კონფლიქტები
მსოფლიო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპანიკო არაფერია..." - თენგიზ ცერცვაძე
"საპანიკო არაფერია..." - თენგიზ ცერცვაძე

ჯან­მო-ს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სით, გრი­პით და სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკა­ნას­კნე­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში იმა­ტებს. გა­მო­ნაკ­ლისს არც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას­თან ერ­თად პე­დი­ატ­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ იან­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­დი­ატ­რი­უ­ლი ავა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. არის თუ არა ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ფი­ლის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში სა­წოლ­ფონ­დი დატ­ვირ­თუ­ლი და რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სე­ზო­ნურ ზრდას, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. სულ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, სახ­სრე­ბის ტკი­ვილს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პე­დი­ატ­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ იან­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­დი­ატ­რი­უ­ლი ავა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს დღეს ქვე­ყა­ნა­ში?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა აღი­ნიშ­ნე­ბა, გაზ­რდი­ლია კლი­ნი­კე­ბის დატ­ვირ­თვაც. ეს სი­ნამ­დვი­ლეა, მაგ­რამ არ არის სწო­რი, რო­დე­საც ცალ­კე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში „დრა­მა­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბაა“, „კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის“, „მშობ­ლე­ბი ბავ­შვე­ბით კლი­ნი­კის რიგ­ში დგა­ნან“. ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის სა­ჭი­რო ამის დრა­მა­ტი­ზე­ბა, სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია. ეს ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმი­ტომ იყო რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ მა­შინ COVID-19 დო­მი­ნი­რებ­და, სა­ხელ­მწი­ფო და მთე­ლი მსოფ­ლიო ეფექ­ტი­ან სა­პა­სუ­ხო ზო­მებს იღებ­და, ეს იყო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა და ასე შემ­დეგ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენ­და. შე­დე­გად, ყვე­ლა ამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ბოლო 3 წელი შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. წელს, რო­დე­საც COVID-19-ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა მო­ი­მა­ტა იმ ფარ­გლებ­ში, რაც COVID-19-მდე იყო.

ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად მხო­ლოდ გრი­პის­გან სა­შუ­ა­ლოდ 290 000-650 000-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სულ წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რაც ერთ-ერთი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. 2024 წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს. თით­ქოს, ბევ­რია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ეს ხე­ლოვ­ნურ პა­ნი­კას იწ­ვევს, მაგ­რამ ამ დროს, ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის დატ­ვირ­თვა. უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­მარ­ტოთ, რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში?

- გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია იმის თქმა, რომ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის დატ­ვირ­თვა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ არა­ვი­თარ გა­დატ­ვირ­თვას არ აქვს ად­გი­ლი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ტყუ­ი­ლია, თით­ქოს, კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბი არ არის. შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­ღაც ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­იტ­ვირ­თა კლი­ნი­კა, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ უამ­რა­ვი სხვა კლი­ნი­კა გვაქვს. ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ფი­ლის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში სა­წოლ­ფონ­დი სა­ნა­ხევ­როდ არის დატ­ვირ­თუ­ლი. თუ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ბავ­შვთა რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა, რა­ტომ არ მიჰ­ყავთ ისი­ნი მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი საკ­მა­რი­სა­დაა, ისე­ვე რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში და აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა 40 სა­წოლ­ზე? ასე რომ, ქვე­ყა­ნა­ში სა­წოლ­ფონ­დის არა­ნა­ი­რი გა­დატ­ვირ­თვა არ არის. ად­გი­ლე­ბი საკ­მა­რის­ზე მეტი გვაქვს.

ზო­გა­დად სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სე­ზო­ნურ ზრდას. ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია, COVID-19-მა, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მსოფ­ლი­ოს და მათ შო­რის ჩვენს ქვე­ყა­ნას, ამა­ვე დროს ხელი შე­უ­წყო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სე­რი­ო­ზულ გაძ­ლი­ე­რე­ბას რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვის კუ­თხით, კერ­ძოდ: კლი­ნი­კე­ბის და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ექი­მე­ბი გა­დამ­ზად­და, წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ატა­რებ­დნენ ტრე­ნინ­გებს, გაძ­ლი­ერ­და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა, შე­იქ­მნა „გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი“, და­ი­ნერ­გა მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დე­ბი, შე­მო­დი­ო­და ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, აე­წყო COVID-19-ის მარ­თვის სის­ტე­მა. სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­და COVID-19-ის გა­მოწ­ვე­ვებს და რო­მელ­მაც 2022 წლის მა­ი­სი­დან COVID-19 ფა­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ი­დან რი­გით მარ­თვად რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ად გა­და­აქ­ცია მა­შინ, რო­დე­საც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ამას მხო­ლოდ 2023 წლის მა­ის­ში მი­აღ­წია. ეს ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა ან მხო­ლოდ მცი­რე­დით აღე­მა­ტე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, გრი­პით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას. COVID-19 აღარ ახ­დენს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

- ზო­გა­დად, რო­გო­რია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა?

- რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი - 50% გრიპ­ზე მო­დის. ამას­თან, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია A ტიპი. B ტი­პის გრი­პი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ფიქ­სირ­დე­ბა. A ტი­პის გრი­პი­დან ყვე­ლა­ზე მეტი - 37% მო­დის H1N1 სუბტიპ­ზე, რო­მე­ლიც 2009-2010 წლებ­ში, ე.წ. „ღო­რის გრი­პის“ პან­დე­მი­ის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. სი­ტყვა „ღო­რის გრი­პი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აი­ტა­ცა, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში ის არ იყო „ღო­რის გრი­პი“. ის იყო 4 სხვა­დას­ხვა გრი­პის ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის შერ­წყმით მი­ღე­ბუ­ლი შტა­მი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო „ღო­რის გრი­პი“ და­ერ­ქვა. ამას­თან ეს ვირუ­სი მხო­ლოდ 2009-2010 წლებ­ში იყო პან­დე­მი­უ­რი, ხოლო შემ­დეგ ის გა­და­იქ­ცა ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზო­ნურ ვირუ­სად და სწო­რედ ეს ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი მისი მოხ­სე­ნი­ე­ბა პან­დე­მი­ურ „ღო­რის გრი­პად“ და ამით მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის შექ­მნის ხელ­შე­წყო­ბა. 6% მო­დის A ტი­პის გრი­პის H3N2 ქვე­ტიპ­ზე, ხოლო 8%-ში სუბტი­პი არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ბოლო სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გრი­პის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი -17%, რო­მე­ლიც აა­ვა­დებს რო­გორც ბავ­შვებს, ისე მოზ­რდი­ლებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია 2 წლამ­დე ბავ­შვებ­ში, რომ­ლებ­შიც ის იწ­ვევს ბრონ­ქი­ო­ლი­ტებს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ გვქო­ნია.

რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის შემ­დეგ მო­დის ადე­ნო­ვირუ­სი - 9%, რი­ნო­ვირუ­სი - 8%, პა­რაგ­რი­პის ინ­ფექ­ცია - 6%, ბო­კა­ვირუ­სე­ბი - 3% და არა COVID-19-ის გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი - 3%.

ასე­ვე მინ­და ვი­სა­უბ­რო გრი­პის კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზეც. რო­გორც წესი, გრი­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს უფრო მძი­მედ, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი, გარ­და COVID-19-სა. გრი­პი უეც­რად იწყე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის, თა­ვის ტკი­ვი­ლით. რო­გორც წესი, გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­ერ­თო სი­სუს­ტე, მშრა­ლი ხვე­ლა. იშ­ვი­ა­თია სურ­დო და სხვა კა­ტა­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი უფრო ახა­სი­ა­თებს სხვა რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ხში­რად ე.წ. გა­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბე­ბის კრე­ბი­თი სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. თუ გრი­პი უეც­რად იწყე­ბა, ისი­ნი თან­და­თან იწყე­ბი­ან, ცხე­ლე­ბა ზო­მი­ე­რად, ან ნაკ­ლე­ბად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. ასე­ვე, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­ერ­თო სი­სუს­ტე და ინ­ტოქ­სი­კა­ცია.

არ­სე­ბობს სწრა­ფი/მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გენს, აქვს თუ არა ავად­მყოფს COVID-19 ან გრი­პი. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ვი­საც აღ­მო­აჩ­ნდე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა COVID-19-ზე. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი და­უ­კავ­შირ­დეს ოჯა­ხის ექიმს, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მარ­თვას სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლით ბი­ნა­ზე, ან მძი­მე შემ­თხვე­ვა­ში მის­ცემს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას. თუ ტეს­ტი­რე­ბით COVID-19 არ და­დას­ტურ­და, შემ­დეგ უნდა ვი­ფიქ­როთ გრი­პის, ან სხვა ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­ულ რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე. სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აქვს მხო­ლოდ COVID-19-ს და გრიპს, და­ნარ­ჩენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ძი­რი­თა­დად შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან ე.წ. ხელ­შემ­წყო­ბი მკურ­ნა­ლო­ბით. მარ­თა­ლია, რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ მო­წო­დე­ბუ­ლია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი რი­ბა­ვი­რი­ნი და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი (პა­ლი­ვი­ზუ­მა­ბი და ნირ­სე­ვი­მა­ბი), მაგ­რამ მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ბო­ლომ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ ამე­რი­კის FDA ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს მხო­ლოდ იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში და არ უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას მათ რუ­ტი­ნულ ხმა­რე­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
79

ეს ფაუჩის შნირი კიდევ დირექტორია? 

ჟორა
59

ომში წაგებული ხალხის გმირობანა არ გვეყოფა და მატყუარა ექიმების გმირობანა აკლდა ამ ქვეყანას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საპანიკო არაფერია..." - თენგიზ ცერცვაძე

"საპანიკო არაფერია..." - თენგიზ ცერცვაძე

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სექტორი რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის საერთო სისუსტეს, მაღალ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს. პარალელურად, პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში?

- ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო.

ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება.

საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს.

