საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები
ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები

ქეით მოსი 50 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქე­ი­თი დღეს 90-იანი წლე­ბის სა­მო­დე­ლო სფე­როს ერთ-ერთ წამ­ყვან ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ვა, მისი ცხოვ­რე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით და სკან­და­ლე­ბით იყო სავ­სე.

ქე­ი­თი 14 წლის იყო, როცა ის ნიუ-იორ­კის აე­რო­პორ­ტში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა შე­ნიშ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ქე­ი­თი ამ პე­რი­ოდს ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, ამ­ბობ­და, რომ მა­შინ ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რად­გან ის სი­მაღ­ლე­ში მხო­ლოდ 170 სმ იყო და თავს ლა­მა­ზა­დაც არ მი­იჩ­ნევ­და.

  • 15 წლის ასაკ­ში ქე­ითს ფო­ტოგ­რაფ­მა ბი­უს­ჰალ­ტე­რის გახ­და სთხო­ვა, რის შემ­დე­გაც შე­ში­ნე­ბულ­მა გო­გო­ნამ ნივ­თე­ბი აკ­რი­ფა და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცა. მო­დე­ლის თქმით, ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ მისი ინ­სტინ­ქტე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა და სწო­რედ ამან უბიძ­გა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და­ე­არ­სე­ბი­ნა.

ქეით მო­სის კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი Calvin Klein-ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის­თვის გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა ითა­მა­შა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 19 წლის ქე­ი­თი ბრი­ტა­ნუ­ლი Vogue-ის გა­რე­კან­ზეც მოხ­ვდა და, ალ­ბათ, მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ მსგავს აპმპლუ­ა­ში ყოფ­ნა კი­დევ 40-ჯერ მო­უ­წევდა.

ქე­ი­თი 1994 წელს მსა­ხი­ობ ჯონი დეპს ხვდე­ბო­და, თუმ­ცა ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ მხო­ლოდ 3 წელს გას­ტა­ნა. წყვი­ლის მე­გობ­რე­ბის თქმით, ჯო­ნიმ ქე­ითს გული ძა­ლი­ან ატ­კი­ნა და და­შო­რე­ბის შემ­დეგ ის გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტი­რო­და. წლე­ბის შემ­დეგ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­დე­ლი გა­მო­ტყდა:

"არას­დროს მყო­ლია გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემ­ზე იზ­რუ­ნებ­და. ეს მხო­ლოდ ჯო­ნიმ მო­ა­ხერ­ხა, ცო­ტა­თი მა­ინც".

წყა­რო­ე­ბის თქმით, ქე­ით­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა ჯონი დე­პთან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ქე­ი­თი ჟურ­ნალ Dazed & Confused-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს, ჯე­ფერ­სონ ჰეკს ხვდე­ბო­და. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, ლა­ი­ლა გრე­ი­სი, რო­მე­ლიც ახლა 21 წლი­საა და ქე­ი­თის და­არ­სე­ბულ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჯე­ფერ­სო­ნი­სა და ქე­ი­თის ურ­თი­ერ­თო­ბამ 3 წელ­ზე მეტ­ხანს ვერ გას­ტა­ნა.

2005 წელს ქე­ი­თის სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლებ­შიც ის ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარს. ფო­ტო­ე­ბი პრე­სის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა და მო­ყო­ლი­ლი სკან­და­ლის გამო მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არა­ერ­თმა მო­დის სახ­ლმა თქვა უარი, მათ შო­რის იყო Chanel, Burberry and H&M. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­დელ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა კა­რი­ე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ბრენ­დე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო.

მოს­მა 2011 წელს მუ­სი­კოს ჯე­ი­მი ჰინსზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა და წყვი­ლი 4 წლის შემ­დეგ და­ი­შა­ლა.

2016 წელს ქე­ით­მა სა­კუ­თა­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და­ა­არ­სა და ამ­ჯე­რად კა­მე­რის მიღ­მა გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას. მოსი ბოლო წლებ­ში ცდი­ლობს, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მიჰ­ყვეს და სა­კუ­თარ სახ­ლში მე­ბა­ღე­ო­ბა­საც მის­დევს. 2022 წელს, გვი­ნეტ პელტრო­უს მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი ბრენ­დი შექ­მნა, სა­ხე­ლად Cosmoss.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­დე­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ის უკვე 9 წე­ლია ბრი­ტა­ნელ ფო­ტოგ­რაფ ნი­კო­ლაი ფონ ბის­მარკს ხვდე­ბა.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები

ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები

ქეით მოსი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იმის მიუხედავად, რომ ქეითი დღეს 90-იანი წლების სამოდელო სფეროს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა, მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით და სკანდალებით იყო სავსე.

