პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება - "ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ"
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება - "ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ"

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ "ლე­ლოს" ნიკა მე­ლი­ას­თან ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს, არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და ახა­ლი სა­ხე­ლით წარ­დგო­მას. "ლე­ლოს" ნიკა მე­ლი­ას­თან გვაქვს კომ­ფორ­ტი, რომ ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, ნიკა მე­ლი­ა­სა და "ლე­ლოს" ხედ­ვე­ბი თან­ხვედ­რა­შია.

ხა­ზა­რა­ძის თქმით, ამო­ცა­ნაა, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარი უთხრას ძველ პო­ლი­ტი­კას და პო­ლი­ტი­კო­სებს.

"ჩვენ ნიკა მე­ლი­ას­თან გვაქვს კომ­ფორ­ტი, რომ ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ნიკა მე­ლია იბ­რძვის იმი­სათ­ვის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დას­რულ­დეს ერ­თმმარ­თვე­ლუ­რი, ოლი­გარ­ქი­უ­ლი, მით­ვი­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ეტა­პი. ეს არის "შუა“, თუ რა სა­ხე­ლიც არ უნდა და­ვარ­ქვათ, ამო­ცა­ნა არის, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარი უთხრას ძველ პო­ლი­ტი­კას. შე­იძ­ლე­ბა იყოს ძვე­ლი პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ გას­ვრი­ლი არ იყოს. ჩვენ გვაქვს გას­ვრი­ლი პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, ძვე­ლიც. ძველ პო­ლი­ტი­კა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ამ ქვე­ყა­ნას 30 წე­ლია ერთი პარ­ტია მარ­თავს, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით, მაგ­რამ ერთი ვერ­ტი­კა­ლით. სა­ნამ ეს ვერ­ტი­კა­ლი არ მო­იშ­ლე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ წნე­ხის­გან, რო­მე­ლიც აქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ამი­ტომ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ამას ნიშ­ნავს", - გა­ნა­ცხა­და მან.

კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ნიკა მე­ლია "ლე­ლოს“ სი­ა­ში, ხა­ზა­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ნიკა მე­ლი­ას­თან "ლე­ლოს“ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ექ­ნე­ბა.

ამას­თან, ხა­ზა­რა­ძე თე­ო­რი­უ­ლად უშ­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არ გა­მო­რი­ცხავს, არ­ჩევ­ნე­ბის წინ ნიკა მე­ლი­ას პარ­ტი­ას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და ახა­ლი სა­ხე­ლით წარ­დგო­მას.

"მე რო­გორც ვიცი, ნიკა მე­ლია თა­ვის პარ­ტი­ას აკე­თებს. მე მინ­და მას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. ეს იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, სა­დაც ჩვენ შევ­თან­ხმდე­ბით ძი­რი­თად და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ამომ­რჩე­ვე­ლი და­ი­ნა­ხავს, რომ არის ორი პარ­ტია - ნიკა მე­ლი­ას პარ­ტია და მე­ო­რე მხა­რეს "ლელო“, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე, მთავ­რო­ბის კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე. შე­დეგ კი გა­და­სა­წყვე­ტია ნიკა მე­ლია და "ლელო“ ცალ-ცალ­კე გა­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ში თუ არა. თუ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ახა­ლი სა­ხე­ლია მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, ესეც თე­ო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ამა­ზე ლა­პა­რა­კი დღეს... მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი ხედ­ვა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ჩვენ გვინ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დას­რულ­დეს ასე­თი მმარ­თვე­ლო­ბა, გვინ­და რომ ქვე­ყა­ნა ინ­ტეგ­რირ­დეს ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში. ამას სჭირ­დე­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბა, რე­ფორ­მე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბი, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ა.შ. დღეს ამა­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეა, მაგ­რამ გი­დას­ტუ­რებთ თუ ვის­თან გვაქვს ჩვენ სიმ­პა­თია“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
1

ორივე მავნე ორივემ გამწარა ხალხი ერთი ყრიდა სახლებიდნ მეორე იფორმებდა ,ეს რა უბედურებაა ,ერთი ყო სასამართლოს აღმასრულებელი მეორე ბანკირი ასეთი გზით დამტოვეს ქუჩაში🤷‍♀️🙈

მიზანი
8

ერთია, დიადი ნათელი .... პარლამენტი! ვითარება ითხოვს ახალი მმართველობის ფორმას, რომ ამ კაბალას დავეხსნათ ერთხელ და სამუდამოდ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება - "ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ"

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება - "ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ"

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არ გამორიცხავს, არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას. "ლელოს" ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ნიკა მელიასა და "ლელოს" ხედვები თანხვედრაშია.

ხაზარაძის თქმით, ამოცანაა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს.

"ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? - იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. ეს არის "შუა“, თუ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას. შეიძლება იყოს ძველი პოლიტიკა, მაგრამ გასვრილი არ იყოს. ჩვენ გვაქვს გასვრილი პოლიტიკა და პოლიტიკოსებიც, ძველიც. ძველ პოლიტიკაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყანას 30 წელია ერთი პარტია მართავს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთი ვერტიკალით. სანამ ეს ვერტიკალი არ მოიშლება, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ გათავისუფლდება იმ წნეხისგან, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას“, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ სტრატეგიული პარტნიორობა ამას ნიშნავს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა მელია "ლელოს“ სიაში, ხაზარაძე პასუხობს, რომ ნიკა მელიასთან "ლელოს“ სტრატეგიული პარტნიორობა ექნება.

ამასთან, ხაზარაძე თეორიულად უშვებს შესაძლებლობას და არ გამორიცხავს, არჩევნების წინ ნიკა მელიას პარტიასთან გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას.

"მე როგორც ვიცი, ნიკა მელია თავის პარტიას აკეთებს. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ოპოზიციონერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ არის ორი პარტია - ნიკა მელიას პარტია და მეორე მხარეს "ლელო“, რომლებიც შეთანხმებული არიან ქვეყნის მართვაზე, მთავრობის კომპოზიციაზე. შედეგ კი გადასაწყვეტია ნიკა მელია და "ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს... მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი მმართველობა, გვინდა რომ ქვეყანა ინტეგრირდეს ევროსტრუქტურებში. ამას სჭირდება ახალი მთავრობა, რეფორმები, ახალი იდეები, ახალი ადამიანები და ა.შ. დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ გიდასტურებთ თუ ვისთან გვაქვს ჩვენ სიმპათია“,- განაცხადა ხაზარაძემ.