მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე
"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე
  • ბექა ჭი­ჭი­ნა­ძის ბლო­გი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბი

თა­მა­რის ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სა­ლა­დი­ნის მდი­ვა­ნი - იმად ალ-დინი თა­ვის პო­ე­მა­ში სა­ლა­დინს ასე მი­მარ­თავს:

وإن بلاد رق مظلمة فخذ

وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م

-0:59 خراسان والنهرين والدرك الفرسا

بعزمك وأملاً من دمائهم الرسا

"აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი წყვდი­ად­მა მო­იც­ვა, მაშ, და­ი­კა­ვე ხო­რა­სა­ნი, მე­სო­პო­ტა­მია, თურ­ქე­თი და სპარ­სე­თი, ფრან­გე­ბის (ჯვა­როს­ნე­ბის) შემ­დეგ გა­ე­მარ­თე შენი გან­ზრახ­ვით ქარ­თველ­თა ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და აღავ­სე საფ­ლა­ვე­ბი მათი სის­ხლით“.

(თარ­გმა­ნი - ბ.ჭ.).

სა­ო­ცა­რი ტექ­სტია, ჯვა­რო­სან­თა და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს მთა­ვა­რი მტრე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ფრან­გე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ჯერი მათ­ზეა. თა­მარ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ლა­დინ­მა ეს პრო­პა­გან­და მი­ი­ღო და ხა­ლი­ფას მი­მართ წე­რილ­შიც გა­აჟ­ღე­რა.

იმად ად დი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე სო­მე­ხი ავ­ტო­რი სომ­ხუ­რი სა­ხა­რე­ბის ერთ უნი­კა­ლურ მი­ნა­წერ­ში ამა­ვე რე­ა­ლო­ბას შემ­დეგ­ნა­ი­რად გად­მოგ­ვცემს:

"[და­ი­წე­რა] სომ­ხუ­რი წელ­თაღ­რი­ცხვის ექ­ვსას ორ­მოც­და­ცა­მეტ წელს

(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იო­ჰა­ნე­სის კა­თა­ლი­კო­სო­ბი­სას, ქრის­ტეს მიერ გვირ­გვი­ნო­სა­ნი და ძლე­ვა­მო­სი­ლი [კი­ლი­კი­ის - ბ. ჭ] სო­მეხ­თა მე­ფის - ლე­ვო­ნის, სტე­ფა­ნეს ძის, მე­ფო­ბის ჟამს, ბო­როტ­სა და უკუღ­მართ დრო­ში, რო­დე­საც ქრის­ტი­ან­თა მოდ­გმა გა­და­ბუ­გუ­ლი იყო ყო­ველ­გან, ვი­თარ­ცა მინ­დვ­რის ძეძ­ვი; [ისი­ნი] უცხო­თესლთა­გან მრა­ვალ­მხრივ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი და გა­წა­მე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რად­გან ფრი­ად მომძლავ­რე­ბუ­ლი­ყო ცო­ფი­ა­ნი და უს­ჯუ­ლო, მხევ­ლის შთა­მო­მა­ვალ­თა, აგა­რი­ან­თა ტომი; მძლავ­რო­ბით მი­ი­ტა­ცეს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
imreli
3

კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ ქართველებს გვყავდა ქალი მეედ. და როდის 10 საუკუნის წინ. მაგრები ვართ რა.

საბა
30

თამარას უნიათო მამამ დაღუპა საქართველო,ამას რომ ხელში ჩაუგდო მეფობა,მერე ამან,რომ ვერ გაარკვია, რუსუდანი უნდა ყოფილიყო მეფე თუ ლაშა...მერე მაგათმა ორმა დავითმა,მონღოლებთან რომ წავიდნენ,მეფობა ვის ეკუთვნოდა იმის სარკვევად...ასე გაიყო საქართველო ორად,თუ ვინმემ არ იცოდით აქამდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე

"თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და რჩეული ჭაბუკები" - რას ვკითხულობთ არაბულ და სომხურ წყაროებში თამარ მეფეზე
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

თამარის ეპოქის საქართველოს შესახებ სალადინის მდივანი - იმად ალ-დინი თავის პოემაში სალადინს ასე მიმართავს:

وإن بلاد رق مظلمة فخذ

وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م

-0:59 خراسان والنهرين والدرك الفرسا

بعزمك وأملاً من دمائهم الرسا

"აღმოსავლეთის ქვეყნები წყვდიადმა მოიცვა, მაშ, დაიკავე ხორასანი, მესოპოტამია, თურქეთი და სპარსეთი, ფრანგების (ჯვაროსნების) შემდეგ გაემართე შენი განზრახვით ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ და აღავსე საფლავები მათი სისხლით“.

(თარგმანი - ბ.ჭ.).

საოცარი ტექსტია, ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან და ფრანგების დამარცხების შემდეგ ჯერი მათზეა. თამართან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სალადინმა ეს პროპაგანდა მიიღო და ხალიფას მიმართ წერილშიც გააჟღერა.

იმად ად დინის თანამედროვე სომეხი ავტორი სომხური სახარების ერთ უნიკალურ მინაწერში ამავე რეალობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:

,,[დაიწერა] სომხური წელთაღრიცხვის ექვსას ორმოცდაცამეტ წელს

(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იოჰანესის კათალიკოსობისას, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და ძლევამოსილი [კილიკიის - ბ. ჭ] სომეხთა მეფის - ლევონის, სტეფანეს ძის, მეფობის ჟამს, ბოროტსა და უკუღმართ დროში, როდესაც ქრისტიანთა მოდგმა გადაბუგული იყო ყოველგან, ვითარცა მინდვრის ძეძვი; [ისინი] უცხოთესლთაგან მრავალმხრივ შევიწროებული და გაწამებული იყვნენ, რადგან ფრიად მომძლავრებულიყო ცოფიანი და უსჯულო, მხევლის შთამომავალთა, აგარიანთა ტომი; მძლავრობით მიიტაცეს ყველა ქვეყანა... გააგრძელეთ კითხვა