პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ...ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას“ - პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს
"ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ...ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას“ - პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს

პე­დი­ატ­რი ლალი ჯა­ნა­შია მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში/ პე­დი­ატ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის, ჩუ­ტყვა­ვი­ლას და ქუნთრუ­შას ახლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

"ძა­ლი­ან არ მინ­და სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ, მაგ­რამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და თა­ნაბ­რად რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში, A გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი მე­სა­მედ­ზე მე­ტია გრიპ­ზე გა­ტეს­ტილ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის კო­ლაფ­სია პრაქ­ტი­კუ­ლად, დღის სტა­ცი­ო­ნა­რის მეშ­ვე­ო­ბით ვა­ხერ­ხებთ და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ავა­რი­დოთ პა­ცი­ენ­ტთა ნა­წი­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად არის კო­ვი­დის, ჩუ­ტყვა­ვი­ლას და ქუნთრუ­შას შემ­თხვე­ვე­ბი, ამოვ­ყოთ პა­ტივ­ცე­მუ­ლო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბო თავი სა­ცი­ვი­დან და მო­ვი­დეთ ფორ­მა­ში!

მშობ­ლებს გთხოვთ, პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში ნუ მი­მარ­თავთ ჰოს­პი­ტა­ლებს, ოჯა­ხის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, პირ­ვე­ლი 24 სა­ა­თი ვმარ­თოთ ბი­ნა­ზე პა­ტა­რე­ბი ფი­ზი­კუ­რი გაგ­რი­ლე­ბის და ან­ტი­პი­რე­ტუ­ლი(სი­ცხის დამ­წე­ვი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, დატ­ვირ­თეთ სი­თხე­ე­ბით. მზად ვართ, და­გეხ­მა­როთ რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე დღის სტა­ცი­ო­ნა­რის ფარ­გლებ­ში.

თუ ბავ­შვი ადი­ნა­მი­უ­რია, აქვს ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი და არ იღებს სი­თხეს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, ნუ იყე­ნებთ ბი­ნა­ზე ინ­ფუ­ზი­ას (გა­დას­ხმას), კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ეს ფორ­მა, ასე­ვე ნუ იწყებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ას, ნუ წაშ­ლით კლი­ნი­კურ სუ­რათს, ნუ აზი­ა­ნებთ შვი­ლე­ბის იმუ­ნურ სის­ტე­მას, ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ“! – წერს ლალი ჯა­ნა­შია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
4

'ამოვყოთ თავი საცივიდან" როცა წავიკითხე, გაგრძელებაც აღარ მომინდა. ამ ფრაზას საკუთავრი თავის პატივისმცემელი ადამიანი არ უნდა ამბობდეს, სხვას თავი რომ დავანებოთ. მეტს აღარაფერს ვიტყვი. 

ავტორი:

"ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ...ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას“ - პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს

"ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ...ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას“ - პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს. ექიმის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში/ პედიატრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას ახლი შემთხვევები გამოვლინდა.

"ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!

მშობლებს გთხოვთ, პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით, პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ, დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.

თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.