პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა" - გამყრელიძე
"პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა" - გამყრელიძე

დიახ, პან­დე­მია დას­რულ­და, მაგ­რამ ის არ­სად გამ­ქრა­ლა, თან­და­თა­ნო­ბით სუს­ტდე­ბა, მაგ­რამ ის ჯერ­ჯე­რო­ბით შე­და­რე­ბით ვირუ­ლენ­ტუ­რია, ვიდ­რე გრი­პის ვირუ­სი, ამი­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნა­ში იყოს ვაქ­ცი­ნა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, კლი­ნი­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია გრი­პით და რეს­პი­რა­ტო­რულ-სი­ნი­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, გრი­პით და რეს­პი­რა­ტო­რულ-სი­ნი­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სე­ბით მო­წყვლა­დია ბავ­შვთა ასა­კი, გან­სა­კუთ­რე­ბით, 5 წლამ­დე და ასე­ვე, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი - 60 წლის ასა­კის ზე­მოთ.

„გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით წინა „პლან­ზე“ არის გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტს აა­ვა­დებს. შემ­დეგ მო­დის რეს­პი­რა­ტო­რულ-სი­ნი­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, შემ­დეგ უკვე კო­რო­ნა­ვირუ­სი. უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი ხდე­ბა. წინა 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი „ჩაგ­რავ­და“ გრი­პის ვირუსს, დღეს წინა „პლან­ზეა“ გრი­პი, ძი­რი­თა­დად A-ტი­პის და H1N1-ი, რო­მე­ლიც „ღო­რის გრი­პის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის ვაქ­ცი­ნა ჯერ არ შექ­მნი­ლა, რად­გან ახა­ლი შტა­მი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, არ­სე­ბობს ახა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არის და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ხმა­რე­ბა­შია, 2012 წლი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით იც­ვლე­ბა. ახა­ლი შტა­მის ვაქ­ცი­ნა ჯერ არ შექ­მნი­ლა. ახა­ლი შტა­მი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა, ასე სწრა­ფად ქვეშ­ტა­მის ვაქ­ცი­ნა არ იქ­ნე­ბა. არ­სე­ბობს ახა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან „ომიკ­რო­ნის“ წინა ქვეშ­ტა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ასე­ვე, მათ აქვთ დამ­ცვე­ლო­ბა ახა­ლი შტა­მის მი­მართ, რად­გან ისი­ნი „ომიკ­რო­ნის“ „შვი­ლე­ბი“არი­ან. ეს ვაქ­ცი­ნა არის და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვიცი, რომ ჩვე­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ ეს ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც იყოს მი­საწ­ვდო­მი“ , - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხოი
0

შენა იუზგარ,სანამ ქუჩაში არ გათრევენ მანქანას გამობმული,მანამ არ უნდა დაშოშმინდე ?...

ანანო
0

ნეტა იცოდეთ რამდენ ადამიანს ეჯავრები და გწყევლის.

 

ავტორი:

"პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა" - გამყრელიძე

"პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა" - გამყრელიძე

დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, კლინიკებში არსებული ვითარება გამოწვეულია გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით.

მისივე თქმით, გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით მოწყვლადია ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით, 5 წლამდე და ასევე, ხანდაზმულები - 60 წლის ასაკის ზემოთ.

„გავრცელების თვალსაზრისით წინა „პლანზე“ არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტს აავადებს. შემდეგ მოდის რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი. უჩვეულო არაფერი ხდება. წინა 3 წლის განმავლობაში კორონავირუსი „ჩაგრავდა“ გრიპის ვირუსს, დღეს წინა „პლანზეა“ გრიპი, ძირითადად A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის“ წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის“ „შვილები“არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი“ , - განაცხადა გამყრელიძემ.