ქეითი 14 წლის იყო, როცა ის ნიუ-იორკის აეროპორტში სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა შენიშნა. მოგვიანებით, როცა ქეითი ამ პერიოდს ინტერვიუში იხსენებდა, ამბობდა, რომ მაშინ ინდუსტრიაში მუშაობა ვერც კი წარმოედგინა, რადგან ის სიმაღლეში მხოლოდ 170 სმ იყო და თავს ლამაზადაც არ მიიჩნევდა.

  • 15 წლის ასაკში ქეითს ფოტოგრაფმა ბიუსჰალტერის გახდა სთხოვა, რის შემდეგაც შეშინებულმა გოგონამ ნივთები აკრიფა და უკანმოუხედავად გაიქცა. მოდელის თქმით, ამ გამოცდილებამ მისი ინსტინქტები გააძლიერა და სწორედ ამან უბიძგა, რომ მოგვიანებით საკუთარი სამოდელო სააგენტო დაეარსებინა.

ქეით მოსის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებულმა ფოტოებმა ითამაშა. მოგვიანებით, 19 წლის ქეითი ბრიტანული Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა და, ალბათ, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსგავს აპმპლუაში ყოფნა კიდევ 40-ჯერ მოუწევდა.

ქეითი 1994 წელს მსახიობ ჯონი დეპს ხვდებოდა, თუმცა ამ ურთიერთობამ მხოლოდ 3 წელს გასტანა. წყვილის მეგობრების თქმით, ჯონიმ ქეითს გული ძალიან ატკინა და დაშორების შემდეგ ის განუწყვეტლივ ტიროდა. წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მოდელი გამოტყდა:

"არასდროს მყოლია გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ეს მხოლოდ ჯონიმ მოახერხა, ცოტათი მაინც".

წყაროების თქმით, ქეითმა ნარკოტიკების მოხმარება ჯონი დეპთან ურთიერთობის შემდეგ დაიწყო

2000-იანი წლების დასაწყისში ქეითი ჟურნალ Dazed & Confused-ის თანადამფუძნებელს, ჯეფერსონ ჰეკს ხვდებოდა. წყვილს გოგონა შეეძინა, ლაილა გრეისი, რომელიც ახლა 21 წლისაა და ქეითის დაარსებულ სამოდელო სააგენტოში მუშაობს. ამის მიუხედავად, ჯეფერსონისა და ქეითის ურთიერთობამ 3 წელზე მეტხანს ვერ გასტანა.

2005 წელს ქეითის სკანდალური ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ის ნარკოტიკებს მოიხმარს. ფოტოები პრესის გარეკანზე მოხვდა და მოყოლილი სკანდალის გამო მასთან თანამშრომლობაზე არაერთმა მოდის სახლმა თქვა უარი, მათ შორის იყო Chanel, Burberry and H&M. ამის მიუხედავად, მოდელმა მაინც მოახერხა კარიერის შენარჩუნება და სხვადასხვა ბრენდებისთვის მუშაობა განაგრძო.

მოსმა 2011 წელს მუსიკოს ჯეიმი ჰინსზე იქორწინა, თუმცა მათი ურთიერთობაც ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი 4 წლის შემდეგ დაიშალა.

2016 წელს ქეითმა საკუთარი სამოდელო სააგენტო დააარსა და ამჯერად კამერის მიღმა განაგრძობდა მუშაობას. მოსი ბოლო წლებში ცდილობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს და საკუთარ სახლში მებაღეობასაც მისდევს. 2022 წელს, გვინეტ პელტროუს მსგავსად, საკუთარი ბრენდი შექმნა, სახელად Cosmoss.

რაც შეეხება მოდელის პირად ცხოვრებას, ის უკვე 9 წელია ბრიტანელ ფოტოგრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს ხვდება.

მოამზადა ანა სიბოშვილმა