პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე... ერთ რიგით წვიმაზე შეიძლება წამოვიდეს" - ტყეების გაჩეხვით გამოწვეული უდიდესი საფრთხე: რაშია გამოსავალი?
"ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე... ერთ რიგით წვიმაზე შეიძლება წამოვიდეს" - ტყეების გაჩეხვით გამოწვეული უდიდესი საფრთხე: რაშია გამოსავალი?

სა­ქარ­თვე­ლოს ტყე არის ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის მქო­ნე ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი, რო­მელ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ის არა მარ­ტო უნი­კა­ლუ­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, არა­მედ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო სარ­გებ­ლის და რე­სურ­სის მი­წო­დე­ბას. გა­ნა­პი­რო­ბებს ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას.

"ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ლან­დშაფ­ტი, სა­უ­კე­თე­სო კლი­მა­ტი, წყა­ლი, ჰა­ე­რი, სა­სი­ცო­ცხლო რე­სურ­სე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი წო­ნას­წო­რო­ბა, რი­თიც შეგ­ვიძ­ლია მშვი­დად, უსაფრ­თხოდ და ალ­ბათ, შეძ­ლე­ბუ­ლა­დაც ვი­ცხოვ­როთ და ტუ­რის­ტე­ბიც მო­ვი­ზი­დოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყე­ებ­ზე დგას. ტყე­ე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი ლა­მა­ზი მთე­ბი ქვი­შა-ხრე­შით სავ­სე პირ­მოხ­სნილ ტომ­რე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა და ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ხე­ო­ბე­ბი­დან გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სტი­ქი­ე­ბი წა­მო­ვა, რა­მაც ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სი გა­ხა­დოს“ - გვე­უბ­ნე­ბა რეზო გე­თი­აშ­ვი­ლი, "სე­ნის" პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

  • მისი თქმით, ტყე­ე­ბის არამ­დგრა­დი სარ­გებ­ლო­ბა ქვეყ­ნის მთა­ვარ სიმ­დიდ­რეს სი­ღა­რი­ბის ფაქ­ტო­რად აქ­ცევს. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა და რას­თან გვაქვს სა­ერ­თოდ საქ­მე, ამას რეზო გე­თი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- სულ ახ­ლა­ხან გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი აღ­რი­ცხვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დგინ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბის 35% დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, 28% კი - ერო­ზი­რე­ბუ­ლი. უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, თო­რემ ტყე­ებს რომ ვკარ­გავთ, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. 30 წლის წინ, როცა ტყე­ე­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მა­სობ­რი­ვად და­ვი­წყეთ, ჩვენს ეზო­ებ­ში უზარ­მა­ზა­რი ხის გა­და­ნაჭ­რე­ბი ეყა­რა. ჩვე­ნი ტყე­ე­ბი ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზისს საკ­მა­ოდ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა და შე­შის მო­ტა­ნი­სას რჩე­ვა­შიც კი შევ­დი­ო­დით - რცხი­ლა სჯობ­და თუ წი­ფე­ლი. თან მზი­ან ად­გი­ლას უნდა ყო­ფი­ლი­ყო მოჭ­რი­ლი, ძი­რე­უ­ლი კუნ­ძე­ბი ძნე­ლად სკდე­ბო­და და ტყე­ში ვტო­ვებ­დით... ახლა იმა­ვე ად­გი­ლას პა­ტარ-პა­ტა­რა გა­და­ნაჭ­რე­ბი ყრია და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად - მუხა, ჯაგრცხი­ლა, ბა­ლამ­წა­რა, პან­ტა, მოკ­ლედ, რაც ტყე­ში იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

- გა­მო­დის, რომ ტყე­ში ყვე­ლა ხე მოვ­ჭე­რით, რაც 30 წლის წინ იდგა...

