პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება - რეგიონული დაძაბულობა მწვავდება" - რას წერს CNN-ი?
"ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება - რეგიონული დაძაბულობა მწვავდება" - რას წერს CNN-ი?

ღა­ზის სექ­ტო­რის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში, მათ შო­რის სამ­ხრეთ ქა­ლაქ ხან იუ­ნის­ში, სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­და მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა რამ­დე­ნი­მე ქვე­და­ნა­ყო­ფი გა­იყ­ვა­ნა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და ღა­ზის სექ­ტორ­ში მყოფ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

პა­ლეს­ტი­ნის წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბით, ოთხშა­ბათს ღა­ზას სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამას­თან, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ღა­ზას ჩრდი­ლო­ე­თით, ჯა­ბა­ლი­ას ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, რა­მაც მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია. ღა­ზის სექ­ტო­რის „ჰა­მა­სის“ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და და­შავ­და.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ღა­ზა­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 22 300 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა.

CNN-ი იუ­წყე­ბა, რომ გა­მო­იკ­ვე­თა შიში ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ, რაც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ირან­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბებ­ში, რო­მელ­საც ასამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ის­რა­ე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და შუ­რის­ძი­ე­ბით და­ი­მუქრნენ.

ლი­ბან­ში მოქ­მე­დი ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის, „ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დერ­მა ჰა­სან ნას­რა­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ის­რა­ე­ლი ლი­ბან­თან ომს და­ი­წყებს, პა­სუ­ხი "უსა­ზღვრო" იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბე­ი­რუთ­ში „ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, სა­ლეჰ ალ-არუ­რის მკვლე­ლო­ბა და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა.

ss
2

ჰამასმა თავის თავს დააბრალოს, ნათქვამია: რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. 

ავტორი:

"ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება - რეგიონული დაძაბულობა მწვავდება" - რას წერს CNN-ი?

"ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება - რეგიონული დაძაბულობა მწვავდება" - რას წერს CNN-ი?

ღაზის სექტორის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია დაწყნარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა რამდენიმე ქვედანაყოფი გაიყვანა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზის სექტორში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ოთხშაბათს ღაზას სამხრეთით მდებარე საავადმყოფოსთან საარტილერიო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ძლიერი აფეთქება მოხდა ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 22 300 ადამიანს გადააჭარბა.

CNN-ი იუწყება, რომ გამოიკვეთა შიში ფართო რეგიონული კონფლიქტის პოტენციალის შესახებ მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირანში მომხდარ აფეთქებებში, რომელსაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულეს და შურისძიებით დაიმუქრნენ.

ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან ომს დაიწყებს, პასუხი "უსაზღვრო" იქნება. მისივე თქმით, ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.