მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“ - სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე და შეთავაზება ოპოზიციას
"ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“ - სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე და შეთავაზება ოპოზიციას

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს, შე­იქ­მნას პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და ერ­თო­ბის კო­მი­ტე­ტი.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი­დან“ ჩარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა, ეს უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი სა­თათ­ბი­რო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბი­სა და კონ­სენ­სუ­სის გზით იქ­ნე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნულ პო­ლი­ტი­კურ სა­თათ­ბი­რო­ში 20-25 წევ­რი უნდა შე­ვი­დეს. მან თა­ვა­დაც გა­მოთ­ქვა მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რო­ბის სურ­ვი­ლი.

"გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია, მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ამ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­რე­შე საქ­მე არ კეთ­დე­ბა. ძალა ერ­თო­ბა­შია! მე ამა­ში ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მე ასე­ვე მინ­და შევ­თა­ვა­ზო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ერ­თო­ბის კო­მი­ტე­ტის შექ­მნა, რო­გორც არის ამე­რი­კა­ში. აქ უნდა შე­ვი­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ ასე­ვე უნდა შე­ვიდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი, უნდა შე­ვი­დეს სოფო ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩემი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ კო­მი­ტეტ­ში. მე მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ ამ კო­მი­ტე­ტის სუ­პერ­პა­კეტ­თან ერ­თად, ეს უნდა იყოს იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ად­გი­ლი, ეს უნდა იყოს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­გვა­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მოქ­ნი­ლი, ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის სტრუქ­ტუ­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­თათ­ბი­რო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის და კონ­სენ­სუ­სის გზით იქ­ნე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი, ჩქა­რი რე­ა­გი­რე­ბი­სა და სხვებ­თან დი­ა­ლო­გის ად­გი­ლი, იმი­ტომ, რომ ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვი­კე­ტოთ. მე მინ­და, რომ შე­ვი­დე თქვენ­თან ერ­თად ამ კო­მი­ტეტ­ში, თქვენ­თან ერ­თად ვი­თათ­ბი­რო და თქვენ­თან ერ­თად შევ­ქმნა ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც სრუ­ლად არა­ო­რაზ­რო­ვანს ხდის ჩვენს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ და ძა­ლი­ან სწრა­ფად წა­ვი­წევთ წინ. 20-25 ადა­მი­ა­ნი უნდა შე­ვი­დეს მას­ში და იყოს მუდ­მი­ვი სა­თათ­ბი­რო. შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში თავ­მჯდო­მა­რეც ავირ­ჩი­ოთ, რო­გორც გა­დავ­წყვეტთ ყვე­ლა ერ­თად“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, თუმ­ცა ევ­რო­პა სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლაა.

"ჩვენ ვი­ცით მათი გან­ზრახ­ვე­ბი რა არის - მათი გან­ზრახ­ვაა, რომ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად მუდ­მი­ვად იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ევ­რო­პა ნიშ­ნავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას. ამი­ტომ, მე წარ­მო­მიდ­გე­ნია შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლად, ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში. ეს არის ყვე­ლა­ზე ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 1990 წლის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

დარდუბალას კადრია?!

ჯორჯი
0

კომენტარებიდან ჩანს, ერთი ნაციც არ დარჩენილა საქართველოში, გიხაროდენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“ - სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე და შეთავაზება ოპოზიციას

"ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“ - სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე და შეთავაზება ოპოზიციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა "ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან თავადაც გამოთქვა მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის სუპერპაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მან მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ევროპა სწორედ ხელისუფლების ცვლაა.

"ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის - მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად, ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.