთან ფერმაში დატოვეს? რაღაცა სპექტაკლია, ისე ბოლო პერიოდში ასეთიი ამბების გაშუქება მომრავლდა.ეს სპეც დავალებაა, იხდიან ფულს, ამ გაჭირვებულ საქართველოში ფულის გამო კაცი ყველაფერზეა წამსვლელი, აი როგოე ანგრევენ ტრადიციის მატარებელი ხალხის ფსიქიკას, ევროპა და ამერიკა,
დაჭერა და სიკვდილი არა....დაკოდე და გაუშვი მასეთებზე ეგაა წამალი...