მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო: საახალწლო საჩუქრების საუკეთესო იდეები პატარებისთვის
უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო: საახალწლო საჩუქრების საუკეთესო იდეები პატარებისთვის

ახა­ლი წელი სულ მალე გა­ა­ხა­რებს პა­ტა­რე­ბის გუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ნაძ­ვის ხის ქვეშ სან­ტას სა­ჩუქ­რებს. თუ გან­სხვა­ვე­ბულ, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბით სა­ჩუ­ქარს ეძებთ ბავ­შვე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლოდ, რო­მელ­საც გარ­თო­ბის გარ­და სხვა ფუნ­ქცი­ე­ბიც ექ­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე კარგ იდე­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

გუნ­დას დღი­უ­რი

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი - თოვ­ლის გუნ­დას ამ­ბე­ბი­თა და ილუსტრა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო ჩა­ნა­წე­რე­ბის დღი­უ­რი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის. ას­წავ­ლეთ, რო­გორ ჩა­წე­როს დღი­ურ­ში თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ან ერ­თად შექ­მე­ნით „მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რი“. ამ ჯა­დოს­ნურ ბლოკ­ნოტ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. თუნ­დაც თქვე­ნი შვი­ლის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი კო­მიქ­სის შექ­მნა, ან ერ­თად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ზღაპ­რე­ბის ჩა­წე­რა.

ჩემი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ატ­ლა­სი

ეს ჯა­დოს­ნუ­რი ატ­ლა­სია, რო­მელ­საც გა­დაშ­ლით თუ არა, თვალ­წინ მბრუ­ნა­ვი გლო­ბუ­სი ამო­იშ­ლე­ბა. ბავ­შვი შეძ­ლებს გა­მო­იკ­ვლი­ოს ჩვე­ნი პლა­ნე­ტა, უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, უდი­დე­სი ტყე­ე­ბით, ვრცე­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბი­თა და იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­თა და ცხო­ვე­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. იპო­ვოს ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, გან­თქმუ­ლი ძეგ­ლე­ბი და გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო. გა­ი­გოს მეტი სპორ­ტის, საკ­ვე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის, კულ­ტუ­რი­სა და ენე­ბის შე­სა­ხებ პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით. შე­ი­ტყოს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ვართ – ისე­თებ­ზე, რო­გო­რე­ბიც, მა­გა­ლი­თად: პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­სა და გა­რე­მოს მო­მა­ვა­ლი. „ჩემი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ატ­ლა­სი“ ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­სა­დე­გი სა­ჩუ­ქა­რია!

ბან­დი­ტი ბე­ბია ბრუნ­დე­ბა

წიგ­ნი, გან­კუთ­ვნი­ლია 8-12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის. ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის - „ბან­დი­ტი ბე­ბია“ გაგ­რძე­ლე­ბა. წლე­ბი გა­ვი­და, რაც ბენ­მა საყ­ვა­რე­ლი ბან­დი­ტი ბე­ბია და­კარ­გა, მაგ­რამ ის დაბ­რუნ­და... შავ კა­ტად შე­ნიღ­ბუ­ლი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც და­ი­წყო. მერე რო­გო­რი! ბენი და მისი მე­გო­ბა­რი რაჯი თვით დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს და­უ­მე­გობ­რდე­ბი­ან და მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბი­სა და ხი­ფა­თის შემ­დეგ მსოფ­ლიო თას­სა და ტუ­ტან­ხა­მო­ნის ნი­ღაბს ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ. უგულ­შე­მატ­კივ­რეთ ბე­ნის, რა­ჯი­სა და ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის ხი­ფა­თით სავ­სე თავ­გა­და­სა­ვალს!

მე მიყ­ვარს კრის­ტა­ლე­ბი - შობა

შე­მეც­ნე­ბი­თი სა­ჩუ­ქა­რი 6-8 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის. ეს სა­ჩუ­ქა­რი ბავ­შვებს თვა­ლის­მომჭრელ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბა. 2000 გა­სა­ო­ცა­რი კრის­ტა­ლით შექ­მნის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ნა­ხა­ტებს. ეს ძა­ლი­ან ად­ვი­ლი და სა­ხა­ლი­სოა - და­ფას კრის­ტა­ლე­ბი უნდა და­ა­წე­ბოს და შექ­მნას ბრჭყვი­ა­ლა ნა­ხა­ტე­ბი, ბა­რა­თე­ბი და ფი­გუ­რე­ბი! ზამ­თრის სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნას სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნი­ლი მო­ციმ­ცი­მე ნა­ხა­ტე­ბი­თა და ფი­გუ­რე­ბით, თოვ­ლის მე­გობ­რე­ბი­თა და ბრჭყვი­ა­ლა სა­ჩუქ­რე­ბით აა­ციმ­ცი­მებს.

სა­თა­მა­შო თოვ­ლის გუნ­და

პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟის სა­თა­მა­შო ყვე­ლა ბავ­შვმა შე­იყ­ვა­რა მულ­ტფილ­მი­დან „მე წვი­მად მო­ვალ“. გუნ­დას სა­თა­მა­შო ბევ­რნა­ი­რი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი­თაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მათ შო­რის, მუ­სი­კა­ლუ­რი გუნ­დას სა­თა­მა­შოც, რო­მე­ლიც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რას მღე­რის.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო: საახალწლო საჩუქრების საუკეთესო იდეები პატარებისთვის

უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო: საახალწლო საჩუქრების საუკეთესო იდეები პატარებისთვის

ახალი წელი სულ მალე გაახარებს პატარების გულებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ნაძვის ხის ქვეშ სანტას საჩუქრებს. თუ განსხვავებულ, საინტერესო და შემეცნებით საჩუქარს ეძებთ ბავშვებისთვის საახალწლოდ, რომელსაც გართობის გარდა სხვა ფუნქციებიც ექნება, რამდენიმე კარგ იდეას შემოგთავაზებთ:

გუნდას დღიური

ყველასთვის საყვარელი - თოვლის გუნდას ამბებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო ჩანაწერების დღიური ძალიან საყვარელი საჩუქარი იქნება ბავშვებისთვის. ასწავლეთ, როგორ ჩაწეროს დღიურში თავისი თავგადასავლები, ან ერთად შექმენით „მეგობრობის დღიური“. ამ ჯადოსნურ ბლოკნოტში ბევრი საინტერესო აქტივობის გაკეთება შეიძლება. თუნდაც თქვენი შვილის მიერ მოფიქრებული კომიქსის შექმნა, ან ერთად მოფიქრებული პატარა ზღაპრების ჩაწერა.

ჩემი პირველი მსოფლიო ატლასი

ეს ჯადოსნური ატლასია, რომელსაც გადაშლით თუ არა, თვალწინ მბრუნავი გლობუსი ამოიშლება. ბავშვი შეძლებს გამოიკვლიოს ჩვენი პლანეტა, უმაღლესი მწვერვალებით დაწყებული, უდიდესი ტყეებით, ვრცელი ოკეანეებითა და იქ მცხოვრები ადამიანებითა და ცხოველებით დამთავრებული. იპოვოს ძველი ნაგებობები, განთქმული ძეგლები და გასაოცარი ბუნებრივი გარემო. გაიგოს მეტი სპორტის, საკვების, ეროვნული სამოსის, კულტურისა და ენების შესახებ პლანეტის მასშტაბით. შეიტყოს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვართ – ისეთებზე, როგორებიც, მაგალითად: პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ველური ბუნებისა და გარემოს მომავალი. „ჩემი პირველი მსოფლიო ატლასი“ ნამდვილად საინტერესო და გამოსადეგი საჩუქარია!

ბანდიტი ბებია ბრუნდება

წიგნი, განკუთვნილია 8-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვების საყვარელი წიგნის - „ბანდიტი ბებია“ გაგრძელება. წლები გავიდა, რაც ბენმა საყვარელი ბანდიტი ბებია დაკარგა, მაგრამ ის დაბრუნდა... შავ კატად შენიღბული და თავგადასავლებიც დაიწყო. მერე როგორი! ბენი და მისი მეგობარი რაჯი თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალს დაუმეგობრდებიან და მრავალი დაბრკოლებისა და ხიფათის შემდეგ მსოფლიო თასსა და ტუტანხამონის ნიღაბს ბრიტანეთის მუზეუმში დააბრუნებენ. უგულშემატკივრეთ ბენის, რაჯისა და ბრიტანეთის დედოფლის ხიფათით სავსე თავგადასავალს!

მე მიყვარს კრისტალები - შობა

შემეცნებითი საჩუქარი 6-8 წლამდე ბავშვებისთვის. ეს საჩუქარი ბავშვებს თვალისმომჭრელ სანახაობას ჰპირდება. 2000 გასაოცარი კრისტალით შექმნის სადღესასწაულო ნახატებს. ეს ძალიან ადვილი და სახალისოა - დაფას კრისტალები უნდა დააწებოს და შექმნას ბრჭყვიალა ნახატები, ბარათები და ფიგურები! ზამთრის საოცრებათა ქვეყანას საკუთარი ხელით შექმნილი მოციმციმე ნახატებითა და ფიგურებით, თოვლის მეგობრებითა და ბრჭყვიალა საჩუქრებით ააციმციმებს.

სათამაშო თოვლის გუნდა

პოპულარული ქართველი პერსონაჟის სათამაშო ყველა ბავშვმა შეიყვარა მულტფილმიდან „მე წვიმად მოვალ“. გუნდას სათამაშო ბევრნაირი ვარიაციებითაა ხელმისაწვდომი. მათ შორის, მუსიკალური გუნდას სათამაშოც, რომელიც ყველასათვის საყვარელ სიმღერას მღერის.

R