ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.
"პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.
"პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და რუსეთი ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.
პუტინი აპირებს უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაუქმებას.ამას ვერ ხვდებიან,თუ მართლა გონება აქვთ დაბინდული ?
იგეგმება გლობალური ტერიტორიული ცვლილებები ,რაც მინიმუმ 50 წელი გაგრძელდება.ტერიტორიები ესაჭიროება ჩინეთს,ინდოეთს,რუსეთს დასავლეთის მიმართულებით.მონღოლოიდური რასის ახალ შემოსევას უნდა ელოდეს ევროპა...
აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიებია ერთის მხრივ უკრაინა და უკრაინელები და მეორე მხრივ მისი დღევანდელი მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც იმართება აშშ-დან, მისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად....
მოკლედ, ის რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში დღეს ხდება უკრაინაში, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით...