რესტორნებში ხინკალი გაძვირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში რესტორანში ხინკალი წლიურ ჭრილში 13.5%-ით არის გაძვირებული. ინტერნეტში, კვების ობიექტების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მენიუების თანახმად, ერთი ხინკლის ფასი სხვადასხვა რესტორანში 1.5 ლარიდან 2.5 ლარამდე მერყეობს. გაძვირება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.
მათ შორის აღსანიშნავია, ხორცის გაძვირება, კერძოდ, ძროხის ხორცის, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გააგრძლეთ კითხვა
მაგ ხინკლის მაგვარ ცომში 80% გაყინული ქათმის ფარშია, დანარჩენი ,,პრიპრავა,, პოვრებმა იციან როგორ დასვან გემოზე, ვინმეს თუ გონია ნედლი საქონლის და ღორის ხორცის ფარშია ხინკალში ძაან შორს ყოფილა მაშინ ხინკლის გემოსთან, აი სქონლის და ღორის ნედლი ხორცის რომ იყოს სტანდარტული ხინკალი მაშინაც კი ძვირი გამოდის, დღეს რაც ხინკლებია უმეტეს რესტორან-,, ზაბეგალოვკებში,, გაყინული ჩინური ქათმის ფილეა, გაიკითხეთ ახლობლებში ვინც მაგ სფეროშია და ნათელი გახდება ყველაფერი.
მართალია, კიდეც გაიზარდა თავად ზომაში, ფასიც გაეზარდა , მაგრამ ისეთივე ბითურად რჩება ბევრი, როგორიც მის ჭამამდე იყო !