პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, ფეხზე წამოდგომა... გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება" - რას წერს ბექა ყორშია?
"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, ფეხზე წამოდგომა... გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება" - რას წერს ბექა ყორშია?

ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც გა­დამ­დე­ბია. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, თსსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ივანე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა“.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2023 წლის 49-ე კა­ლენ­და­რულ კვი­რას გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27% გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 2 კვი­რა­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 38 გრა­დუ­სი და მეტი, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე მი­უ­თი­თებს გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე. ბავ­შვებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში ეს შემ­თხვე­ვა უნდა იყოს ექი­მის მიერ მარ­თუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

სოცქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ ვირუ­სი მათ­თან საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის არის ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ყორ­შია. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ხალ­ხო, ძა­ლი­ან გთხოვთ, წა­ი­კი­თხეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რა­საც აქ დავ­წერ. რო­გორც ბევრ თქვენ­განს, მეც შე­მე­ყა­რა ეს ვირუ­სი. პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ფეხ­ზე ვერ ვდგა­ვარ. სი­ცხე ახ­ლაც მაქვს (37.9), მაგ­რამ პირ­ველ და მე­ო­რე დღეს ძვლებ­ში მამ­ტვრევ­და, მი­ჭირ­და ორი­ენ­ტი­რე­ბა, აზ­რე­ბის თავ­მოყ­რა, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა და გავ­ლა. ჩემ­გან გა­და­ე­დო Nini-ს, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ბევ­რად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ფე­ხის ფრჩხი­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი თმის ღე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ტკი­ო­და.

თვა­ლებს ვერ ახელ­და სპაზ­მის­გან. რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მიგ­ვე­ხე­და. ხან ერთს და­უ­წევ­და სი­ცხე, ხან მე­ო­რეს და ასე ვმო­ნაც­ვლე­ობ­დით, რომ ერთი-მე­ო­რეს წამ­ლე­ბი­სა და სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ არ მახ­სოვს. ორ­ჯერ მქონ­და კო­ვი­დი, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა. ამ ვირუს­მა მომ­კლა და ცხოვ­რე­ბა შე­მა­ძუ­ლა. გთხოვთ, თუ ვინ­მეს ბოლო ხა­ნებ­ში სი­ცხე­ე­ბი გაქვთ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა და თქვე­ნით გა­დაჭ­რით ნუ და­ას­კვნით, რომ ეს უბ­რა­ლოდ, გრი­პია. გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე. ჩვენ ნელ-ნელა გა­მოვ­დი­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ალ­ბათ, ხვალ-ზეგ უკვე კარ­გად ვიქ­ნე­ბით" - წერს ყორ­შია.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშიკო
1

თუ ამ პერსონაჟის ფიზიონომიით ვიმსჯელებთ , იგი არავითარი "ყორშია" არ უნდა იყოს! იგი კლასიკური ტიპაჟია აბუ-ხაკიმ - ალ-ნასრის! 

გოგა
9

Მაინტერესებს, რომელი გრიპის ვირუსი არაა გადამდები? Ისეთი სათაური გამოიტანეთ გეგონება პირველად ცირკულირებს გრიპი რომელიც არაა გადამდები. Თქვენ ოღონდ ხალხი დაზაფროთ

ავტორი:

"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, ფეხზე წამოდგომა... გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება" - რას წერს ბექა ყორშია?

"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, ფეხზე წამოდგომა... გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება" - რას წერს ბექა ყორშია?

ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, "ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

სოცქსელში უამრავი ადამიანი წერს, რომ ვირუსი მათთან საკმაოდ მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. მათ შორის არის ჟურნალისტი ბექა ყორშია. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ხალხო, ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ, რასაც აქ დავწერ. როგორც ბევრ თქვენგანს, მეც შემეყარა ეს ვირუსი. პირველი იანვრიდან ფეხზე ვერ ვდგავარ. სიცხე ახლაც მაქვს (37.9), მაგრამ პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, აზრების თავმოყრა, ფეხზე წამოდგომა და გავლა. ჩემგან გადაედო Nini-ს, რომელიც ჩემზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ფეხის ფრჩხილებიდან დაწყებული თმის ღერებით დამთავრებული, ყველაფერი ტკიოდა.

თვალებს ვერ ახელდა სპაზმისგან. რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ, რომ ერთმანეთისთვის მიგვეხედა. ხან ერთს დაუწევდა სიცხე, ხან მეორეს და ასე ვმონაცვლეობდით, რომ ერთი-მეორეს წამლებისა და სითხეების მიღებაში დავხმარებოდით.

ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არ მახსოვს. ორჯერ მქონდა კოვიდი, მაგრამ რა შედარებაა. ამ ვირუსმა მომკლა და ცხოვრება შემაძულა. გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება და თქვენით გადაჭრით ნუ დაასკვნით, რომ ეს უბრალოდ, გრიპია. გაიკეთეთ პირბადე. ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ მდგომარეობიდან, ალბათ, ხვალ-ზეგ უკვე კარგად ვიქნებით" - წერს ყორშია.