პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ ხელი ხელზე მომკიდა, გამომხედა და მითხრა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო... ამატირეთ მაინც რა" - პაატა გულიაშვილის ემოციური ინტერვიუ
"მამამ ხელი ხელზე მომკიდა, გამომხედა და მითხრა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო... ამატირეთ მაინც რა" - პაატა გულიაშვილის ემოციური ინტერვიუ

მსა­ხი­ობ­მა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა, რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვიუ ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა და მსა­ხი­ობ­მა სა­უბ­რი­სას ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

  • პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი:

"მახ­სოვს, მა­მას პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტე­ვა ჰქონ­და (მა­შინ გა­დარ­ჩა) და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში სა­კა­ცით შე­ვიყ­ვა­ნეთ. თვა­ლე­ბი ჰქონ­და და­ხუ­ჭუ­ლი. მე ვე­დე­ქი თავ­ზე და ხელი ხელ­ზე მომ­კი­და, გა­მომ­ხე­და და მი­თხრა, რამე რომ და­მე­მარ­თოს, ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს გა­უფრ­თხილ­დიო...ვუფრ­თხილ­დე­ბი (გუ­ლის­ხმობს დე­დას - რედ.)

მე როცა გავჩნდი, დედა 16 წლის იყო, ახლა, 5 იან­ვარს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე და 63 წლის გახ­და. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რო­გო­რიც მახ­სოვს, არის სულ პა­ტა­რა, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ.

რაც მამა გარ­და­იც­ვა­ლა, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ახლა მარ­ტოა, თე­ლავ­ში. ვე­უბ­ნე­ბი, წა­მო­დი, ცოტა ხნით ჩემ­თან, უკად­რი­სობს... ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქა­ლია, თე­ატ­რში მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ფე­სია აქვს. ამ ასაკ­შიც კი სწავ­ლობს, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არის დღეს თე­ატ­რში, რო­მე­ლიც არის გრი­მი­ო­რი თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და არც არის კა­ხეთ­ში ვინ­მე სხვა ამ პრო­ფე­სი­ის და ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა.

თა­ო­ბე­ბი გა­ზარ­და, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბავ­შვებს ას­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ანა-ბანა, ისი­ნი უკვე დიდი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი არი­ან, ზოგი თურ­ქეთ­შია წა­სუ­ლი და ზოგი სად, ურე­კა­ვენ იქი­დან, მო­ი­კი­თხა­ვენ.

ინ­სტი­ტუ­ტში დად­გმებს აკე­თებს, ბოლო ზა­რებს ამ­ზა­დებს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქა­ლია. მი­ხა­რია ასე რომ არის, დიდ­ხანს უნდა მყავ­დეს, მარ­თლა სტი­მულს მაძ­ლევს", - ამ­ბობს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

კი­თხვას, - რაზე გწყდე­ბათ გული დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბი ასე პა­სუ­ხობს:

"ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი - ჩა­ე­ხუ­ტე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ლო­ყა­ზე აკო­ცე­ბენ, რა­ღაც შე­ბო­ჭი­ლი ვარ და ვერ ვამ­ბობ ამას, მერე ვნა­ნობ ხოლ­მე და ვამ­ბობ, რა მოხ­დე­ბო­და ახლა რომ ჩავ­ხუ­ტე­ბო­დი?!.

საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი თე­ლავ­ში ჩა­სუ­ლი, გვი­ან მი­ვე­დი სახ­ლში, დავ­წე­ქი ჩემი ბავ­შვო­ბის ოთახ­ში, ძილ-ბუ­რან­ში ვარ და გა­ვი­გე ფე­ხის ხმა, თავი მო­ვიმ­ძი­ნა­რე, მივ­ხვდი რომ შე­მო­დი­ო­და, და­ვე­ლო­დე, მეთ­ქი რას გა­ა­კე­თებს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ან ფარ­და გას­წი­ოს ან რა­ღაც... მო­ვი­და და სა­ბა­ნი შე­მო­მი­კე­ცა, იმ წუ­თას ისე მინ­დო­და რომ ჩავ­ხუ­ტე­ბო­დი, მაგ­რამ ვერ გა­ვა­კე­თე.

მან ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მას­წავ­ლა, სულ ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს. მახ­სოვს, კერძს რომ გა­ა­კე­თებ­და ხოლ­მე სახ­ლში, გა­მო­ი­ტან­და და გა­უ­ტან­და ხოლ­მე რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელს. პა­ტი­ე­ბა მას­წავ­ლა, გაბ­რა­ზე­ბა არ ვიცი, არ ვიცი წყე­ნის ჩა­დე­ბა, ეს დე­და­ჩე­მის­გან მაქვს.

შარ­შან ამ დროს, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შუნ­ტი­რე­ბა გა­ვუ­კე­თეთ. სა­ნამ თე­ლა­ვი­დან აქ ჩა­მო­იყ­ვან­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, ყვე­ლა­ფერ­მა თვალ­წინ გა­მი­ა­რა.