- თით­ქმის ყვე­ლა, სა­დამ­დეც გზამ მიგ­ვიყ­ვა­ნა და სა­ი­და­ნაც ხის გა­მო­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო… ძვე­ლი და ასა­კო­ვა­ნი კო­რო­მე­ბი რომ ამო­ი­წუ­რა, ახალ­ზეც გა­და­ვე­დით. ათწლე­უ­ლე­ბი ტყე­ებს უსის­ტე­მოდ და უწყვე­ტად ვჩე­ხავთ და ბევ­რგან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სოფ­ლი­სა და სა­ტყეო გზე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, მო­საჭ­რე­ლი ხე­ე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ დარ­ჩა. ამი­ტომ, ადრე თუ ერთი ხე მთე­ლი ზამ­თა­რი გვყოფ­ნი­და, ახლა ხუთი-ათი ახალ­გაზ­რდა ხის მოჭ­რა გვი­წევს, ზამ­თრის­თვის სამ­ყო­ფი შეშა რო­გორ­მე რომ შეგ­როვ­დეს... იმ ად­გი­ლებს კი­დევ არა უშავს, სა­დაც ამო­ნა­ყა­რი მე­ო­რა­დი ტყე­ე­ბია, მაგ­რამ იქ უფრო რთუ­ლა­დაა საქ­მე, სა­დაც სა­ხე­ო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა და გა­კა­ფულ ტყე­ებ­ზე გა­უ­ვა­ლი ქვე-ტყე წა­მო­ვი­და. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის მაყ­ვლის ბარ­დე­ბი, უფრო ზე­ვით - რო­დო­დენ­დრო­ნი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ტყემ აღ­დგე­ნის უნა­რი და­კარ­გა - ბუ­ნებ­რი­ვად ვე­ღარ აღ­დგე­ბა.

რეზო გე­თი­აშ­ვი­ლი

კი­დევ უფრო უა­რე­სა­დაა საქ­მე, სა­დაც ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. ეს უკვე მე­ო­რა­დი და გა­ცი­ლე­ბით მძი­მე აამ­ბა­ვია. მთის ტყე­ე­ბიც გა­ჩეხ­ვამ მათი ნი­ა­დაგ­დაც­ვი­თი და წყალ­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის შე­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ი­წყო ნი­ა­და­გე­ბის წა­რე­ცხვა და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­დაც უფრო მგრძნო­ბი­ა­რე გრუნ­ტია, მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სტი­ქი­ე­ბის კე­რე­ბი გაჩ­ნდა. როცა ერო­ზი­ე­ბის 28 %-იან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­ტყეო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი ამის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი.

გა­ე­როს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და „სა­ტყე­ოს­თან“ ერ­თად გა­სულ წლებ­ში სტი­ქი­ე­ბის რის­კე­ბის კუ­თხით მდი­ნა­რე­თა აუ­ზებს ვსწავ­ლობ­დით. უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თია. მდი­ნა­რე­თა აუ­ზე­ბი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია თით­ქმის მთელ პე­რი­მეტრზე. ქვე­ა­უ­ზე­ბის დო­ნე­ზე არა­თუ ტყე­ზე ხე­ლის ხლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა, სას­წრა­ფო ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მე­ბის აღ­სად­გე­ნად და ნი­ა­და­გე­ბის წა­რე­ცხვის შე­სა­კა­ვებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით - და­სახ­ლე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, ჰიდ­რო­ლო­გია ახ­ლოც აღა­რაა ბუ­ნებ­რივ­თან. ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ხე­ო­ბე­ბი ბევრ ად­გი­ლას "დაძ­რუ­ლია" პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და და­მიზ­ნე­ბუ­ლია ჩვენს სოფ­ლებ­ზე, ქა­ლა­ქებ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ და რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ზე. მთე­ლი ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა ერთ რი­გით გაწ­ვი­მე­ბა­ზე ამოქ­მედ­დეს.

- აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით და ამის კონ­ტრო­ლი დღეს რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა?

- ...თა­ვად სა­ტყეო დარ­გი მუდ­მი­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მსხვერ­პლი იყო და და­უ­გეგ­მა­ვი, უსის­ტე­მო და უმარ­თა­ვი ტყით­სარ­გებ­ლო­ბაც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. 2013 წელს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო კონ­ცეფ­ცია, რაც იყო პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ტყეო დარ­გის თან­მიმ­დევ­რუ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ. სულ რა­ღაც სამი წლის წინ დამ­ტკიც­და ტყის ახა­ლი კო­დექ­სიც, რო­მელ­მაც შექ­მნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო, არა მარ­ტო სა­ტყეო დარ­გის­თვის, არა­მედ ენერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კის და სხვა სექ­ტო­რე­ბის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, უარი ით­ქვა, ე.წ. სო­ცი­ა­ლურ ჭრა­ზე.

- ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია, ხომ?

- სა­ტყეო საქ­მე­ში ეს მარ­თლაც "უნი­კა­ლუ­რი“ მოვ­ლე­ნაა. ჭრა სა­მე­ურ­ნეო ღო­ნის­ძი­ე­ბაა და "სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა“ ისე­თი­ვე აბ­სურ­დია, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვთქვათ, "სო­ცი­ა­ლუ­რი ხვნა“, ან "სო­ცი­ა­ლუ­რი თეს­ვა“. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 2026 წლის 1-ელ იან­ვრი­დან ეს პრაქ­ტი­კა აღარ იარ­სე­ბებს. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მძლავ­რი სა­ტყეო რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც აქვს სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა. თუმ­ცა, რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა და ტყის კო­დექ­სით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ერთი უწყე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას ცდე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, არ ჩანს შემ­ხვედ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ და ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტო­რებ­ში.

- ისევ შე­შამ­დე და ენერ­გე­ტი­კამ­დე მივ­დი­ვართ...

- ასეა. ვი­ცით, რომ შე­შას რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­იხ­მარს. სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით, ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის 60-დან 90 %-მდე. სა­შე­შე ხე-ტყე­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სი, რისი მო­ცე­მაც ტყეს შე­უძ­ლია. ციფ­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის­თვის ჯე­ოს­ტატს მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, მა­გა­ლი­თად, 2021 წელს მო­სახ­ლე­ო­ბამ 1.800.000-მდე კუ­ბუ­რი მეტ­რი შეშა მო­იხ­მა­რა. ამა­ვე წე­ლი­წადს სა­ხელ­მწი­ფომ გას­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ და მხო­ლოდ 277.000 კუ­ბუ­რი მეტ­რი, ანუ 6-ჯერ ნაკ­ლე­ბი. ამ მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზით, 2021 წელს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­შის ხუთი მე­ექ­ვსე­დი იყო გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის. ახლა ამას მე­ტყე­ვის თვა­ლით შევ­ხე­დოთ: თუ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ჭრებ­მა აღ­დგე­ნის პო­ტენ­ცი­ალს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ა­ჭარ­ბა, მე­ო­რე წელს ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი, მარ­ტი­ვად, ნულ­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბა და ვე­რაფ­რის მოჭ­რას ვე­ღარ შევ­ძლებთ. თუმ­ცა, თუ გათ­ბო­ბის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს ვერ შევ­ქმნით და მო­თხოვ­ნას იგი­ვეს დავ­ტო­ვებთ, მთელ ზე­წო­ლა ისევ იგი­ვე ტყე­ე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი და ნორ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბა არით­მე­ტი­კუ­ლი პროგ­რე­სი­ით გა­იზ­რდე­ბა. ეს ფაქ­ტო­რი უკვე აუ­ცი­ლე­ბელ გა­უ­ტყე­უ­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვენს ტყე­ში ხე­ე­ბი აღა­რაა.

- გა­მო­დის, რომ ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა­ზე ვსა­უბ­რობთ...