- თქვენ აღნიშნეთ სტაციონარების დატვირთვა. უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რა ვითარება გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში?

- გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს.

ზოგადად სამედიცინო სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას. ზოგი ჭირი მარგებელია, COVID-19-მა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ამავე დროს ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, კერძოდ: კლინიკების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები გადამზადდა, წამყვანი სპეციალისტები განუწყვეტლივ ატარებდნენ ტრენინგებს, გაძლიერდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიქმნა „გაიდლაინები“, დაინერგა მართვის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, შემოდიოდა ახალი მედიკამენტები, აეწყო COVID-19-ის მართვის სისტემა. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა COVID-19-ის გამოწვევებს და რომელმაც 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით მართვად რესპირაციულ ინფექციად გადააქცია მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ ამას მხოლოდ 2023 წლის მაისში მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა არ აღემატება ან მხოლოდ მცირედით აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობას. COVID-19 აღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

- ზოგადად, როგორია რესპირაციული ინფექციების გავრცელების სტატისტიკა?

- რესპირაციული ინფექციების დაახლოებით ნახევარი - 50% გრიპზე მოდის. ამასთან, პრაქტიკულად, ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაფიქსირებულია A ტიპი. B ტიპის გრიპი, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება. A ტიპის გრიპიდან ყველაზე მეტი - 37% მოდის H1N1 სუბტიპზე, რომელიც 2009-2010 წლებში, ე.წ. „ღორის გრიპის“ პანდემიის სახელით იყო ცნობილი. სიტყვა „ღორის გრიპი“ საზოგადოებამ აიტაცა, თორემ სინამდვილეში ის არ იყო „ღორის გრიპი“. ის იყო 4 სხვადასხვა გრიპის ვირუსის გენეტიკური მასალის შერწყმით მიღებული შტამი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო „ღორის გრიპი“ დაერქვა. ამასთან ეს ვირუსი მხოლოდ 2009-2010 წლებში იყო პანდემიური, ხოლო შემდეგ ის გადაიქცა ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად და სწორედ ეს ვირუსი ცირკულირებს ამჟამად საქართველოში. ამიტომ არ არის გამართლებული მისი მოხსენიება პანდემიურ „ღორის გრიპად“ და ამით მოსახლეობაში პანიკის შექმნის ხელშეწყობა. 6% მოდის A ტიპის გრიპის H3N2 ქვეტიპზე, ხოლო 8%-ში სუბტიპი არ არის იდენტიფიცირებული.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, გრიპის შემდეგ მეორე ადგილზეა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი -17%, რომელიც აავადებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებში, რომლებშიც ის იწვევს ბრონქიოლიტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ აღნიშნული ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონია.

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემდეგ მოდის ადენოვირუსი - 9%, რინოვირუსი - 8%, პარაგრიპის ინფექცია - 6%, ბოკავირუსები - 3% და არა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსები - 3%.

ასევე მინდა ვისაუბრო გრიპის კლინიკურ მიმდინარეობაზეც. როგორც წესი, გრიპი მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსები, გარდა COVID-19-სა. გრიპი უეცრად იწყება, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, სახსრების და კუნთების, თავის ტკივილით. როგორც წესი, გამოხატულია საერთო სისუსტე, მშრალი ხველა. იშვიათია სურდო და სხვა კატარული მოვლენები. ეს უკანასკნელი უფრო ახასიათებს სხვა რესპირაციულ ინფექციებს, რომლებსაც ხშირად ე.წ. გაციებით დაავადებების კრებითი სახელით მოვიხსენიებთ. თუ გრიპი უეცრად იწყება, ისინი თანდათან იწყებიან, ცხელება ზომიერად, ან ნაკლებად არის გამოხატული. ასევე, ნაკლებად გამოხატულია საერთო სისუსტე და ინტოქსიკაცია.

არსებობს სწრაფი/მარტივი ტესტები, რომლებიც ადგენს, აქვს თუ არა ავადმყოფს COVID-19 ან გრიპი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვისაც აღმოაჩნდება რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, პირველ რიგში ჩაიტაროს ტესტირება COVID-19-ზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რომელიც განახორციელებს მართვას სპეციალური პროტოკოლით ბინაზე, ან მძიმე შემთხვევაში მისცემს ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას. თუ ტესტირებით COVID-19 არ დადასტურდა, შემდეგ უნდა ვიფიქროთ გრიპის, ან სხვა ვირუსებით გამოწვეულ რესპირაციულ ინფექციაზე. სპეციფიკური მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით აქვს მხოლოდ COVID-19-ს და გრიპს, დანარჩენ რესპირაციული ინფექციების დროს ძირითადად შემოიფარგლებიან ე.წ. ხელშემწყობი მკურნალობით. მართალია, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი და მონოკლონური ანტისხეულები (პალივიზუმაბი და ნირსევიმაბი), მაგრამ მათი ეფექტიანობა ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამიტომ ამერიკის FDA ამ მედიკამენტების გამოყენებას რეკომენდაციას უწევს მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და არ უწევს რეკომენდაციას მათ რუტინულ ხმარებას. განაგრძეთ კითხვა