რომ არა დედა, ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე ლა­მა­ზი არ იქ­ნე­ბო­და.

ამა­ტი­რეთ მა­ინც რა...მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უა რომ მე­ტი­რე­ბა, მგო­ნი, დავ­ბერ­დი და მზად ვარ ტრა­გე­დია ვი­თა­მა­შო“, -ამ­ბობს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
2

ამას რომ არ ეხსენებინა, თურმე მშობლები არ ხსომებია ზოგს. მერე უკვირთ რატო ვართ ასეთ დღეში. 

შვილებო
3

მამებსაც ჩაეხუტეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მამამ ხელი ხელზე მომკიდა, გამომხედა და მითხრა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო... ამატირეთ მაინც რა" - პაატა გულიაშვილის ემოციური ინტერვიუ

"მამამ ხელი ხელზე მომკიდა, გამომხედა და მითხრა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო... ამატირეთ მაინც რა" - პაატა გულიაშვილის ემოციური ინტერვიუ

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში მშობლების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუ ემოციური გამოდგა და მსახიობმა საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

  • პაატა გულიაშვილი:

"მახსოვს, მამას პირველი სერიოზული შეტევა ჰქონდა (მაშინ გადარჩა) და სასწრაფოს მანქანაში საკაცით შევიყვანეთ. თვალები ჰქონდა დახუჭული. მე ვედექი თავზე და ხელი ხელზე მომკიდა, გამომხედა და მითხრა, რამე რომ დამემართოს, ჩემს შეყვარებულს გაუფრთხილდიო...ვუფრთხილდები (გულისხმობს დედას - რედ.)

მე როცა გავჩნდი, დედა 16 წლის იყო, ახლა, 5 იანვარს ჰქონდა დაბადების დღე და 63 წლის გახდა. მეხსიერებაში როგორიც მახსოვს, არის სულ პატარა, ერთად გავიზარდეთ.

რაც მამა გარდაიცვალა, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. ახლა მარტოა, თელავში. ვეუბნები, წამოდი, ცოტა ხნით ჩემთან, უკადრისობს... ძალიან აქტიური ქალია, თეატრში მუშაობს, ძალიან ბევრი პროფესია აქვს. ამ ასაკშიც კი სწავლობს, ერთადერთი ადამიანი არის დღეს თეატრში, რომელიც არის გრიმიორი თეატრალური მიმართულებით და არც არის კახეთში ვინმე სხვა ამ პროფესიის და ძალიან მეამაყება.

თაობები გაზარდა, არაქართულენოვან ბავშვებს ასწავლა ქართული ანა-ბანა, ისინი უკვე დიდი ბიჭები და გოგოები არიან, ზოგი თურქეთშია წასული და ზოგი სად, ურეკავენ იქიდან, მოიკითხავენ.

ინსტიტუტში დადგმებს აკეთებს, ბოლო ზარებს ამზადებს, ძალიან აქტიური ქალია. მიხარია ასე რომ არის, დიდხანს უნდა მყავდეს, მართლა სტიმულს მაძლევს", - ამბობს პაატა გულიაშვილი.

კითხვას, - რაზე გწყდებათ გული დედასთან ურთიერთობაში, მსახიობი ასე პასუხობს:

"ხომ არიან ადამიანები - ჩაეხუტებიან ერთმანეთს, ლოყაზე აკოცებენ, რაღაც შებოჭილი ვარ და ვერ ვამბობ ამას, მერე ვნანობ ხოლმე და ვამბობ, რა მოხდებოდა ახლა რომ ჩავხუტებოდი?!.

საქმეზე ვიყავი თელავში ჩასული, გვიან მივედი სახლში, დავწექი ჩემი ბავშვობის ოთახში, ძილ-ბურანში ვარ და გავიგე ფეხის ხმა, თავი მოვიმძინარე, მივხვდი რომ შემოდიოდა, დაველოდე, მეთქი რას გააკეთებს, ხომ შეიძლება ან ფარდა გასწიოს ან რაღაც... მოვიდა და საბანი შემომიკეცა, იმ წუთას ისე მინდოდა რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ ვერ გავაკეთე.

მან ადამიანების სიყვარული მასწავლა, სულ ეხმარებოდა ადამიანებს. მახსოვს, კერძს რომ გააკეთებდა ხოლმე სახლში, გამოიტანდა და გაუტანდა ხოლმე რომელიმე მეზობელს. პატიება მასწავლა, გაბრაზება არ ვიცი, არ ვიცი წყენის ჩადება, ეს დედაჩემისგან მაქვს.

შარშან ამ დროს, გულის პრობლემები ჰქონდა და შუნტირება გავუკეთეთ. სანამ თელავიდან აქ ჩამოიყვანდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ყველაფერმა თვალწინ გამიარა.

რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება ასე ლამაზი არ იქნებოდა.

ამატირეთ მაინც რა...მეორე ინტერვიუა რომ მეტირება, მგონი, დავბერდი და მზად ვარ ტრაგედია ვითამაშო“, -ამბობს პაატა გულიაშვილი.