- არა მარ­ტო. ასე­ვე უნდა ვი­სა­უბ­როთ "ენერ­გე­ტი­კულ შიმ­შილ­ზეც", როცა ტრა­დი­ცი­უ­ლი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი ამო­წუ­რუ­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბას კი არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ვი­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გი­ა­ზე, რაც ქმნის სა­სი­ცო­ცხლო რე­სურ­სის გა­რე­შე ოჯა­ხე­ბის დარ­ჩე­ნის საფრ­თხეს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

- თუ სო­ცი­ა­ლურ სერ­ვი­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს ფუნ­ქცია სწო­რედ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე უწყე­ბას უნდა და­ე­კის­როს და თუნ­დაც შე­შის სო­ცი­ა­ლურ და კო­მერ­ცი­ულ ფასს შო­რის სხვა­ო­ბა მის მიერ და­სუბ­სი­დირ­დეს. სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს ამით მი­ე­ცე­მა თვითკმა­რი სა­ხელ­მწი­ფო მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც მდგრად ტყით­სარ­გებ­ლო­ბას­თან ერ­თად, მის დაც­ვას და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, შეძ­ლებს მე­ტყე­ვე­ე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დას, რაც ნამ­დვი­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ამ დარ­გის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, ამა­ზე პა­სუ­ხი ნა­წი­ლობ­რივ ნა­პოვ­ნი და სა­ხელ­მწი­ფო მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი­ცაა. ესაა კლი­მა­ტის მწვა­ნე ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე სა­ტყეო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და სა­ხელ­მწი­ფო სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის გა­მარ­თვას­თან ერ­თად, ენერ­გე­ტი­კულ რე­ფორ­მა­საც ახორ­ცი­ე­ლებს.

ერთი მხრივ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ტყის მდგრა­დი მარ­თვის პრაქ­ტი­კის და­ნერგვა და მე­ო­რე მხრივ, მცირ­დე­ბა ტყის დეგ­რა­და­ცი­ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი - ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზე­წო­ლა ტყე­ებ­ზე. ამის­თვის შერ­ჩე­უ­ლია მარ­ტი­ვი, მაგ­რამ სწრა­ფი შე­დე­გის მომ­ტა­ნი მე­თო­დი - არ­სე­ბულ ღუ­მე­ლებს ვა­ნაც­ვლებთ ბევ­რად უკე­თე­სით, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იწარ­მო­ე­ბა. ესაა 10,000-ობით ღუ­მე­ლი, რა­მაც შე­შის მოხ­მა­რე­ბა უნდა გა­ა­ნა­ხევ­როს. ოღონდ ეს ხდე­ბა მხო­ლოდ 8 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი კი­თხვე­ბიც არა გა­რე­მოს­დაც­ვით, არა­მედ ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ზე მო­დის: თუ გა­და­წყვე­ტის გზე­ბი უკვე ნა­პოვ­ნია და ამა­ზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა - მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, დო­ნო­რე­ბი, მა­შინ რა­ტომ არ ვი­წყებთ სათ­ბო­ბი რე­სურ­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის ანა­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს დარ­ჩე­ნილ 60-ზე მეტ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და რას იზამს ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ საკ­მა­რი­სი მო­ცუ­ლო­ბის შე­შას ვერ მი­ი­ღებს?

- ამ პერ­სპექ­ტი­ვით, რა იქ­ნე­ბა 2026 წელს?

- და­ვუშ­ვათ, რომ 8 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პროგ­რა­მუ­ლად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი დას­რულ­და წარ­მა­ტე­ბით. შე­ზღუ­დუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ის პი­რო­ბებ­ში, მისი შე­დე­გი იქ­ნე­ბა ტყე­ებ­ზე ზე­წო­ლის შემ­ცი­რე­ბა სულ რა­ღაც 10-20 %-ის ფარ­გლებ­ში. ეს სუ­რათს პრაქ­ტი­კუ­ლად არ შეც­ვლის, რად­გან ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა დრა­მა­ტუ­ლი სხვა­ო­ბა შე­შის მოხ­მა­რე­ბა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის...

- ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­შის ღუ­მე­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი კვამ­ლი და ჭვარტლი სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის...

- ასეა. ამის გამო, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ად­გილ­ზე იყო ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით. მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ი­ვი­წყოს მითი, რომ „ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ჭვარტლი­ან ღუ­მელ­თან უნდა იზ­რდე­ბო­დეს“. ტრა­დი­ცი­უ­ლი გათ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უდი­დე­სი რის­კია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უკვე არა­ერ­თხელ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სია...

P.S. ასე რომ, დღე­ვან­დე­ლი სა­ტყეო რე­ფორ­მა არის ერ­თგვა­რი შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, რომ ტყი­დან გა­მო­ტა­ნილ­მა შე­შამ აღარ უნდა გა­და­ა­ჭარ­ბოს ტყის პო­ტენ­ცი­ალს... ამ საქ­მე­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს და შე­ას­რუ­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
1

შეკვეთილი სტატია.

თურმე, ბოლო 30 წელი შეშად რომ ვიყენებთ ხეებს, ტყეები ამიტომ ნადგურდება. 

მეტყევე
0

ეგაა ტყის გურუ რომ ყავს სატყეო პოლიტიკას სათავეში უკვე 10 წელია. 

 

ავტორი:

"ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე... ერთ რიგით წვიმაზე შეიძლება წამოვიდეს" - ტყეების გაჩეხვით გამოწვეული უდიდესი საფრთხე: რაშია გამოსავალი?

"ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე... ერთ რიგით წვიმაზე შეიძლება წამოვიდეს" - ტყეების გაჩეხვით გამოწვეული უდიდესი საფრთხე: რაშია გამოსავალი?

საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის არა მარტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო სარგებლის და რესურსის მიწოდებას. განაპირობებს ადამიანების კეთილდღეობას.

"ჩვენი უნიკალური ლანდშაფტი, საუკეთესო კლიმატი, წყალი, ჰაერი, სასიცოცხლო რესურსები და ბუნებრივი წონასწორობა, რითიც შეგვიძლია მშვიდად, უსაფრთხოდ და ალბათ, შეძლებულადაც ვიცხოვროთ და ტურისტებიც მოვიზიდოთ, ეს ყველაფერი ტყეებზე დგას. ტყეების გარეშე ჩვენი ლამაზი მთები ქვიშა-ხრეშით სავსე პირმოხსნილ ტომრებად გადაიქცევა და ჩვენი საამაყო ხეობებიდან გაუთავებელი სტიქიები წამოვა, რამაც ჩვენი ისტორიული დასახლებები შეიძლება საცხოვრებლად უვარგისი გახადოს“ - გვეუბნება რეზო გეთიაშვილი, "სენის" პროექტების კოორდინატორი.

  • მისი თქმით, ტყეების არამდგრადი სარგებლობა ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს სიღარიბის ფაქტორად აქცევს. რეალურად რა ხდება და რასთან გვაქვს საერთოდ საქმე, ამას რეზო გეთიაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სულ ახლახან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კვლევებით დგინდება, საქართველოს ტყეების 35% დეგრადირებულია, 28% კი - ეროზირებული. უკვე ოფიციალური მაჩვენებლებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თორემ ტყეებს რომ ვკარგავთ, ეს ყველამ ვიცით. 30 წლის წინ, როცა ტყეების ენერგეტიკული ათვისება მასობრივად დავიწყეთ, ჩვენს ეზოებში უზარმაზარი ხის გადანაჭრები ეყარა. ჩვენი ტყეები ენერგეტიკულ კრიზისს საკმაოდ კარგად მომზადებული შეხვდა და შეშის მოტანისას რჩევაშიც კი შევდიოდით - რცხილა სჯობდა თუ წიფელი. თან მზიან ადგილას უნდა ყოფილიყო მოჭრილი, ძირეული კუნძები ძნელად სკდებოდა და ტყეში ვტოვებდით... ახლა იმავე ადგილას პატარ-პატარა გადანაჭრები ყრია და ყველაფერი ერთად - მუხა, ჯაგრცხილა, ბალამწარა, პანტა, მოკლედ, რაც ტყეში იყო დარჩენილი.

