პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაჩნდა ტყიბულის კუნძულები, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა?
როგორ გაჩნდა ტყიბულის კუნძულები, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა?

რო­გორც მე, შე­საძ­ლოა სხვა­საც არა­ფე­რი სმე­ნია ტყი­ბუ­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც შე­ვეც­დე­ბი გი­ამ­ბოთ სამ პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე, რომ­ლე­ბიც თით­ქმის დაც­ლილ ქა­ლაქ ტყი­ბულ­თან გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში წარ­მოქ­მნი­ლა, მომ­დევ­ნო 7 ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი იმ­დე­ნად ფან­ტას­ტი­კუ­რი იერი შე­უ­ძე­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა სა­ჩუქ­რად აღი­ა­რებ­და, გარ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა. რა­ტომ ჩვენ არა, ამა­ზე სა­უ­ბარს არ გა­ვაგ­რძე­ლებ. კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი 10 მეტ­რი სი­მაღ­ლის არის, კვრინ­ჩხი­თა და წიფ­ლის ტყე­ე­ბით არის და­ფა­რუ­ლი. წყა­ლი კუნ­ძუ­ლებს ვე­რა­სო­დეს და­ფა­რავს, თვით დიდი ადი­დე­ბის დრო­საც კი. საქ­მე ის არის, რომ წყალ­სა­ცა­ვი ვაკე ად­გი­ლებ­შია ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ადი­დე­ბუ­ლი წყა­ლი ნა­პირ­ზე გა­და­დინ­დე­ბა. სა­მი­ვე კუნ­ძუ­ლის გარ­შე­მო ის თევ­ზე­ბი და­ცუ­რა­ვენ, რომ­ლე­ბიც აქ წლე­ბის წინ მო­ა­შე­ნეს, ღა­მი­თაც აქა­უ­რო­ბას ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ცა და­ნა­თის. აი, ასე­თია ჩვენ­თვის უც­ნო­ბი კუნ­ძუ­ლე­ბი. ამ სი­ლა­მა­ზის მი­უ­ხე­და­ვად, რო­დე­საც მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ცნო­ბა კუნ­ძუ­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი იყო: "ჰა-ჰა-ჰა! ახლა არ გა­მა­ცი­ნოთ! ვის რაში სჭირ­დე­ბა ტყი­ბუ­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, მანდ ვირ­თხებ­საც ვერ მი­ი­ტყუ­ებთ", მაგ­რამ კუნ­ძუ­ლე­ბი გა­ი­ყი­და და რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ი­თაც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერ­თმა ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა იყი­და, რო­მე­ლიც აპი­რებს, აქა­უ­რო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ფი­ჯის კუნ­ძუ­ლე­ბად თუ არა, არც ბევ­რად ნაკ­ლე­ბად გა­და­აქ­ცი­ოს. ეს ხუმ­რო­ბით, - ისე კი კუნ­ძუ­ლე­ბი 3 მი­ლი­ონ ლა­რად გა­ი­ყი­და, ბიზ­ნეს­მე­ნი კი აქ 8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ხარ­ჯვას აპი­რებს.ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ტყი­ბუ­ლელ ამი­რან ბო­ჭო­რიშ­ვილს, რო­მელ­მაც ტყი­ბუ­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზეც გვი­ამ­ბო და იმ სევ­და­ზეც, აქა­უ­რო­ბის ბე­დის გამო რომ აწუ­ხებს.

- ბა­ტო­ნო ამი­რან, არა­ერთ ტყი­ბუ­ლელს უთ­ქვამს, რომ ტყი­ბუ­ლი უფრო დაც­ლი­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბი. არა­და, ტყი­ბუ­ლი ერთ-ერთი მის­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქია ის­ტო­რი­ი­თაც და არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თაც. მისი დიდი ნა­წი­ლი ხომ გერ­მა­ნელ­მა ტყვე­ებ­მა აა­შე­ნეს.

- ჩემი დარ­დიც ეგ იყო. ბევ­რი წა­ვი­და ასე­თი ლა­მა­ზი ტყი­ბუ­ლი­დან, სხვა­გან უკე­თე­სი სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა იპო­ვა და ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ. თუმ­ცა მე ვერ­სად წა­ვე­დი, რად­გან ვინც და რაც მიყ­ვარს, ვერ გა­ვექ­ცე­ო­დი, მათი დარ­დი სულ თან წა­მომ­ყვე­ბო­და და რა აზრი ჰქონ­და წას­ვლას!A ახლა კი უკვე ის ასა­კი მაქვს, ჭკუ­ა­თამ­ყო­ფელ­მა ადა­მი­ან­მა სამ­შობ­ლოს რომ უნდა მო­ა­შუ­როს. ახლა სხვა­გან სტუმ­რა­დაც დიდ­ხანს ვერ ვძლებ. ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ ბოლო დროს ტყი­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში ხალ­ხის მომ­რავ­ლე­ბას მო­მას­წრო. ხან­და­ხან იმა­საც შევ­სწრე­ბი­ვარ, ზო­გი­ერ­თი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მან­ქა­ნის და­სა­ყე­ნე­ბელ ად­გილს რომ ვერ პო­უ­ლობს და ბრა­ზობს. ისი­ნი ბრა­ზო­ბენ, მე კი მი­ხა­რია - მე­გო­ნა, ტყი­ბუ­ლი სულ და­იც­ლე­ბო­და და გული მის­კდე­ბო­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩილი
3

ჯერ გადახტი და ოპა მერე თქვი.

