აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
"სულ ჯენზი მოთქვამდაო მატრონას და სტალინის ხატთან, ვინც იქ იყო, მწერენ, სიწმინდეები შეილახაო", - წერს ფერაძე.
"შენ გვერდში ვარ! და მადლობა", - ასე, საჯაროდ უხდის მადლობას ნატა ფერაძეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელზეც რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული.
იხილეთ ასევე:
სტალინი არ მაინტერესებს,ტაძარში გაბედა ხატის შეურაცხყოფა და ამიტომ ამ ქალმა უნდა მიიღოს საპატიმრო სასჯელი!.. როდემდე უნდა ეფეროთ და როდემდე უნდა შეურაცხყოს ყველა,ვინც მისნაირ ჭკუაზე არაა! არავითარი ჯარიმა,გაუშვით ციხეზე ეს უზნეო!
ტაძარში, მით უმეტეს, საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ითვლებოდეს და დანაშაულის ჩამდენს პასუხი მკაცრად უნდა მოეთხოვოს. როგორ შეიძლება, ეკლესიასთან მებრძოლი ფერაძე და მისნაირები მრევლს შეურაცხყოფდნენ?! წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ რომელიმე მუსულმანურ ქვეყანაში რომ მომხდარიყო. დამნაშავეს ჩაქოლავდნენ.