პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინის ხატზე გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს" - ანდრია ჯაღმაიძე
"სტალინის ხატზე გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს" - ანდრია ჯაღმაიძე

იწყე­ბა კი­დევ ერთი ტალ­ღა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ეც­დე­ბი­ან და­აკ­ნი­ნონ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ჯაღ­მა­ი­ძე კი­დევ ერთხელ აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბულ ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც წმინ­და მატ­რო­ნას­თან ერ­თად სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი.

"მი­მაჩ­ნია რომ, იწყე­ბა კი­დევ ერთი ტალ­ღა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ეც­დე­ბი­ან და­აკ­ნი­ნონ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია.

200 პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­პატ­რი­არ­ქომ წელს, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში მო­წა­მე ქარ­თველ წმინ­და­ნებს, დახ­ვრე­ტი­ლებს, დევ­ნი­ლებს, არც ერთი მათ­გა­ნი არ გა­უ­შუ­ქე­ბია იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლებ­მაც შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მო­გო­ნი­ლი სკან­და­ლით გა­და­ფარ­ვა სცა­დეს. და­ვუკ­ვირ­დეთ და ვინ იმე­ო­რებს ბოლ­შე­ვი­კურ გზას? გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი, რო­დის გა­ა­შუ­ქეს მათ სა­თა­ნა­დოდ, სკან­და­ლის გა­რე­შე? პირ­ვე­ლი შე­კი­თხვაა, რა­ტომ ატე­ხეს ასე­თი ამ­ბა­ვი მა­ინ­ცდა­მა­ინც შო­ბის ღა­მეს? ამ დღის­თვის რა­ტომ შე­მო­ი­ნა­ხეს ეს თემა? რას მი­აღ­წი­ეს? ხალ­ხს წა­არ­თვეს სი­ხა­რუ­ლი და ეს უფრო მეტი ბო­რო­ტე­ბაა არაა, ვიდ­რე და­ვუშ­ვათ სტა­ლი­ნის ხატ­ზე გა­მო­სახ­ვა? ასე­თი რამ ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, რო­დე­საც სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღეს, სკან­და­ლის გა­მო­გო­ნე­ბა­ში იყ­ვნენ. ეს უკვე ერ­თგვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ლი­ნის ხატ­ზე გა­მო­სახ­ვას, პირ­ველ რიგ­ში სათ­ქმე­ლია, რომ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სტა­ლი­ნი ლოც­ვის ობი­ექ­ტია, რად­გან ხატ­ზე შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟიც მოხ­ვდეს, მა­გა­ლი­თად დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნე, თუმ­ცა აქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სია, ამ ხატ­ზე სტა­ლი­ნი უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში არაა. იმის თქმა მინ­და, რომ ეს არ არის სტა­ლი­ნის ხატი და სტა­ლი­ნი აქ არ არის პირი რო­მელ­ზეც ლო­ცუ­ლობს ვინ­მე, რო­გორც ეს ამ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ში და­ხა­ტეს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს ორი დღეა მათი მსმე­ნე­ლი სტა­ლინ­ზე ფიქ­რობს, ხოლო მორ­წმუ­ნე­ე­ბი იესო ქრის­ტეს სას­წა­უ­ლებ­რივ გან­კა­ცე­ბა­ზე და კა­ცობ­რი­ო­ბის ხსნის და­სა­წყის­ზე. თქვენ აირ­ჩი­ეთ ვისი სი­ახ­ლე სჯობს. გი­ლო­ცავთ შო­ბას!“ - წერს დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ­სე­ბულ წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც იო­სებ სტა­ლი­ნი­ცაა გა­მო­სა­ხუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცია 6 იან­ვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანასტასია
3

გაოგნებული ვარ, არ ვარ მზად ასეთი რაღაცეები რომ მომეწონოს, ვერანაირ ახსნას ვერ მივიღებ, წარმოუდგენელი ამბავია

ფიზიკოსი
7

ძაან მალე მოვა ის დრო,როცა აქ ქართველები ერთმანეთს ეცილებოდნენ იქნებიან: შენ სად იყავი მე რომ სტალინს ვადიდებდიო...

ავტორი:

"სტალინის ხატზე გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს" - ანდრია ჯაღმაიძე

"სტალინის ხატზე გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს" - ანდრია ჯაღმაიძე

იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას სამების ტაძარში დაბრძანებულ ხატთან დაკავშირებით, რომელზეც წმინდა მატრონასთან ერთად სტალინია გამოსახული.

"მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია.

200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არც ერთი მათგანი არ გაუშუქებია იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ და ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ საეკლესიო დღესასწაული, როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე? პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე დავუშვათ სტალინის ხატზე გამოსახვა? ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს, სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა. რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში სათქმელია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს. მთლიანობაში ეს ორი დღეა მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შობას!“ - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.