კახა
2

მომწობს ჭიათურა, არცერთ ქალაქს არ გავს, კლდეებს შორის მოქცეული, ზემოდან საბაგიროებით.

ავტორი:

როგორ გაჩნდა ტყიბულის კუნძულები, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა?

როგორ გაჩნდა ტყიბულის კუნძულები, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა?

როგორც მე, შესაძლოა სხვასაც არაფერი სმენია ტყიბულის კუნძულების შესახებ. ამიტომაც შევეცდები გიამბოთ სამ პატარა კუნძულზე, რომლებიც თითქმის დაცლილ ქალაქ ტყიბულთან გასული საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილა, მომდევნო 7 ათეული წლის განმავლობაში კი იმდენად ფანტასტიკური იერი შეუძენია, ნებისმიერი ქვეყანა საჩუქრად აღიარებდა, გარდა ჩვენი ქვეყნისა. რატომ ჩვენ არა, ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ. კუნძულები, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 10 მეტრი სიმაღლის არის, კვრინჩხითა და წიფლის ტყეებით არის დაფარული. წყალი კუნძულებს ვერასოდეს დაფარავს, თვით დიდი ადიდების დროსაც კი. საქმე ის არის, რომ წყალსაცავი ვაკე ადგილებშია ჩაგუბებული, საიდანაც ადიდებული წყალი ნაპირზე გადადინდება. სამივე კუნძულის გარშემო ის თევზები დაცურავენ, რომლებიც აქ წლების წინ მოაშენეს, ღამითაც აქაურობას ვარსკვლავიანი ცა დანათის. აი, ასეთია ჩვენთვის უცნობი კუნძულები. ამ სილამაზის მიუხედავად, როდესაც მედიაში გამოჩნდა ცნობა კუნძულების შესაძლო გაყიდვის შესახებ, ადგილობრივების კომენტარები დაახლოებით ასეთი იყო: "ჰა-ჰა-ჰა! ახლა არ გამაცინოთ! ვის რაში სჭირდება ტყიბულის კუნძულები, მანდ ვირთხებსაც ვერ მიიტყუებთ", მაგრამ კუნძულები გაიყიდა და როგორც ამბობენ, დიდი კონკურენციითაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა, რომელიც აპირებს, აქაურობა მაინცდამაინც ფიჯის კუნძულებად თუ არა, არც ბევრად ნაკლებად გადააქციოს. ეს ხუმრობით, - ისე კი კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა, ბიზნესმენი კი აქ 8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.ჩვენ ვესაუბრეთ ტყიბულელ ამირან ბოჭორიშვილს, რომელმაც ტყიბულის კუნძულებზეც გვიამბო და იმ სევდაზეც, აქაურობის ბედის გამო რომ აწუხებს.

- ბატონო ამირან, არაერთ ტყიბულელს უთქვამს, რომ ტყიბული უფრო დაცლილია, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქები. არადა, ტყიბული ერთ-ერთი მისტიკური ქალაქია ისტორიითაც და არქიტექტურითაც. მისი დიდი ნაწილი ხომ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს.

- ჩემი დარდიც ეგ იყო. ბევრი წავიდა ასეთი ლამაზი ტყიბულიდან, სხვაგან უკეთესი საარსებო საშუალება იპოვა და ვერ გავამტყუნებ. თუმცა მე ვერსად წავედი, რადგან ვინც და რაც მიყვარს, ვერ გავექცეოდი, მათი დარდი სულ თან წამომყვებოდა და რა აზრი ჰქონდა წასვლას!A ახლა კი უკვე ის ასაკი მაქვს, ჭკუათამყოფელმა ადამიანმა სამშობლოს რომ უნდა მოაშუროს. ახლა სხვაგან სტუმრადაც დიდხანს ვერ ვძლებ. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ბოლო დროს ტყიბულის ქუჩებში ხალხის მომრავლებას მომასწრო. ხანდახან იმასაც შევსწრებივარ, ზოგიერთი ქალაქის ცენტრში მანქანის დასაყენებელ ადგილს რომ ვერ პოულობს და ბრაზობს. ისინი ბრაზობენ, მე კი მიხარია - მეგონა, ტყიბული სულ დაიცლებოდა და გული მისკდებოდა. გააგრძელეთ კითხვა