პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამთენიისას რუსებზე "გაჩუქებული" საქართველოს ქონება - აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი
გამთენიისას რუსებზე "გაჩუქებული" საქართველოს ქონება - აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ღა­მით და­ნიშ­ნულ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტმა რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა რუ­სეთ-აფხა­ზუ­რი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც და­ამ­ტკი­ცა ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა. ეს გა­და­წყვე­ტყი­ლე­ბა ე.წ. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სპი­კერ­მა ლაშა აშუ­ბამ აც­ნო­ბა პრო­ტეს­ტანტ ოპო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ სა­ღა­მო­დან პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში სულ 35 „დე­პუ­ტა­ტია“, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი 28-დან 25-მა და­უ­ჭი­რა. შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ე­ცათ.

აფხაზ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სა­მარ­ცხვი­ნო" უწო­დეს და მისი გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვეს. ყო­ფი­ლი ე.წ. ომ­ბუდსმე­ნის ასი­და შაკ­რი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რია.

"ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რა­საც ვე­ლო­დით, მოხ­და. დე­პუ­ტა­ტებ­მა იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თეს აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ას, იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თეს ქვეყ­ნის კა­ნო­ნებს, და­არ­ღვი­ეს კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნე­ბი. მათ და­არ­ღვი­ეს ყვე­ლა­ფე­რი, რისი დარ­ღვე­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა უნდა და­ა­სა­ბუ­თონ, რა­ტომ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - გა­ე­მარ­თათ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა ღა­მით. მათ უნდა და­ა­სა­ბუ­თონ ამ სხდო­მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და შაკ­რილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

პარ­ტია "„ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სე­პა­რა­ტის­ტთა პარ­ლა­მენ­ტის მიერ ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო გას­ხვი­სე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის და­სა­წყი­სი.

მისი თქმით, გამ­თე­ნი­ი­სას სე­პა­რა­ტის­ტთა პარ­ლა­მენ­ტმა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვით, ხალ­ხის ში­შით გა­მო­ი­ყე­ნა ბოლ­შე­ვი­კუ­რი მე­თო­დე­ბი და მო­ახ­დი­ნა ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე გა­და­ცე­მის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რა­საც 28 დე­პუ­ტა­ტი­დან ხმა მის­ცა 26 დე­პუ­ტატ­მა. რო­გორც და­ვი­თა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და დათ­ქმით, თუ ეს აგა­რა­კე­ბი მოხ­ვდე­ბა მე­სა­მე პი­რის ხელ­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მდე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო გას­ხვი­სე­ბა, რის­თვი­საც „სა­მარ­თლებ­რი­ვად“ მოხ­და პარ­ლა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნოს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი, რომ ჰა­ა­გის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ძებ­ნი­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ით­ვი­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ნე­ბას. ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის და­სა­წყი­სი. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უკვე „იუ­რი­დი­უ­ლად“ და­ი­წყო იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია მის მიერ“, - აცხა­დებს პა­ა­ტა და­ვი­თა­ია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
6

რუსებთან საუბარი ჯერ კიდევ არ შეიძლება,რადგან რუსეთ უკრაინის უაზრო ომში მათ თავი გამარჯვებული გონიათ და თქვენ თვითონ განსაჯეთ გამარჯვებული რუსი,მითუმეტეს პუტინი რამეს დაგითმობს?პირიქით კი გეტყვის არასდროს იფიქროთ ნატოზე და ამისთვის გარანტიებსაც მოგთხოვს. ამიტომ არ შეიძლება დღეს რუსებთან და მის ლიდერთან პუტინთან მოლაპარაკება,თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ ექნება,მოვლენები კი კალეიდოსკოპურად იცვლება და ეს დღეც დადგება,შეიძლება ძალისმიერი მეთოდებიც გამოვიყენოთ და აფხაზეთის საკითხი ასე გადავწყვიტოთ,როგორ?ესეც რუსეთ უკრაინის ომზეა დამოკიდებული,თუ რაღაც მანქანებით უკრაინამ შეძლო რუსების ,რბილათ,რომ ვთქვათ ხასიათის გაფუჭება,მერე უფრო თამამად მოვთხოვთ,მოვითხოვთ,ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ამას იმ მომენტის სიტუაცია გვაჩვენებს.

გენო
4

და რა უნდა ელაპარაკო რუსებს?რუსეთი მხოლოდ ძალის ენას ცნობს.თუ ძალიან შეეხვეწო გინდა და თავი შეაცოდო.იმ თავს უცებ წაგაცლის ან ტერიტორიის სანაცვლოდ მონობას მოგთხოვს.შენ რომელს აირჩევდი?

ავტორი:

გამთენიისას რუსებზე "გაჩუქებული" საქართველოს ქონება - აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი

გამთენიისას რუსებზე "გაჩუქებული" საქართველოს ქონება - აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი

დღეს, გამთენიისას, ფაქტობრივად, ღამით დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა რუსეთ-აფხაზური შეთანხმების შესახებ, რომლითაც დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა. ეს გადაწყვეტყილება ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა პროტესტანტ ოპონენტებს, რომლებიც გუშინ საღამოდან პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

აფხაზმა ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. ყოფილი ე.წ. ომბუდსმენის ასიდა შაკრილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

"ყველაზე უარესი, რასაც ველოდით, მოხდა. დეპუტატებმა იგნორირება გაუკეთეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას, იგნორირება გაუკეთეს ქვეყნის კანონებს, დაარღვიეს კონსტიტუცია და კანონები. მათ დაარღვიეს ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. პარლამენტის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება - გაემართათ რიგგარეშე სხდომა ღამით. მათ უნდა დაასაბუთონ ამ სხდომის კანონიერება“, - განუცხადა შაკრილმა ჟურნალისტებს.

პარტია "„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, სეპარატისტთა პარლამენტის მიერ ბოლშევიკური მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება და საქართველოს ანექსიის დასაწყისი.

მისი თქმით, გამთენიისას სეპარატისტთა პარლამენტმა ე.წ. პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ხალხის შიშით გამოიყენა ბოლშევიკური მეთოდები და მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციაზე გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება, რასაც 28 დეპუტატიდან ხმა მისცა 26 დეპუტატმა. როგორც დავითაიამ აღნიშნა, შეთანხმება გაფორმდა დათქმით, თუ ეს აგარაკები მოხვდება მესამე პირის ხელში, ხელშეკრულება გაუქმდება.

მისივე განმარტებით, ეს არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება, რისთვისაც „სამართლებრივად“ მოხდა პარლამენტის გამოყენება.

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები, რომ ჰააგის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსეთის პრეზიდენტი ითვისებს საქართველოს ქონებას. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის საქართველოს ანექსიის დასაწყისი. რუსეთის ფედერაციამ უკვე „იურიდიულად“ დაიწყო იმ ტერიტორიების გადაფორმება, რომელიც ოკუპირებულია მის მიერ“, - აცხადებს პაატა დავითაია.