პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა
აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა

აფხაზ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ცისა გუმ­ბამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც წერს, რომ აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ "შე­არ­ყია აფხა­ზე­თი“ და რომ მოს­კო­ვის­თვის გა­და­ცე­მულ ობი­ექტს "უზარ­მა­ზარ ის­ტო­რი­უ­ლი, ეკო­ლო­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა“ აქვს აფხა­ზე­თის მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი ხალ­ხის­თვის.

"ჩვენ არ გვჯე­რა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჩრდილ­ში და­ა­ყე­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თქვე­ნი თან­ხმო­ბი­თაა მი­ღე­ბუ­ლი. გვგო­ნია, რომ თქვენს ზურგს უკან გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი მთლი­ა­ნად გა­და­აქვს რუ­სეთ­ზე და გვარ­წმუ­ნებს, რომ სწო­რედ რუ­სე­თი ითხოვს მის გა­და­ცე­მას", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

გუმ­ბა ამ­ბობს, რომ აფხა­ზე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან უთან­ხმო­ე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­გორც ან­ტი­რუ­სულ გან­წყო­ბას, "რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არ­სე­ბობს“.

გუმ­ბას იმე­დი აქვს, რომ "გა­მო­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რი", ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა აფხა­ზე­ბის გუ­ლის­ტკი­ვილს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბით.

"აღ­მოვ­ჩნდით ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მხო­ლოდ თქვენს ავ­ტო­რი­ტე­ტულ სი­ტყვას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდა და სი­ტუ­ა­ცია ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­აბ­რუ­ნოს“, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

თარ­გმნა ანას­ტას­ტია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
0

9 იანვრის სისხლიან კვირას მაგონებს!!

ტიტუ
3

ამას წინათ youtube-სოლოვეი ლაპარაკობდა ახალი პუტინი 10 სმ -ით უფრო მაღალია და 8-10 წლით უფრო ახალგაზრდაა ძველზეო. ძველი ჯერ ისევ მაცივარში დევსო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა

აფხაზეთიდან პუტინს წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ვერ იჯერებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის მითვისება პუტინმა იცოდა

აფხაზმა საზოგადო მოღვაწე ცისა გუმბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ "შეარყია აფხაზეთი“ და რომ მოსკოვისთვის გადაცემულ ობიექტს "უზარმაზარ ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა“ აქვს აფხაზეთის მრავალტანჯული ხალხისთვის.

"ჩვენ არ გვჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია ჩრდილში დააყენოს ჩვენი ქვეყნების კეთილგანწყობილი და პარტნიორული ურთიერთობა თქვენი თანხმობითაა მიღებული. გვგონია, რომ თქვენს ზურგს უკან გადაიდგა ნაბიჯები, რომელსაც, სამწუხაროდ, შეუძლია ჩვენი სახელმწიფოების ინტერესებს ზიანი მიაყენოს. აფხაზეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობები მთლიანად გადააქვს რუსეთზე და გვარწმუნებს, რომ სწორედ რუსეთი ითხოვს მის გადაცემას", - ნათქვამია მიმართვაში.

გუმბა ამბობს, რომ აფხაზების ხელისუფლებასთან უთანხმოებას წარმოადგენენ, როგორც ანტირუსულ განწყობას, "რაც სინამდვილეში არ არსებობს“.

გუმბას იმედი აქვს, რომ "გამოჩენილი მსოფლიო ლიდერი", ვლადიმერ პუტინი, გაგებით მოეკიდება აფხაზების გულისტკივილს, რაც გამოწვეულია დაცული ტერიტორიის გასხვისებით.

"აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც მხოლოდ თქვენს ავტორიტეტულ სიტყვას შეუძლია შეაჩეროს ამ დაძაბულობის ზრდა და სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნოს“, - ნათქვამია მიმართვაში. წყარო

იხილეთ ასევე:

თარგმნა ანასტასტია შალიკაშვილმა