პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება
ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვის ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა გრძელ­დე­ბა. სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლი­სა და ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ­ცხლი მო­ი­პო­ვა ქალ­თა ერ­თე­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლავთ. მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ანას­ტა­სია მე-3 ად­გილ­ზე იყო, თუმ­ცა თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა შეძ­ლო. ულა­მა­ზე­სი პროგ­რა­მა ანას­ტა­სი­ამ უშეც­დო­მოდ, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვად და ემო­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გი­ნა. თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში ანას­ტა­სი­ამ 137, 56 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა, ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში კი 206.52 ქულა და­აგ­რო­ვა.

პირ­ველ და მე­სა­მე ად­გილ­ზე ბელ­გი­ე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ: ლუნა ჰენ­დრიქ­სი (213, 25 ) და ნინა პინ­ზა­ნო­რე (202,29).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­შინ მედ­ლე­ბის მე­ო­რე კომ­პლექ­ტი მა­მა­კა­ცებს შო­რის გა­თა­მაშ­და. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, 1-ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ფრან­გმა მო­ცი­გუ­რა­ვემ ადამ სიაო ჰიმ ფამ, მე­ო­რე ად­გილ­ზე, ეს­ტო­ნე­თის ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, გა­ვი­და ეს­ტო­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი ალექ­სან­დრე სე­ლევ­კო, ხოლო ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა იტა­ლი­ელ­მა სპორ­ტსმენ­მა მა­ტეო რი­ცომ. ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე ნიკა ეგა­ძე ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში 233,16 ქუ­ლით 25 ქვეყ­ნის 32 სპორ­ტსმენს შო­რის მე- 7 პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა, რი­თიც გა­ი­მე­ო­რე წინა წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­დე­გი და სა­ქარ­თვე­ლოს 2 საგ­ზუ­რი მო­უ­ტა­ნა მო­მა­ვა­ლი წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბს.
1

რატო უშვებს რუსეთი ქართველებს რუსეთში??? უვიც ზურაბს კითხვა?

ზურაბი
2

რატომ უშვებთ რუსებს საქართველოში, გია ხუხაშვილიც კი შეაშფოთა რუსების რაოდენობამ

ავტორი:

ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება

ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლიეტუვის ქალაქ კაუნასში იმართება, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლისა და ვერცხლის მედლის შემდეგ, ასევე ვერცხლი მოიპოვა ქალთა ერთეულთა კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებული გახლავთ. მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მე-3 ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში საოცარი გამოსვლის შემდეგ, მან მეორე ადგილზე გასვლა შეძლო. ულამაზესი პროგრამა ანასტასიამ უშეცდომოდ, საოცრად შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოადგინა. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 137, 56 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 206.52 ქულა დააგროვა.

პირველ და მესამე ადგილზე ბელგიელი მოციგურავეები გავიდნენ: ლუნა ჰენდრიქსი (213, 25 ) და ნინა პინზანორე (202,29).

აღსანიშნავია, რომ გუშინ მედლების მეორე კომპლექტი მამაკაცებს შორის გათამაშდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ, 1-ლი ადგილი დაიკავა ფრანგმა მოციგურავემ ადამ სიაო ჰიმ ფამ, მეორე ადგილზე, ესტონეთის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, გავიდა ესტონელი სპორტსმენი ალექსანდრე სელევკო, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა იტალიელმა სპორტსმენმა მატეო რიცომ. ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში 233,16 ქულით 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მე- 7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რითიც გაიმეორე წინა წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგი და საქართველოს 2 საგზური მოუტანა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.