- გამოდის, რომ ტყეში ყველა ხე მოვჭერით, რაც 30 წლის წინ იდგა...

- თითქმის ყველა, სადამდეც გზამ მიგვიყვანა და საიდანაც ხის გამოტანა შესაძლებელი იყო… ძველი და ასაკოვანი კორომები რომ ამოიწურა, ახალზეც გადავედით. ათწლეულები ტყეებს უსისტემოდ და უწყვეტად ვჩეხავთ და ბევრგან, განსაკუთრებით კი სოფლისა და სატყეო გზების სიახლოვეს, მოსაჭრელი ხეები ნამდვილად აღარ დარჩა. ამიტომ, ადრე თუ ერთი ხე მთელი ზამთარი გვყოფნიდა, ახლა ხუთი-ათი ახალგაზრდა ხის მოჭრა გვიწევს, ზამთრისთვის სამყოფი შეშა როგორმე რომ შეგროვდეს... იმ ადგილებს კიდევ არა უშავს, სადაც ამონაყარი მეორადი ტყეებია, მაგრამ იქ უფრო რთულადაა საქმე, სადაც სახეობები შეიცვალა და გაკაფულ ტყეებზე გაუვალი ქვე-ტყე წამოვიდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის მაყვლის ბარდები, უფრო ზევით - როდოდენდრონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყემ აღდგენის უნარი დაკარგა - ბუნებრივად ვეღარ აღდგება.

რეზო გეთიაშვილი

კიდევ უფრო უარესადაა საქმე, სადაც ეროზიული პროცესები განვითარდა. ეს უკვე მეორადი და გაცილებით მძიმე აამბავია. მთის ტყეებიც გაჩეხვამ მათი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის შესუსტება გამოიწვია. დაიწყო ნიადაგების წარეცხვა და ღვარცოფული პროცესების განვითარება. სადაც უფრო მგრძნობიარე გრუნტია, მეწყრული სხეულები ჩამოყალიბდა და სტიქიების კერები გაჩნდა. როცა ეროზიების 28 %-იან მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სატყეო ტერიტორიების თითქმის მესამედი ამისკენაა მიდრეკილი.

გაეროს ეროვნულ სააგენტოსთან და „სატყეოსთან“ ერთად გასულ წლებში სტიქიების რისკების კუთხით მდინარეთა აუზებს ვსწავლობდით. უმძიმესი სურათია. მდინარეთა აუზები დეგრადირებულია თითქმის მთელ პერიმეტრზე. ქვეაუზების დონეზე არათუ ტყეზე ხელის ხლება აღარ შეიძლება, სასწრაფო ზომებია მისაღები ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმების აღსადგენად და ნიადაგების წარეცხვის შესაკავებლად. განსაკუთრებით - დასახლებების სიახლოვეს, ჰიდროლოგია ახლოც აღარაა ბუნებრივთან. ჩვენი უნიკალური ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" პირდაპირი მნიშვნელობით და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ქალაქებზე, მუნიციპალურ და რეგიონულ ცენტრებზე. მთელი ეს მექანიზმი შეიძლება ერთ რიგით გაწვიმებაზე ამოქმედდეს.

- აქამდე როგორ მოვედით და ამის კონტროლი დღეს რატომ ვერ ხერხდება?

- ...თავად სატყეო დარგი მუდმივად ექსპერიმენტების მსხვერპლი იყო და დაუგეგმავი, უსისტემო და უმართავი ტყითსარგებლობაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. 2013 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რაც იყო პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება სატყეო დარგის თანმიმდევრული რეფორმირების შესახებ. სულ რაღაც სამი წლის წინ დამტკიცდა ტყის ახალი კოდექსიც, რომელმაც შექმნა საკმაოდ რთული და ამბიციური სამართლებრივი ჩარჩო, არა მარტო სატყეო დარგისთვის, არამედ ენერგეტიკის, ბუნებრივი კატასტროფების მართვის, სოფლის განვითარების, ეკონომიკის და სხვა სექტორებისთვის. პირველ რიგში, უარი ითქვა, ე.წ. სოციალურ ჭრაზე.

- ეს სოციალური ჭრა მხოლოდ საქართველოშია, ხომ?

- სატყეო საქმეში ეს მართლაც "უნიკალური“ მოვლენაა. ჭრა სამეურნეო ღონისძიებაა და "სოციალური ჭრა“ ისეთივე აბსურდია, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, "სოციალური ხვნა“, ან "სოციალური თესვა“. საბედნიეროდ, 2026 წლის 1-ელ იანვრიდან ეს პრაქტიკა აღარ იარსებებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ქვეყანაში საკმაოდ მძლავრი სატყეო რეფორმა მიმდინარეობს, რომელსაც აქვს სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერა. თუმცა, რეფორმის წარმატება და ტყის კოდექსით დამტკიცებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულება ერთი უწყების კომპეტენციას ცდება და სამწუხაროდ, არ ჩანს შემხვედრი მოქმედებები სოციალურ და ენერგეტიკულ სექტორებში.

- ისევ შეშამდე და ენერგეტიკამდე მივდივართ...

- ასეა. ვიცით, რომ შეშას რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიხმარს. სხვადასხვა კვლევებით, ეს არის მოსახლეობის 60-დან 90 %-მდე. საშეშე ხე-ტყეზე არსებული მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე ის ენერგეტიკული რესურსი, რისი მოცემაც ტყეს შეუძლია. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ და ოფიციალური სტატისტიკისთვის ჯეოსტატს მოვიშველიებთ, მაგალითად, 2021 წელს მოსახლეობამ 1.800.000-მდე კუბური მეტრი შეშა მოიხმარა. ამავე წელიწადს სახელმწიფომ გასცა ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ 277.000 კუბური მეტრი, ანუ 6-ჯერ ნაკლები. ამ მარტივი ანალიზით, 2021 წელს ბაზარზე არსებული შეშის ხუთი მეექვსედი იყო გაურკვეველი წარმოშობის. ახლა ამას მეტყევის თვალით შევხედოთ: თუ წლის განმავლობაში ჩატარებულმა ჭრებმა აღდგენის პოტენციალს რამდენჯერმე გადააჭარბა, მეორე წელს ეს პოტენციალი, მარტივად, ნულთან ახლოს იქნება და ვერაფრის მოჭრას ვეღარ შევძლებთ. თუმცა, თუ გათბობის სხვა ალტერნატივებს ვერ შევქმნით და მოთხოვნას იგივეს დავტოვებთ, მთელ ზეწოლა ისევ იგივე ტყეებისკენ იქნება მიმართული და ნორმის გადაჭარბება არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდება. ეს ფაქტორი უკვე აუცილებელ გაუტყეურებამდე მიგვიყვანს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ტყეში ხეები აღარაა.

- გამოდის, რომ ეკოლოგიური კატასტროფაზე ვსაუბრობთ...

- არა მარტო. ასევე უნდა ვისაუბროთ "ენერგეტიკულ შიმშილზეც", როცა ტრადიციული ენერგორესურსები ამოწურულია, მოსახლეობას კი არ აქვს შესაძლებლობა, გადავიდეს ალტერნატიულ ენერგიაზე, რაც ქმნის სასიცოცხლო რესურსის გარეშე ოჯახების დარჩენის საფრთხეს.

- კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება, თუნდაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ან ჯანდაცვის სამინისტროში?

- თუ სოციალურ სერვისებზეა საუბარი, ეს ფუნქცია სწორედ შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებას უნდა დაეკისროს და თუნდაც შეშის სოციალურ და კომერციულ ფასს შორის სხვაობა მის მიერ დასუბსიდირდეს. სატყეო სააგენტოს ამით მიეცემა თვითკმარი სახელმწიფო მეურნეობის განვითარების საშუალება, რაც მდგრად ტყითსარგებლობასთან ერთად, მის დაცვას და მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს. ელემენტარულად, შეძლებს მეტყევეებისთვის ღირსეული ანაზღაურების გადახდას, რაც ნამდვილად აუცილებელი პირობაა ამ დარგის გამართული ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება ენერგეტიკული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ამაზე პასუხი ნაწილობრივ ნაპოვნი და სახელმწიფო მიერ აღიარებულიცაა. ესაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ ინიცირებული და სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების თანამონაწილეობით მიმდინარე სატყეო პროგრამა, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებს და სახელმწიფო სატყეო მეურნეობის გამართვასთან ერთად, ენერგეტიკულ რეფორმასაც ახორციელებს.

ერთი მხრივ, მიმდინარეობს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა და მეორე მხრივ, მცირდება ტყის დეგრადაციის მთავარი ფაქტორი - ენერგეტიკული ზეწოლა ტყეებზე. ამისთვის შერჩეულია მარტივი, მაგრამ სწრაფი შედეგის მომტანი მეთოდი - არსებულ ღუმელებს ვანაცვლებთ ბევრად უკეთესით, რომელიც, სხვათა შორის, უკვე საქართველოში იწარმოება. ესაა 10,000-ობით ღუმელი, რამაც შეშის მოხმარება უნდა გაანახევროს. ოღონდ ეს ხდება მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში.

შესაბამისად, მთავარი კითხვებიც არა გარემოსდაცვით, არამედ ენერგეტიკულ სექტორზე მოდის: თუ გადაწყვეტის გზები უკვე ნაპოვნია და ამაზე ყველა თანხმდება - მთავრობა, პარლამენტი, ფინანსთა სამინისტრო, დონორები, მაშინ რატომ არ ვიწყებთ სათბობი რესურსების შემცირების ანალოგიურ ღონისძიებებს დარჩენილ 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში და რას იზამს ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, თუ სოციალური ჭრების აკრძალვის შემდეგ საკმარისი მოცულობის შეშას ვერ მიიღებს?

- ამ პერსპექტივით, რა იქნება 2026 წელს?

- დავუშვათ, რომ 8 მუნიციპალიტეტში პროგრამულად მიმდინარე პროცესები დასრულდა წარმატებით. შეზღუდული გეოგრაფიის პირობებში, მისი შედეგი იქნება ტყეებზე ზეწოლის შემცირება სულ რაღაც 10-20 %-ის ფარგლებში. ეს სურათს პრაქტიკულად არ შეცვლის, რადგან ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება დრამატული სხვაობა შეშის მოხმარებასა და მიწოდებას შორის...

- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ტრადიციული მოძველებული შეშის ღუმელებიდან გამოსული კვამლი და ჭვარტლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის...

- ასეა. ამის გამო, რამდენიმე წლის წინ საქართველო პირველ ადგილზე იყო ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით. მოსახლეობამაც რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს მითი, რომ „ჯანმრთელი ბავშვი ჭვარტლიან ღუმელთან უნდა იზრდებოდეს“. ტრადიციული გათბობის საშუალებები უდიდესი რისკია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე არაერთხელ გამოაქვეყნა მისგან გამოწვეული უმძიმესი დაავადებების სია...

P.S. ასე რომ, დღევანდელი სატყეო რეფორმა არის ერთგვარი შეთანხმება იმაზე, რომ ტყიდან გამოტანილმა შეშამ აღარ უნდა გადააჭარბოს ტყის პოტენციალს... ამ საქმეში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეასრულოს.